
დღეს გიამბობთ შეუცვლელ კოსმეტიკურ საშუალებაზე, რომელიც ცხოვრების ნებისმიერ შემთხვევაში გამოგადგებათ. ესაა კრემი „ბორო პლიუსი“, რომელსაც ყველგან თან ვატარებ და კოსმეტიკის ჩანთაში ვინახავ.
კრემი „ბორო პლიუსი“
ამ კრემს თითქმის 7 წელია ვიყენებ. კრემი იაფი, მაგრამ ძალიან ეფექტურია. როგორც უნივერსალურ კოსმეტიკურ საშუალებას რეკომენდაციას ვაძლევ.
ამ კრემის ორი ვარიანტი არსებობს: მწვანე და იასამნისფერ ტუბში. მწვანე „ბორო პლიუსი“ სამკურნალო ბალახებისგან შედგება, ხოლო იასამნისფერი – სანდლის ხისა და ალოესგან. კრემი კარგი დამატენიანებელი და ანტისეპტიკია. ნებისმიერ გაღიზიანებს, სიწითლეს ან ალერგიულ რეაქციას წამებში აქრობს. სანდლის ხის და ალოეს კომბინაცია ნაკაწრებს სწრაფად ახორცებს. კრემი აკნეს და გამონაყარს ეფექტურად ებრძვის.
„ბორო პლიუსის“ მწვანე და იასამნისფერი ტუბები სუნით და კონსისტენციით განსხვავდება. მწვანე კრემს ბალახოვანი ფერი აქვს, იასამნისფერს – ყვავილების. ორივე კრემის მოქმედება მსგავსია და განსხვავება უმნიშვნელოა. შეგიძლიათ აირჩიოთ ის, რომელიც უფრო მოგწონთ.
მწვანე ტუბის კრემი უფრო მკვრივია და სუნიც სწრაფად ორთქლდება. სუნი ზედმეტად სააფთიაქო და ბალახოვანია, მაგრამ სარგებლის გამო შეგუება შეიძლება. გარდა ამისა, უსუნო ვარიანტებიც იყიდება.
როგორ გამოვიყენოთ
„ბორო პლიუსი“ შეგიძლიათ ღამის მკვებავ კრემად გამოიყენოთ. ამისთვის ხელისგულით კრემი ოდნავ გაახურეთ და სახის კანზე თხლად წაისვით. ასე კრემი კანში კარგად შეიწოვება.
კრემი შეგიძლიათ ტუჩის ბალზამის ნაცვლად გამოიყენოთ. ცივ და ქარიან ამინდში თქვენი მშველელი გახდება. კრემს ვერც ერთი ჰიგიენური ტუჩსაცხი ვერ შეედრება. საკმაოდ იაფი ღირს, მაგრამ ეფექტი ძალიან ღირსეულია. რა შეიძლება იყოს ნატურალურ ინგრედიენტებსა და სამკურნალო ბალახებზე უკეთესი.
„ბორო პლიუსი“ შეგიძლიათ ქუსლებსა და ტერფებზე ნახეთქების საწინააღმდეგოდ გამოიყენოთ. კვირაში ერთხელ სპეციალური პედიკურის წინდები ჩაიცვით. კრემის გამოყენების შემდეგ ტერფების კანი რბილი და ნაზი გახდება.
ასევე „ბორო პლიუსი“ შეგიძლიათ სხვა დანიშნულებით გამოიყენოთ. როგორც უკვე ვთქვი, კრემი ძალიან უნივერსალურია. კანს დეზინფექციას შესანიშნავად უკეთებს, არბილებს და კურნავს. კრემი „ბორო პლიუსი“ თქვენს კოსმეტიკის ჩანთასა და სახლის აფთიაქში შეუცვლელი კომპონენტი გახდება.