ნიღბიანი რეჟიმი: რა მოსდის კანს ნიღბის ქვეშ და როგორ გამოვასწოროთ მდგომარეობა

0
1115
Photo credit: unsplash.com

ქსოვილის ნიღაბი 2020 წლის მთავარი აქსესუარია. თანაც, მას სეზონი არ აქვს. ამიტომ, დღეიდან კანს მისი გათვალისწინებით უნდა მოუაროთ. მოდით, ამ თემაზე უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ.

დარწმუნებული ვარ, უკვე მიხვდით, რომ ამ შემოდგომაზე ყველაზე მოდური იქნება მაკიაჟი აქცენტით თვალებზე. თუმცა, რა ხდება კანის მოვლასთან დაკავშირებით? მიუხედავად იმისა, ერთჯერად ნიღაბს იყენებთ თუ ქსოვილისას, რომლის რეცხვა და დაუთოება შეიძლება, იგი ცოტათი შეიცვლება.

რა მოსდის კანს ნიღბის ქვეშ?

ჩვენ ყველას გვინახავს ის საშინელი ფოტოები, რომლებზეც ექიმები და მედდები, კორონავირუსთან ხელჩართული ბრძოლის გამო, გვაჩვენებენ, რა მოუვიდათ მათ კანს ნიღბების ქვეშ.

დანარჩენები, ამ თვალსაზრისით, უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაში არიან. თუმცა, ეს მაინც არ გამორიცხავს გამონაყარის, ჩახურების ან მუწუკების გაჩენის რისკსაც. კანის ასეთ პრობლემებს უკვე მასკნე შეარქვეს.

ნიღბის პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ იგი კანის ზედაპირზე ცხელ და ნოტიო პირობას ქმნის, ჰაერს არ აძლევს ცირკულირების საშუალებას. ეს, პირველ რიგში, გამოიწვევს ოფლსა და ჭუჭყს, მეორეც, შექმნის იდეალურ პირობებს ბაქტერიების გასამრავლებლად.

როგორ მოვუაროთ კანს ნიღბის ქვეშ?

მიუხედავად იმისა, რომ კანის რუტინული მოვლა საფუძვლიანად არ შეიცვლება, არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი, რომლებიც დაგეხმარებათ უსიამოვნო ანთების, გამონაყარისა და სხვა პრობლემების თავიდან აცილებაში.

1. გაიწმინდეთ სახე მანამდე და შემდეგ

საუბარი, უპირველეს ყოვლისა, იმ სიტუაციებზეა, როცა სახლიდან გადიხართ (რა თქმა უნდა, მაკიაჟის წასმამდე) და შინ ბრუნდებით. ნუ გადადებთ მაკიაჟის მოშორებას ნიღბის მოხსნის შემდეგ. რაც უფრო სწრაფად გააკეთებთ ამას, მით უკეთ იგრძნობს თქვენი კანი თავს.

რჩევა: აირჩიეთ დელიკატური საწმენდი პროდუქტები, რომლებიც არ იწვევს დაჭიმულობის შეგრძნებას. კანს ახლა ისედაც უჭირს, დამატებითი დატვირთვები არაფერში სჭირდება.

2. გამოიყენეთ მსუბუქი დამატენიანებელი კრემი

მართალია, დარაბებს მიღმა შემოდგომაა, რომელიც უფრო მკვრივ და გაჯერებულ ტექსტურებს მოითხოვს, ახლა ამაზე არ უნდა იფიქროთ. მარტივი ლოგიკა – რაც უფრო მარტივია კრემი, მით უფრო სწრაფად შეიწოვება იგი და, რაც უფრო სწრაფად შეიწოვება კრემი, მით უფრო ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ნიღბის “სათბურის ეფექტი” ფორებს ჩახერგავს და მუმწუკებს გააჩენს.

რჩევა: თუ მშრალი კანი გაქვთ, რომელსაც ხანდახან დამატებითი დატენიანება სჭირდება, შეიძინეთ დამატენიანებელი სპრეი, დღის განმავლობაში გამოსაყენებლად.

3. უარი თქვით დამატენიანებელ კრემზე

ეს შეიძლება თვალსაჩინოდ მოგეჩვენოთ, თუმცა, ჩვენ მაინც შეგახსენებთ: რაც უფრო სქელია თქვენი მაკიაჟი, მით უარესად გრძნობს კანი თავს მის ქვეშ, ნიღბის დამატებითი ფენის გამო. მას შესანიშნავად ჩაანაცვლებს მსუბუქი პროდუქტები BB და CC კრემების სახით. ხოლო, თუ მშრალ ტექსტურებთან პრობლემა არ გაქვთ, განიხილეთ მინერალური პუდრის ვარიანტი.

რჩევა: უახლოეს მაღაზიაში ან აფთიაქში გასვლისას მაკიაჟი არც გჭირდებათ – ისედაც (სხვათა შორის) მშვენივრად გამოიყურებით, ხოლო კანი აუცილებლად გადაგიხდით მადლობას.

დაბოლოს, არ დაგავიწყდეთ ნიღბის რეგულარული რეცხვა, რათა მტვრისა და ჭუჭყის ნარჩენებმა, ბაქტერიებმა და კანის ქონმა, რომლებიც მასზე გროვდება, არ გამოიწვიოს თქვენი გაწმენდილი და დატენიანებული კანის მდგომარეობის გაუარესება. აგრეთვე, აირჩიეთ ნატურალური ქსოვილები. დიახ, ბამბის ნიღაბშიც ცხელა, თუმცა, იგი ნამდვილად უფრო დაბალ ტემპერატურას წარმოქმნის კანის გარშემო, ვიდრე სინთეტიკური.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ