დიეტა ლამაზი კანისთვის: როგორ გავიწმინდოთ სახე რამდენიმე კვირაში

0
1140
Photo credit: unsplash.com

ლამაზ და სუფთა კანს ნებისმიერი მაკიაჟი უხდება. დღეს გიამბობთ, რა უნდა ჭამოთ და გააკეთოთ იმისთვის, რომ სარკეში სახის ანარეკლმა ყოველთვის გაგაბედნიეროთ.

რაციონის შერჩევა

ჩვენი კანი უჯრედებია, რომლებიც მუდმივად ახლდება. თუ ეპიდერმისის ზედაპირზე ძალიან ბევრი მკვდარი უჯრედი რჩება, სახე გადაღლილად გამოიყურება, კანს „მიწისფერი“ შეფერილობა აქვს, კანი იქერცლება და ნაოჭები ჩნდება. სწორედ ამიტომ, ვიყენებთ ამქერცვლავ პროდუქტებს, რბილ სკრაბებს ან მჟავე ექსფოლიატორებს, რომ კანი გლუვი და ბზინვარე გახდეს.

გარკვეულ პროდუქტებს კანის უჯრედების განახლება და ამავდროულად მკვებავი ნივთიერებებით გამოკვება შეუძლია.

რა უნდა ჭამოთ კანისთვის? ლამაზი კანისთვის საუკეთესო დიეტა სწორი კვებაა: ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, სასარგებლო ცხიმები (მცენარეული ზეთი, კაკალი, ცხიმიანი თევზი) და მთელი მარცვლეული. არა ნაკლებ მნიშვნელობანია ვიტამინების ოპტიმალური დონე, განსაკუთრებით C და E ვიტამინების, თუთიის, სელენის და ბეტა–კაროტინების, რომლებიც კანის, ფრჩხილების და თმის მდგომარეობაზე გადამწყვეტ გავლენას ახდენენ. რა ვჭამოთ კანის გასაახალგაზრდავებლად? ეს ყველაფერი.

ახლა, განვიხილოთ წესი, რომლის მიხედვით უნდა დაგეგმოთ რაციონი, თუ უთანასწორობის ერთხელ და სამუდამოდ დავიწყება გსურთ.

Photo credit: unsplash.com

5 ულუფა ხილი და ბოსტნეული დღეში

ჯანსაღი უჯრედისით და ანტიოქსიდანტებით მდიდარი ხილი და ბოსტნეული, რომლებიც უჯრედებს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან იცავენ. თავისუფალი რადიკალების რაოდენობა გარემოს მავნე ფაქტორების და ულტრაიისფერი სხივების, მოწევის და ალკოჰოლის მოხმარების გამო იზრდება. ვიტამინების მაქსიმალურად მისაღებად მრავალფეროვანი ხილი და ბოსტნეული მიირთვით. განსაკუთრებული ყურადღება ბეტა–კაროტინის (სტაფილო, გოგრა) და ლუტეინის შემცველ (ისპანახი, პაპაია) პროდუქტებს მიანიჭეთ – ეს ლამაზი კანისთვის საუკეთესო კვებაა.

არანაირი მკაცრი და სწრაფი დიეტა

მაშინაც კი, თუ გსურთ წონაში დაკლება, არ დაიცვათ სწრაფი დიეტა, რომელიც 3 დღეში 10 კგ–ს მოშორებას გპირდებათ. პირველ რიგში, ეს შეუძლებელია. მეორეც, შესაძლებელი რომ იყოს, ამის მიღწევა მხოლოდ არაჯანსაღი მეთოდით შეიძლება. მესამეც, ნებისმიერი მკაცრი დიეტა კანის მდგომარეობაზე ცუდად აისახება. ლამაზი ფორმებისკენ სწორი გზა ჯანსაღი კვება და სპორტია.

C ვიტამინი საკმარისი რაოდენობით

C ვიტამინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც აუცილებელია არა მხოლოდ იმუნიტეტის მხარდასაჭერად, ასევე ლამაზი და ბზინვარე კანისთვის. საკვები პროდუქტებიდან ვიტამინის საუკეთესო წყაროა – შავი მოცხარი, მოცვი, ბროკოლი, კივი, ფორთოხალი, ლიმონი, მარწყვი. C ვიტამინი მნიშვნელოვანია კოლაგენის ნორმალური წარმოებისთვის, რომელიც სახის მოცულობას მხარს უჭერს და კაპილარებს აძლიერებს, რომლიდანაც კანში მკვებავი ნივთიერებები ხვდება.

კიდევ რომელი ვიტამინებია საჭირო ლამაზი კანისთვის:

  • A ვიტამინი – ანტიოქსიდანტი, რომელიც დაბერებას (მათ შორის ფოტოდაბერებას) აფერხებს და კანის ტონუსს ინარჩუნებს.
  • E ვიტამინი – ლიპიდურ ფენას აძლიერებს, კანის სიმშრალეს და გაუწყლოებას აფერხებს.
  • F ვიტამინი – მისი დეფიციტი კანის არათანაბარ ფერს და პიგმენტური ლაქების გაჩენას იწვევს.
  • D ვიტამინი – უჯრედების დაბერების პროცესს ანელებს, რის ხარჯზეც კანი გლუვი და ბზინვარე ხდება.
  • K ვიტამინი – მნიშვნელოვანია სისხლძარღვების და კაპილარების ჯანმრთელობისთვის, კანს სისხლძარღვების ბადის გაჩენისგან იცავენ.

სელენი რაციონში

კვლევამ აჩვენა, რომ სელენით მდიდარ დიეტას შეუძლია კანის დაცვა მზის დამწვრობისგან, პიგმენტური ლაქებისგან და სიმსივნისგან. სწორედ ამიტომ, ლამაზი კანისთვის მენიუში მისი ჩართვა აუცილებელია. სელენის მიღების ერთ–ერთი მარტივი მეთოდია – ბრაზილიური კაკალი (მხოლოდ 4 კაკალი საკმარისია, რომ სელენის დღიური ნორმა მიიღოთ). თუ კაკალი ხელთ არ გაქვთ, თევზი, მოლუსკები, კვერცხი და პომიდორი დაგეხმარებათ.

წყალი, წყალი და კიდევ ერთხელ წყალი

დღეში 2 ლ წყლის დალევა აუცილებელი არაა, რადგან ეს ციფრი ძალიან პირობითია. ექიმები ამბობენ, რომ უნდა დალიოთ იმდენი, რამდენიც გსურთ (ჩაი და მორსიც ითვლება). 2 დამატებითი ჭიქა წყალი ძალით არ დალიოთ, თუ ორგანიზმს არ სურს. მეორე მხრივ, წყლის დეფიციტი კანის მდგომარეობაზე ნამდვილად ცუდ გავლენას ახდენს. თუ დღის განმავლობაში წყლის დალევა პრაქტიკულად საერთოდ არ გსურთ, გირჩევთ რაციონში უფრო მეტი წყლიანი ხილი და ბოსტნეული ჩართოთ. მნიშვნელოვანია დღე 1 ჭიქა ლიმონიანი წყლით დაიწყოთ.

ცოტა ფიტოესტროგენი

ფიტოესტროგენი – ბუნებრივი ქიმიური ნივთიერება, რომელსაც ქალის სასქესო ჰორმონის, ესტროგენის მსგავსი სტრუქტურა აქვს. მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ისინი ჰორმონალურ ბალანსს მხარს უჭერენ, რის წყალობით ორგანიზმის მთელი სისტემა, მათ შორის კანი, ბალანსდება. რაციონში ჩართეთ პარკოსნები, მთელი მარცვლეული, კომბოსტო და ტოფუ, რომ ეს პუნქტიც შეასრულოთ.

პროდუქტები დაბალი გლიკემიური ინდექსით

გლიკემიური ინდექსი – პროდუქტებში ნახშირწყლების გავლენის მაჩვენებელი სისხლში გლუკოზის დონის ცვლილებებზე. ეს რაც უფრო ნელა ხდება, არასასურველი რეაქციების რისკი მით უფრო დაბალია. სწორედ ამიტომ, დაბალი გლიკემიური ინდექსის მქონე პროდუქტები მიირთვით. რაციონში რეგულარულად ჩართეთ ფურცლოვანი ბოსტნეული, სოკო, კომბოსტო, უცხიმო რძის პროდუქტები და ნიგოზი. რჩევა: დააკვირდით სახეზე რეაქციას. თუ ცვლილებები აშკარაა, მაშინ გლიკემიური ინდექსის პრინციპი უფრო მასშტაბურად გამოიყენეთ, რომ სუფთა სახის კანისთვის საკვები მიიღოთ.

Photo credit: unsplash.com

რაც შეეხება რძეს და შაქარს? არსებობს მოსაზრება, რომ შაქარი და რძის პროდუქტები კანის მდგომარეობაზე გავლენას ახდენენ, აკნეს და ანთებას იწვევენ. სინამდვილეში მეცნიერება მსგავსი განცხადებისთვის მზად არაა, რადგან მეცნიერებს მონაცემები დამარწმუნებლად არ ეჩვენებათ. უნდა გახსოვდეთ, რომ აკნეს იწვევს ბაქტერიები და სოკოები და არა შოკოლადი, რომელიც ღამით ჭამეთ. თუმცა შოკოლადმა შეიძლება კანის ცხიმის წარმოებაზე გავლენა მოახდინოს – ზოგიერთ შემთხვევაში ცალკე უნდა განიხილოთ.

რა არ უნდა ჭამოთ ლამაზი კანისთვის

მაშინაც კი, თუ ყველაფერს სწორად აკეთებთ, თქვენი კანი ლამაზი არ გახდება, თუ რაციონიდან გარკვეულ პროდუქტებს არ გამორიცხავთ.

  1. რაფინირებული შაქარი. არა, ტკბილეულზე საერთოდ უარის თქმა არ მოგიწევთ. ეცადეთ, ტკბილეულის დიდი ნაწილი ნატურალური შაქრით ხილიდან და კენკრიდან მიიღოთ და არა კანფეტებით და ცომეულით.
  2. ტკბილი სასმელები. განსაკუთრებით დიეტური, რადგან კვლევამ აჩვენა, რომ ეს ნელი მოქმედების ბომბაა, რომლისგან კარგს არაფერს უნდა ელოდოთ როგორც კანზე, ასევე ორგანიზმში.
  3. რძის პროდუქტები. ამის შესახებ ექსპერტები დაობენ, მაგრამ ცხიმიანი რძის პროდუქტები ლაქტოზაზე მგრძნობელობის შემთხვევაში აკნეს იწვევენ და ამწვავებენ.
  4. ყავა. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ყავა ცხიმიანი ჯირკვლების აქტიურ მუშაობას ხელს უწყობენ. თუ სახეზე ანთება გაქვთ, ეს მდგომარეობას გაამწვავებს.
  5. მარილიანი და ცხარე. კვლავ ზომიერების პრინციპი. სანელებლების და მარილის ზომიერად მოხმარება კანისთვის კარგი არ იქნება, მაგრამ თუ გაგიტაცებთ, უსიამოვნებებს ელოდეთ.
Photo credit: unsplash.com

კანი დიეტაზე: საჭიროა თუ არა შესვენებები თავის მოვლის დროს

რამდენიმე წლის წინ კორეაში, სადაც 10 საფეხურიანი კანის მოვლის სისტემა შეიმუშავეს, ახალგაზრდებმა მოულოდნელად სახის მოვლის კოსმეტიკის გამოყენებაზე უარი თქვეს. არა მთლიანად – ისინი ღამით ტონერის გამოყენებას და დილით მსუბუქი კრემის გამოყენებას აგრძელებდნენ. აი, რთული და მრავალეტაპიანი მოვლის კვალიც არ დარჩა. ასეთი სასოწარკვეთილი ნაბიჯი აიხსნება იმით, რომ კანზე ზედმეტად ზრუნავდნენ და ლამაზი და მოვლილი კანის ნაცვლად პრეტენზიული და მგრძნობიარე კანი მიიღეს.

გჭირდებათ თუ არა მოვლის სისტემის შეცვლა ან საყვარელ პროდუქტებზე უარის თქმა? დამოკიდებულია იმაზე, თუ ყოველდღიურად რამდენ პროდუქტს იყენებთ. მაგალითად, თუ თქვენს სილამაზის რაციონში სამზე მეტი პროდუქტია აქტიური კომპონენტებით, 7-10 დღით მათ გამოყენებაზე უარი თქვით, რომ კანს „გადატვირთვის“ საშუალება მისცეთ. თუ ჩვეულებრივ 2-3 საშუალებას იყენებთ, ამის გაკეთება აუცილებელი არაა.

შეგახსენებთ, ჩვენ, ყველა და მათ შორის ჩვენი კანიც განსხვავებულია. ის, რაც ერთისთვის მუშაობს, მეორესთვის შეიძლება ნაკლებად ეფექტური იყოს. ლამაზი კანისკენ მიმავალი გზა ცდების და შეცდომების გზაა. თუ სერიოზული დერმატოლოგიური პრობლემა გაქვთ, როგორიცაა აკნე, ეგზემა ან როზაცეა, სპეციალისტს აუცილებლად მიმართეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ