რატომ იქნება წელს შობა გასაოცარი, თუ წინასწარმეტყველს დავუჯერებთ

0
1526

გჯერათ თუ არა, კორონავირუსის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს იწინასწარმეტყველეს. ბრიტანელი ასტროლოგი და მწერალი პანდემიაზე მის გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე საუბრობდა.

ჯესიკა ადამსი წინასწარ ამბობდა, რომ 2020 წლის 10 იანვარს რაღაც საგანგაშო მოხდებოდა. სწორედ მაშინ გარდაიცვალა პირველი ადამიანი, რომელიც ოფიციალურად მსოფლიო პანდემიის მსხვერპლად დაარეგისტრირეს.

წინასწარმეტყველება კორონავირუსზე

„ვიცოდი, რაც მოხდებოდა. გადასარჩენად ქვეცნობიერს გონებაზე მართვის უფლება მივეცი“ – ირწმუნება ასტროლოგი. ჯერ კიდევ 2020 წლის თებერვალში მწერალმა ბრიტანეთი დატოვა და ტასმანიაში გადავა. მაშინ პანდემიის დაწყებაზე პრაქტიკულად არავინ ფიქრობდა.

წინასწარმეტყველების ახდომის შემდეგ გადაწყვიტა მთელი მსოფლიო მოსალოდნელი საფრთხის შესახებ გაეფრთხილებინა. „სამყარო თავდაყირა დადგება“. ასტროლოგმა მთელი მსოფლიოს ჟურნალ–გაზეთები ააფორიაქა.

საინტერესოა, რომ ჯესიკამ პრინცების, ჰარის და უილიამის უთანხმოება 2017 წელს იწინასწარმეტყველა. ასევე იწინასწარმეტყველა, თუ რომელ რიცხვში დაინფიცირდებოდა კორონავირუსით დონალდ ტრამპი.

ამ მომენტისთვის ყველაზე საინტერესოა მისი პროგნოზი 2020 წლის შობის შესახებ. მისი თქმით, ამ წელს შობა „წარმოუდგენელი“ და „ფანტასტიკური იქნება. ხოლო მსოფლიოში სიტუაციის შეცვლა შობამდე სადღაც 3 დღით ადრე დაიწყება.

შეგახსენებთ, რომ ჯესიკა ადამსი ბრიტანელია და შობის თარიღად კათოლიკური კანონის მიხედვით 25 დეკემბერს მიიჩნევს. ხოლო მართლმადიდებლები შობას 7 იანვარს აღნიშნავენ.

„ასეთი რამ ისტორიას არ უნახავს. როგორც იქნა, დედამიწა გაერთიანდება და გლობალური უსაფრთხოება დადგება. ხალხი გაერთიანდება. ასეთი პროცესები ადრე არავის უნახავს“ – ამბობს ასტროლოგი.

მისი მტკიცებით, კაცობრიობა ციკლის შუაში იმყოფება, როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს იყო. ოღონდ ახლა თავად ომი არაა, რაც კარგია. ადამსის თქმით, ციკლი 2026 წელს უნდა დასრულდეს.

„ყველაფერი შეიცვლება. ეს სისტემის გადატვირთვა არაა. ესაა აბსოლუტური რევოლუცია ამ სიტყვის ფართო გაგებით. სამყარო სამუდამოდ შეიცვლება“. მწერალი საკმაოდ თავდაჯერებულია. ალბათ, 2026 წლის შემდეგ დიდი ცვლილებები გველოდება.

სამწუხაროდ, ასტროლოგი აცხადებს, რომ კოვიდის მოშორებას ვერ შევძლებთ, რადგან ვაქცინას ვერავინ გამოიგონებს. მაგრამ მასთან ერთად ცხოვრებას ვისწავლით და ყოველი ახალი თაობისთვის ვირუსი სულ უფრო და უფრო ნაკლებად საშიში იქნება.

უდაოდ, მისი წარსული წინასწარმეტყველები შთამბეჭდავია და გონებას აღელვებს. ნუთუ ყველა მისი პროგნოზი 100% ახდება? ეს არავინ იცის.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ