როგორ იმართლებს თავს დედამთილი, რომელიც უკვე მე–6 წელია რძალს არაფერს ჩუქნის

0
841
photo credit: depositphotos

„მას შემდეგ, რაც რძალმა შვილიშვილებისთვის დაბადების დღეზე შეძენილ საჩუქრებზე უარი მითხრა, ამ უმადური გოგოსთვის რაიმეს ჩუქების იდეაზე საერთოდ უარი ვთქვი“ – ამაყად უთხრა ლიდიამ თავის მეგობარს, ნატალის. „არ მენანება, მაგრამ სიამაყე მეც მაქვს. რადგან თქვა, რომ ჩემი საჩუქრების გარეშეც იცხოვრებენ, დაე, იცხოვრონ“ – გააგრძელა თავისი ამბავი აღშფოთებულმა დედამთილმა.

და მართლაც, როგორ უნდა მოიქცეს დედამთილი, თუ რძალი ყოველთვის მას ადანაშაულებს? რა საჩუქრებმა აიძულა რძალს ეთხოვა, რომ დედამთილს ამიერიდან მათ შეძენაზე ფული არ დაეხარჯა? მოდით, ერთად გავარკვიოთ!

საჩუქარი შვილიშვილისთვის დაბადების დღეზე

„რაც არ უნდა ვაჩუქო, ყველაფრით უკმაყოფილოა. მისგან მადლიერების ნიშნად კეთილი სიტყვა ჯერ არ მომისმენია! ვერცხლის დანა–ჩანგალი, რომელიც ქორწილის დღეს ვაჩუქე არ მოეწონა, ახალ ბინაში გადასვლისას ნაჩუქარი თეთრეული არ მოეწონა.

როგორც კი შვილიშვილი დაიბადა, პერანგი ვუყიდე. ლამაზი, ლურჯი, ნახევარი პენსია დავხარჯე. რძალმა მითხრა, რომ მათთვის არაფერი ვიყიდო. ამბობს, რომ გემოვნება და ჭკუა არ მაქვს, მოხუცს არ ესმის, თუ რა სჭირდება ახალგაზრდა ოჯახს. შვილიც მას ეთანხმება. მხოლოდ ადასტურებს: „დედა, ამ საჩუქრებზე ფული არ დახარჯო, ჩვენ ყველაფერი გვაქვს და რაც არ გვაქვს, თავად ვიყიდით“.

photo credit: depositphotos

ნატალი მას უსმენდა და გაოცებული იყო: „ნუთუ საღ გონებაზე პირდაპირ გითხრა?“ „არა, რა თქმა უნდა! კიდევ რომ უხეშად ეთქვა! მის ინტონაციაში ეს შეტყობინება დავიჭირე“ – ჩაიცინა ლიდიამ საპასუხოდ.

„ყველაზე საწყენი ისაა, რომ ახლა როცა ჩემმა უფროსმა შვილმაც შვილიშვილით გამახარა, რძალმა საყვედურების თქმა დაიწყო, რომ მისი შვილი უფრო მიყვარს. და ყველაფერი იმიტომ, რომ პატარას ოქროს საყურეები ვაჩუქე. სამომავლოდ, რა თქმა უნდა. დაე, მანამდე ჩემმა გოგომ შეინახოს.

photo credit: depositphotos

რძალმა ეს დაინახა და სკანდალი მოაწყო, რომ მის ვაჟიშვილს პერანგი შეხვდა, ხოლო მისი მულის ქალიშვილს ძვირფასეულობა. და ეს ყოველი მას შემდეგ, რაც საჩუქრების შესახებ მითხრა!

ამ წლების განმავლობაში, სანამ საშა იზრდებოდა, ვცდილობდი შვილიშვილი გამეხარებინა. ტკბილეულობას და სათამაშოებს ვყიდულობდი. აქ, კი ასეთი ბრალდებები.

არც კი ვიცი, როგორ მოვაგვარო კონფლიქტი. შვილებთან ჩხუბი არ მინდა, მაგრამ ასეთი გამოხტომების ატანაც არ მსურს. იქნებ, საერთოდ არავის არაფერი ვაჩუქო ან შვილიშვილებს ჩუმად ვაჩუქო? მიდი და გაარკვიე, როგორ მოვიქცე სწორად.“

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ