ინსტრუქცია: როგორ მოვიშოროთ სტრიები სახლიდან გაუსვლელად

0
717

დავიწყოთ მთავრით: სტრიებში ცუდი არაფერია. ეს იმ გაგებით, რომ ისინი არავითარ გავლენას არ ახდენს ორგანიზმზე და არც ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს.

მეორე მხრივ, თუ სტრიების მიმართ ესთეტიკური პრობლემა გაქვთ, მათი მოშორება ნამდვილად უნდა სცადოთ.

რა არის სტირები?

სტრიები მაშინ ჩნდება, როცა კანი სწრაფად იცვლის ფორმას. ანუ, ჯერ იწელება, შემდეგ კი იკუმშება, სიმაღლეში ან წონაში მატების გამო, მაგალითად. ეს, როგორც წესი, თავიდან იისფერი ან წითელი ზოლებია, დანარჩენ კანთან შედარებით, გამორჩეული ტექსტურით. მაგრამ, დროთა განმავლობაში, სტრიების უმეტესობა ან მინიმალურად ხილული ხდება, ან ძალიან ღიავდება (ზოგი საერთოდ ქრება).

როგორ მოვიშოროთ სტრიები?

გულწრფელად რომ ვთქვათ, არც ერთ ნატურალურ/ბუნებრივ/საშინაო საშუალებას არ შეუძლია სტრიების სრულყოფილად მოშორება. თუმცა, ასეთი საშუალებები, უპირველეს ყოვლისა, აუმჯობესებს კანის საერთო ტონუსს, რაც ნამდვილად მოუხდება სტრიებს, მეორეც, ცოტათი ათანაბრებს კანის ტონს, რის ხარჯზეც სტრიები თითქმის უხილავი გახდება.

აი, რამდენიმე პროდუქტი, რომლებიც უნდა გამოიყენოთ:

1. რეტინოიდები (А ვიტამინი)

ესაა კოსმეტიკური კომპონენტები, რომლებიც სახისა და სხეულის გამაახალგაზრდავებელი კრემების უმეტესობაში გამოიყენება. ისინი ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, რაც სწორედ სტრიების მოსაშორებლადაა საჭირო.

2. შაქრის ან მარილის სკრაბი

რომელი სჯობს? რომელიც თქვენ მოგწონთ! მთავარი კანის ზედა ფენის განახლების სტიმულირებაა, რასაც მშვენივრად უმკლავდება როგორც შაქარი, ისე მარილიც. სხვათა შორის, შეგიძლიათ სახლში მომზადებულ სკრაბს დაუმატოთ ცოტაოდენი ლიმონის წვენი, მათეთრებელი ეფექტის გასაძლიერებლად.

3. ალოეს გელი

არ არსებობს ალოეს გელზე უფრო უნივერსალური დამატენიანებელი საშუალება. ზოგიერთი სამეცნიერო კვლევები კი აჩვენებს, რომ ალოეს ექსტრაქტს შესანიშნავი მარეგენერირებეი და შემხორცებელი მოქმედებები აქვს.

4. ქოქოსის კარაქი

რამდენადაც სტრიები კანის დაზიანებით გამოწვეული ნაწიბურებია, კარგი იქნება ნატურალური ცხიმების გამოყენება, კანის სიგლუვისთვის.

როგორ მოვიშოროთ სტრიები სამუდამოდ?

ჩვენ უკვე ვთქვით, რომ საშინაო პროდუქტების გამოყენების დროს უნაკლო შედეგს არ უნდა ელოდოთ. და, თუ სწორედ ასეთი შედეგი გჭირდებათ, მიმართეთ კოსმეტოლოგიურ პროცედურებს. მათ შორის:

1. მიკროდერმაბრაზია

აქტიური აქერცლვის მეთოდია, რაც სახლის საშუალებებს უბრალოდ არ შეუძლია. კვლევები აჩვენებს, რომ მას მართლა შეუძლია სტრიების იერის გაუმჯობესება, ამიტომ, თუ ისინი ძალიან გაწუხებთ, დაფიქრდით ამ პროცედურაზე.

2. მიკრონემსები

პროცედურა მიმართულია კანის შუა ფენისკენ (დერმისკენ) – სწორედ იქ ჩნდება სტრიები. როცა მიკრო ნემსები, რომლებსაც ვერც კი დაინახავთ და თითქმის ვერც იგრძნობთ, კანში შეაღწევს, გააძლიერებს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. ამ ყველაფერს შესამჩნევი დამაგლუვებელი და გამათანაბრებელი ეფექტი ექნება.

3. ლაზერული თერაპია

დღეისათვის, სტრიებთან ბრძოლაში ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი მეთოდია. პროცედურის დროს, ლაზერები ღრმად აღწევს კანში, უშვებს რეგენერაციის პროცესებს, რის ხარჯზეც, სტრიების გარშემო ქსოვილი უფრო სწრაფად ხორცდება. გარდა ამისა, ასტიმულირებს კანის პიგმენტ მელანინს, რომელიც მთლიანად ათანაბრებს კანის ტონს.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ