სახის ფიტნესი: სავარჯიშოები, რომლებიც პლასტიკაზე უფრო ეფექტურია

0
605
Photo credit: Instagram.com/kokohayashi

არც ისე დიდი ხნის წინ გაირკვა, რომ ფიტნესი არამხოლოდ სხეულს, არამედ სახესაც სჭირდება. მოდით, გავერკვეთ, რომელი სავარჯიშოები უნდა ჩართოთ დღის განრიგში ახლავე.

ჩვენ ვცხოვრობთ პოპულარული ბოდიპოზიტივის სამყაროში, რომელშიც გარეგნობის ნაკლის მოშორება კი არა, ღირსებად ქცევაა მიღებული. არ ვიცით, თქვენ როგორც ფიქრობთ, ჩვენ კი გვგონია, რომ ეს შესანიშნავი იდეაა. არსებობს მოსაზრება, რომ სახის ვარჯიშები ცვლის კოსმეტოლოგის მომსახურებასა და ზოგიერთ პლასტიკურ ოპერაციასაც კი. სწორედ ამ მიზეზით, “სახის ფიტნესი” და “ფეისბილდინგი” სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. რა ხდება რეალურად?

რა არის ფეისბილდინგი?

სახის ვარჯიშები, ცნობილი, როგორც ფეისბილდინგი, შეიმუშავა გერმანელმა პლასტიკურმა ქირურგმა რეინჰოლდ ბენცმა. დაბერების პირველ ნიშნებთან ბრძოლის ამ მეთოდს იგი თავის პაციენტებს ურჩევდა: მაგალითად, მათ, ვისთვისთვისაც ჯერ ადრე იყო სრულყოფილი ქირურგიული ჩარევა. დღეს სავარჯიშოს, იოგის ან ფიტნესის უამრავი ვარიანტი არსებობს სახისთვის. ყველა მათგანს შეუძლია კანისთვის ტონუსისა და ელასტიკურობის დაბრუნება, ნაოჭების შემცირება და ოვალის წამოწევა.

რამდენად ხშირად უნდა ავარჯიშოთ სახე?

იდეალში, სავარჯიშოები ყოველდღე უნდა შეასრულოთ – 5-10 წუთის გამოყოფა ყველაზე მჭიდრო გრაფიკის შემთხვევაშიც შეიძლება. პირველ რიგში, ასე უფრო სწრაფად გამოფხიზლდებით. მეორეც, მანიპულაციები სახეზე დაგეხმარებათ სისხლის მიმოქცევის აჩქარებასა და დილის შეშუპების მოხსნაში, რომლებსაც ბევრი ჩვენგანი აწყდება. ვარჯიშები უკვე 25 წლის ასაკში უნდა დაიწყოთ.

როდის გამოჩნდება შედეგი?

თუ ვარჯიშს ყოველდღიურ რიტუალად აქცევთ, პირველი დადებითი ცვლილებები, კანის საერთო ტონუსის მომატებისა და ნაოჭების შემცირების ჩათვლით, 2-3 კვირაში გაგახარებთ. 2-3 თვეში კი, თუ სავარჯიშოებს ყოველდღიურად შეასრულებთ, სახის ოვალი საგრძნობლად წამოიწევა და შედეგს სხვებიც შენიშნავენ.

ვის არ უხდება სახის ფიტნესი?

რამდენადაც ეს მეთოდი არაინვაზიურია, სახეს ტრავმები არ ემუქრება, ამიტომაც ფეისბილდინგს შეზღუდვები არ აქვს. ნუ, თითქმის არ აქვს. ყურადღება მიაქციეთ ცვლილებებს, რომლებიც სახეს ვარჯიშის დროს მოსდის. თუ ამჩნევთ, რომ ზოგიერთი ნაოჭი ღრმავდება, შესაძლოა, სავარჯიშოებს არასწორად ასრულებთ და ტექნიკა უნდა გადაამოწმოთ. აგრეთვე, სახის ვარჯიშები არ უნდა დაიწყოთ კოსმეტოლოგიური ან ქირურგიული პროცედურების ჩატარებისთანავე. საჭირო ინტერვალი სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

სახისა და კისრის სავარჯიშოები, რომლებიც უნდა სცადოთ

დავიწყოთ ზოგადი წესებით: რეგულარულობის გარდა, ფეისბილდინგი უნდა შეასრულოთ გაწმენდილ (უმაკიაჟო) და მომზადებულ (ანუ ტონიკით ან ლოსიონით დაზელილ) სახეზე. ხელები ძალიან სუფთა უნდა იყოს, განსაკუთრებით კი ახლა, პანდემიის დროს. ხოლო ვარჯიშების დასრულების შემდეგ, სახე ჩამოიბანეთ გრილი წყლით, შემდეგ წაისვით აქტიური შრატი, რომელიც ახლა გაცილებით უკეთ იმოქმედებს.

1. გახურება

@kokohayashi

სანამ ვარჯიშს შეუდგებოდეთ, ჩვეულებრივი ფიტნესის მსგავსად, გახურებაა საჭირო. დაიგროვეთ პირში ჰაერი, ლოყები რომ გაიბეროს, შემდეგ გამოუშვით ხმაურით, აი ისეთით, ფილმებში ცხენებს რომ აჩერებენ. გაიმეორეთ 5-6-ჯერ, რათა კუნთები კარგად გახურდეს.

2. სახის ლამაზი ოვალისთვის

@kokohayashi

სახეზე ჩამოწელილი კანის მოსაშორებელი სავარჯიშოები ამ პრაქტიკის მიმდევრების ერთ-ერთი რჩეულია. ლამაზი და მკვეთრი ოვალის მისაღებად და ღაბაბის დასაჭიმავად, ასწიეთ ნიკაპი ჭერისკენ, ამავდროულად, მხრები მოდუნებული და ჩამოშვებული უნდა იყოს. ეს საწყისი პოზიციაა. ახლა მონაცვლეობით გამოყავით ენა და აკეთეთ “იხვის ტუჩები” (არანაკლებ 6-ჯერ ერთ მისვლაზე), შეიკავეთ თითოეული პოზიცია დაახლოებით 5 წამით. მნიშვნელოვანია: კისერი მუდმივად დაჭიმული უნდა იყოს, თორემ სავარჯიშოს ეფექტი არ ექნება.

3. ყვრიმალებისთვის

@kokohayashi

ყვრიმალების სავარჯიშო ფეისბილდინგში მეორე ყველაზე პოპულარულია. სხვათა შორის, ტრენერები ამბობენ, რომ სავარჯიშოს რეგულარული გამეორების შემთხვევაში, არ დაგჭირდებათ ბიშექტომია, რამდენადაც ყვრიმალების იერი ისედაც საგრძნობლად გაუმჯობესდება. მკაფიო ყვრიმალების მისაღებად, ძლიერ დაჭიმეთ სახე ჯერ ერთ მხარეს (წარმოიდგინეთ, რომ თქვენი კბილების მარჯვენა ნახევარს ძალიან სურს მარცხენა ნაწილში მოხვედრა, ან, უნდა აკოცოთ მარცხნივ მყოფს ისე, რომ მისკენ არ მიბრუნდეთ) და გაჩერდით ამ მდგომარეობაში 10 წამით. სახის ორივე ნახევრისთვის, სავარჯიშო 3-4-ჯერ უნდა გაიმეოროთ.

4. უნაოჭო შუბლისთვის

@kokohayashi

ლამაზი შუბლის “შექმნაც” შეიძლება ფეის ფიტნესის დახმარებით. ამისთვის, პირველ რიგში, დაიდეთ ორი თითი ზუსტად წარვევს ზემოთ და მათ პარალელურად, შემდეგ კი ეცადეთ, მაქსიმალურად გაოცდეთ – თუმცა, ნუ მისცემთ წარბებს წინააღმდეგობის გადალახვის საშუალებას. თათები და წარბები ადგილზე უნდა დარჩეს, კუნთებმა შეკუმშვის გარეშე მუშაობა რომ ისწავლონ. შეგახსენებთ, რომ სწორედ შეკუმშვები იწვევს შუბლზე ნაოჭების გაჩენას.

5. “იხვის თათების” წინააღმდეგ

@kokohayashi

დიახ, თვალქვეშა ზონის გალამაზება მხოლოდ პატჩებს როდი შეუძლიათ. მოადუნეთ მხრები და გადაწიეთ უკან, თავი მკერდისკენ დაუშვით და ტუჩებით ოვალი გამოსახეთ. ამ მდგომარეობაში თვალქვეშა სივრცის ოდნავი დაჭიმულობა უნდა იგრძნოთ – თუ იგი გაჩნდა, ესე იგი, სწორად ვარჯიშობთ. ახლა შეწიეთ ზედა ტუჩი და დაფიქსირდით ამ მდგომარეობაში 3-5 წამით. გაიმეორეთ 2-3-ჯერ.

6. ცხვირის ფრთებთან გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ

@kokohayashi

არ შეწყვიტოთ ღიმილი! მისი დახმარებით, ყველაზე უხალისო დღეც გამოსწორდება. მეორე მხრივ, არსებობს სავარჯიშო, რომელიც ღიმილის ზოლებს გააუფერულებს. ამისთვის, ენით მიაწექით ჯერ ერთ ლოყას, შემდეგ მეორეს. ხუთი წრე ორივე ნაწილისთვის საკმარისი იქნება. გააკეთეთ ეს ყოველდღე და შედეგი არ დააყოვნებს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ