
ქალების ზოგიერთი ფრაზა ყველაზე მშვიდ და გაწონასწორებულ მამაკაცშიც მხეცს აღვიძებს. თუ ჭექა–ქუხილის თავიდან აცილება გსურს, ასეთი ფრაზები არ თქვათ, თუნდაც თავად სრულიად უვნებლად მიიჩნევდეთ.
კაცებს ბევრი რამის გაგება (კრიტიკული დღეები, სამსახურის შემდეგ დაღლილობა) და ქალის მდგომარეობაში შესვლა შეუძლიათ. თუმცა ქალის ზოგიერთ ფრაზას წყობილებიდან გამოყავთ. ამ პროვოკაციული სიტყვებიდან შეიძლება ნამდვილი სკანდალი მოხდეს. ხშირად ქალები ამ ფრაზების პროვოკაციის ხარისხზე არც ფიქრობენ, რადგან ყველაფერს თავისი კუთხით ზომავენ. ნამდვილად, ქალი ამას ყურადღებას არც მიაქცევდა. კაცი ხომ რეაგირებს არა მხოლოდ ფრაზაზე, არამედ ნათქვამის ტონზეც. მოკლედ, ნახეთ შავი სია, რომელიც თქვენს მამაკაცს აღიზიანებს.
1. ხომ გითხარი
ყოველთვის მართალი პოზიციის დაკავებას ურთიერთობაში კარგი რამ არასდროს მოუტანია. თუ მამაკაცმა თქვენი რჩევების მიუხედავად რამეს გაკეთება ან მიღწევა ვერ შეძლო, ამაზე არავითარ შემთხვევაში არ მიუთითოთ, არამედ მხარი დაუჭირეთ და ერთხელ მაინც მოთოკეთ თქვენი სიამაყე და მასზე ბატონობის სურვილი, როცა ისედაც ცუდადაა.
2. აი, ჩემი დაქალის მეუღლე
მუდმივად სხვა მამაკაცთან შედარებით მას წაგებისთვის სწირავთ. ვის მოეწონება მუდმივად გაკიცხვა თქვენი მოლოდინების არ გამართლების გამო? დაფიქრდით და ეცადეთ საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭიროთ. ვინმეს გამოყოფით თქვენს მეუღლეს ახალი მიღწევებისკენ სტიმულს არ აძლევთ, არამედ მხოლოდ იმას აღწევთ, რომ პრინციპულად არაფერს გააკეთებს და თქვენს სტიმულებზე რეაქცია არ ექნება. თქვენს ჯინაზე.
3. შენი მეგობრები მომბეზრდნენ
თქვენს თვალში ისინი შეიძლება ყველაზე მოსაწყენი ან ამაზრზენი ადამიანები იყვნენ, მაგრამ თქვენი მეუღლისთვის – ერთგული მეგობრები. ეს არ დაგავიწყდეთ. მათთან ღია ომის გამოცხადებით ვერ მოიგებთ, მაგრამ საყვარელ ადამიანს აწყენინებთ და სხვებს თქვენს წინააღმდეგ აამხედრებთ. უფრო მეტიც, ურთიერთობაში რაც უფრო მეტად შეზღუდავთ, პირად კომუნიკაციას მით უფრო გაექცევა. თქვენ ხომ ჰიპოთეზურად ხდებით მკაცრი დედა, რომელიც ყველაფერს უკრძალავს იმის ნაცვლად, რომ მისი თანამოაზრე იყოთ.
თუ ხედავთ, რომ რომელიმე მეგობარი პირად საზღვრებს არღვევს, თქვენი აზრი დელიკატურდ უნდა გამოხატოთ და ამჟამად თანხმობა და თანადგომა არ მოითხოვოთ. დაე, მეუღლე ამ საკითხზე მშვიდად დაფიქრდეს და გადაწყვეტილება თავად მიიღოს.
4. იმიტომ, რომ
პასუხად კითხვაზე „რატომ?“. ეს ჩვეულებრივი დემონსტრაციული პროვოკაციაა, რომელიც კაცებში აღშფოთებას იწვევს. ქალებს თავად უყვართ უამრავი კითხვის დასმა და ყოველთვის ნორმალურ და დაუყონებლივ პასუხს ელოდებიან. პარტნიორის პატივისცემა ნიშნავს სრულყოფილი პასუხის გაცემას. ასე თქვენს წყვილში ჰარმონია იქნება.
5. მე თვითონ გავაკეთებ
ჩვენ დამოუკიდებელი ქალების ეპოქაში ვცხოვრობთ. ქალები ნამდვილად ბევრს აკეთებენ და ზოგჯერ უფრო უკეთ გამოსდით. ქალს ეზარება ახსნა, ამოცანების მიცემა, ხოლო როცა შედეგი მოლოდინებს არ ამართლებს, ყველაფრის თავად გაკეთება უწევს. აი, კაცებს ყოველთვის სურთ, რომ მფარველი და მომპოვებელი იყვნენ. მაშინაც კი, თუ ოჯახში უკეთესი შემომტანი ხართ, ამის დემონსტრირება არ მოახდინოთ, როგორც მინიმუმ ხშირად, რადგან ასეთი დემონსტრაციული ქცევით მას ამცირებთ. მასზე უპირატესობა – ეს კითხვა თქვენ გეხებათ. თუ ყველაფერს ასე ცუდად ასრულებს, მის გვერდით რას აკეთებთ? მუდმივი დემონსტრირებით მის თვითშეფასებას მხოლოდ შეამცირებთ და თქვენთვის რაიმეს გაკეთების სურვილს დაუკარგავთ.
გახსოვდეთ, რომ ჰარმონიულ ურთიერთობაში ეს 5 ფრაზა პრაქტიკულად არ გამოიყენება, რადგან პარტნიორები ერთმანეთზე ზრუნავენ. ტოქსიკურ ურთიერთობაში დემონსტრაციული უკმეხობის ენა მუდმივია – აქ, სიყვარულს და ურთიერთგაგებას ადგილი არ აქვს.