
ოდესღაც მელირებაზე ყველაზე გიჟდებოდა, მაგრამ ახლა ის (ყოველ შემთხვევაში კლასიკური ვარიანტი) უცნაურად და უადგილოდ გამოიყურება. აი, შეღებვის კიდევ 5 მეთოდი, რომელიც მოდიდან გადავიდა.
ომბრე / სომბრე
თავის დროზე, ომბრემ დაახლოებით თმის შუა სიგრძიდან გარდამავალი ფერით მელირება რევოლუციურად შეცვალა. ახლა შესამჩნევი საზღვარი ძალიან მოდურად არ გამოიყურება, უფრო ჩვეულებრივია. თუ გსურთ ტენდენციებს არ ჩამორჩეთ. ყურადღება მიაქციეთ სომბრეს – შეღებვის ახალი მეთოდი არაა, მაგრამ დღემდე აქტუალურია, გახუნებული თმის ღერების მიბაძვა. სხვათა შორის, თუ ქერად შეღებვა გსურთ და თან ყოყმანობთ, ოსტატს სახესთან თმის გაღიავებაც სთხოვეთ.

ფერადი შეღებვა / ფარული შეღებვა
ფერადი შეღებვა წარსულის ტრენდი და გასული სეზონია. დღეს ასეთ თვითგამოხატვაში გასაკვირი არაფერია, დრეს–კოდის მქონე კომპანიებიც კი თანამშრომლებს თმის ღია ფერში შეღებვის უფლებას აძლევს. როგორც ნებისმიერი სილამაზის ტენდენციის შემთხვევაშ, თმაში ცისარტყელა რაღაც მომენტში ყველას მოწყინდა. თუ ამის გაკეთება ჯერ კიდევ გსურთ, შეგიძლიათ დამაინტრიგებელი ფარული შეღებვის მეთოდი გამოიყენოთ.

ფოლადისფერი / ნაცრისფერი ქერა
ფოლადისფერი თმა ყურადღებას ყოველთვის იპყრობს და ძალიან ინსტაგრამულად გამოიყურება. შესაძლოა, სწორედ ამიტომ მოსწონთ ათასობით გამომწერის მქონე ლამაზმანებს. პრობლემა იმაშია, რომ ასეთი შეფერილობა სულ უფრო და უფრო ნაკლებად მოდური ხდება და გოგოს so last season-ად აქცევს. თუ არ ცდილობთ ამით მოსაწყენი ჭაღარას დამალვას (აქ, ჭაღარა დატოვეთ, აირჩიეთ უფრო ღია ვარიანტი ეფექტით anti-age), არჩევანი გააკეთეთ ნატურალურ და მიმზიდველ ნაცრისფერ ქერაზე.

ერთ ფერში შეღებვა / კულულები და ამონათება
ჩრდილების გარდასვლა, ცალკეული კულულები, ამონათება და ჩვეულებრივი ტონირებაც კი ვარცხნილობას უფრო ცოცხალს და ბუნებრივს გახდის. ხოლო ერთ ფერში შეღებვა რაღაც თოჯინას დაამსგავსებს. გეშინიათ, რომ თავად ვერ გაუმკლავდებით, ხოლო სალონში წასვლის დრო არ გაქვთ? ფერის გაცოცხლებას სპეციალური თმის გამაღიავებელი საშუალებით შეძლებთ (მაგალითად, სპრეი Lee Stafford). ყურადღებით იყავით: არ გადააჭარბოთ, რომ თმა არ გამოაშროთ. მხოლოდ ერთხელ გამოიყენეთ (და მხოლოდ ღია თმაზე, რადგან მუქ თმაზე სიყვითლეს იწვევს).

თაფლისფერი ქერა / ვარდისფერი ოქრო
თავიდან ყველა ცივ ქერაზე ვგიჟდებოდით, შემდეგ ის თაფლისფერმა ქერამ ჩაანაცვლა. ახლა თაფლისფერი შეფერილობა გვერდზე უნდა გადგეს და ადგილი ყველაზე მოდურ შეღებვას ვარდისფერი ოქროს დაუთმოს. გაითვალისწინეთ: უკეთესია, თუ შეღებვისას გაჯერებულ ფერს მიიღებთ – რამდენიმე დღეში საღებავი ჩამოირეცხება, მაგრამ ასე თმაში ლამაზ ვარდისფერ შეფერილობას უფრო დიდხანს გაიჩერებთ, ვიდრე თავიდან ღია ვარდისფერი შეფერილობის მიღებით.

საერთოდ, ეს მხოლოდ რეკომენდაციებია. საბოლოოდ, იდეალური შეიძლება გახდეს ნებისმიერი შეფერილობა, რომლითაც თქვენ იღებავთ. ოსტატთან რჩევების მიღების არ შეგრცხვეთ, მას თმის მოვლის შესახებ კითხვები დაუსვით. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სწორი რეჟიმი ვარცხნილობას გაცილებით მოდურს ხდის.