ჩაი კუდინის სასარგებლო თვისებები: ტემპერატურის შემცირებიდან წონაში დაკლებამდე

0
908
photo credit: ShutterStock

ჩაი კუდინს ჩინეთში 100 უსიამოვნების სამკურნალო წამალს უწოდებენ. გაციების სეზონზე განსაკუთრებით აქტუალურია. დღეს გიამბობთ, თუ რა არის ჩაი კუდინი, როგორ დავაყენოთ და დავლიოთ და რას კურნავს.

სასმელის შესახებ  პირველი ხსენება ჯერ კიდევ 2000 წლის წინანდელ ძველ ჩინურ ჩანაწერებში იპოვეს. ჩინელებს ჩაი უყვართ და თითოეულ სახეობაში ჯანმრთელობისთვის სარგებელს ხედავენ. კუდინი პირდაპირი გაგებით ჩაი არაა, მაგრამ ამით მისი მნიშვნელობა არ მცირდება. დეტალურად განვიხილოთ, რა არის კუდინის ჩაი, მისი სასარგებლო თვისებები და უკუჩვენებები, ასევე დაყენების მთავარი მეთოდები.

რა არის კუდინი

სახელის მიუხედავად ნამდვილი ჩაი არაა. მას არა ჩაის ბუჩქიდან, არამედ ჩინეთის მაღალმთიან რეგიონებში მარადმწვანე მცენარე ბაძგიდან იღებენ. ნედლი მასალა უჩვეულოდ გამოიყურება, რადგან შეგროვებულ ფოთლებს 5 სმ სიგრძის ჩხირებზე ახვევენ და ასე ახმობენ. ამ მეთოდით თვისებებს ინარჩუნებენ. როგორც წესი, ჩაი ამ სახით იყიდება. იშვიათად გვხვდება სპირალის ან ფხვნილის სახით. როგორც ჩვეულებრივ ჩაის, ამ მცენარესაც ბევრი სახეობა აქვს.

დაყენებული კუდინი მწვანე ჩაის ჰგავს და ბევრს ერთმანეთში ერევა, მაგრამ კუდინი მწკლარტე და მწარე გემოთი გამოირჩევა (სახელიც ითარგმნება, როგორც „მწარე ბალახი“). თვისებებიც ძლიერ განსხვავდება.

სასარგებლო თვისებები

ჩინური მწარე ჩაი კუდინი ძალიან მდიდარ თვისებებს ფლობს. ის შეიცავს მთელ 16 ამინომჟავას, ვიტამინებს და სასარგებლო ნივთიერებებს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტები:

  • C, E, K, D, B ჯგუფის ვიტამინები
  • კალციუმი
  • სელენი
  • მაგნიუმი
  • კალიუმი
  • ქრომი
  • ფოსფორი
  • კრემნიუმი
  • ეთერზეთი
  • ტანინები
  • კოფეინი
  • ანტიოქსიდანტები (მათი რაოდენობა 10-ჯერ უფრო მეტია, ვიდრე მწვანე ჩაიში)

1 დახვეული ჩხირის კალორიულობა – 16 კალორია

ჩაის სარგებელი

  1. C ვიტამინის შემცველობის წყალობით იმუნიტეტს ზრდის.
  2. ტემპერატურას ამცირებს, ვირუსებს ებრძვის, ადეზინფექციებს.
  3. ხველის და ზედა სასუნთქი გზების დაავადების მკურნალობას ხელს უწყობს.
  4. ნივთიერებათა ცვლას აღადგენს, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.
  5. გულძმარვას ამცირებს.
  6. სისხლს ათხელებს და თრომბის წარმოქმნის რისკს ამცირებს, სისხლძარღვების კედლებს აძლიერებს.
  7. ნერვული სისტემის მუშაობას ასტიმულირებს, ამხნევებს. კოფეინის შემცველობით ყავის ჩანაცვლება მარტივად შეუძლია, ამიტომ სასმელმა ზედმეტად არ უნდა გაგიტაცოთ.
  8. მეხსიერებას და ყურადღებას აუმჯობესებს. ტვინს მოქმედებას ასტიმულირებს.
  9. შარდმდენი მოქმედება აქვს, რის ხარჯზეც ორგანიზმიდან ტოქსინები გამოაქვს. ასე მოწამვლის, ასევე წონაში დაკლების დროს დაგეხმარებათ. მადას ამცირებს.
  10. ნაბახუსევის სინდრომს აქრობს. ალკოჰოლით და ნარკოტიკებით დამოკიდებულების დროს სამკურნალოდ იყენებენ.
  11. ქალებში მენსტრუაციის დროს განწყობის ცვლილებას ამცირებს, ასევე ტკივილს აქრობს.
  12. კაცებში სქესობრივ ლტოლვაზე დადებით გავლენას ახდენს, პოტენციას ზრდის.

სასმელის სარგებელი ხანდაზმულებისთვის

photo credit: ShutterStock

კუდინი ბევრი ასაკობრივი დაავადების მკურნალობას და პროფილაქტიკას ხელს უწყობს, ამიტომ ხანდაზმულებისთვის რეკომენდებულია. ის არეგულირებს წნევას და გულის მუშაობას, ათეროსკლეროზს აფერხებს, ტონუსს ზრდის (ამცირებს ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს, როგორიცაა ქოშინი, დაღლილობა), ამხნევებს, მეხსიერებას აუმჯობესებს და ტვინის აქტივობას ზრდის, ნივთიერებათა ცვლას აუმჯობესებს. მას თვალის დაავადებების დროსაც იღებენ.

სარგებელი ბავშვებისთვის

მწარი გემოს გამო ამ წამლის დალევა ბევრ ბავშვს არ სურს. გემოს დასარბილებლად უბრალოდ სუსტი ნაყენი მოამზადეთ. კუდინი ბავშვებისთვის განსაკუთრებით სასარგებლოა გაციების დროს იმუნიტეტის მხარდასაჭერად (C ვიტამინის შემცველობის გამო) და სამკურნალოდ. 1 ს/კ ჩაი დილით, უზმოზე საკმარისია.

უკუჩვენებები

მწარე ჩაი კუდინი აკრძალულია შემდეგ შემთხვევებში:

  • შარდკენჭოვანი დაავადებები, ნაღვლის გადინების პრობლემები.
  • ქრონიკული გასტრიტი.
  • არტერიული ჰიპერტონია.
  • ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები.
  • ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი. მასში შედის კოფეინი, რაც ნერვულ სისტემას ძლიერ სტიმულირებს და დედისა და შვილის უსაფრთხო არაა.
  • 12 წლამდე. ბავშვებისთვის სარგებლის მიუხედავად, 12 წლამდე ჩაი კუდინის მიღება არ შეიძლება. 12 წლის შემდეგ ძალიან სუსტი ნაყენი უნდა მოამზადოთ. ამასთან, ბავშვმა მწარე გემოს გამო მის მიღებაზე შეიძლება უარი თქვას.
  • ალერგიული რეაქციები. სერიოზული რეაქციის შემთხვევაში სჯობს ექიმს მიმართოთ.

როგორ შევარჩიოთ

ამ ჩაის რამდენიმე სახეობა არსებობს და თითოეულის გემო შემადგენლობის გამო მცირედით განსხვავდება. რაც უფრო კარგი სახეობისაა, მით უფრო მწარეა. ასევე ნაკლებად მწარეა ახალგაზრდა ფოთლები, რადგან გაუხეშება ჯერ ვერ მოასწრეს. ასეთი სასმელი სიძლიერით და გაჯერებული არომატით გამოირჩევა. სწორედ ამიტომ, მხოლოდ თქვენი გემოვნების მიხედვით შეარჩიეთ.

ფოთლები ბნელ ადგილას, ჰერმენტულ შეფუთვაში სხვა არომატული სანელებლებისა და სხვა სახეობის ჩაისგან შორს  შეინახეთ, რადგან კუდინი მათ სუნებს შეიწოვს და თავისას დაკარგავს.

როგორ დავაყენოთ ჩაი კუდინი სწორად

photo credit: ShutterStock
  1. ჩაის ახალგაზრდა ფოთლებს მაქსიმუმ 70 გრადუსამდე ტემპერატურის წყალი დაასხით და 80 – ზრდასრულ ფოთლებს.
  2. ფოთლები 5-ჯერ დაყენებისთვის გამოგადგებათ.
  3. კუდინი საჭმელს არ მიაყოლოთ.
  4. სჯობს ჭამის შემდეგ დალიოთ.
  5. ჩაი სამკურნალო პრეპარატებს არ მიაყოლოთ.
  6. ძალიან ცხელი ან ცივი არ დალიოთ.
  7. წინა დღის ნაყენი არ დალიოთ – მასში სასარგებლო თვისებები უკვე არაა.
  8. ძალიან ძლიერი ნაყენი არ დალიოთ – ასეთმა ჩაიმ ორგანიზმზე შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს.
  9. ექიმები გირჩევენ, რომ კუდინი სუფთა სახით აუცილებლობის გარეშე არ დალიოთ, არამედ სხვა ჩაიში გააზავოთ (იდეალურია – პუერის ჩაი). თუ სწრაფი სამკურნალო დახმარება გჭირდებათ, მაშინ მხოლოდ კუდინი დააყენეთ.
  10. რძე, ლიმონი, დამატკბობელი არ დაუმატოთ.
  11. დღიური ნორმა – დღეში 2-3 ფინჯანი. არ გადააჭარბოთ, რადგან სასმელი სამკურნალოა და არა უბრალოდ ჩაი, რომელიც შეგიძლიათ დალიოთ იმდენი, რამდენიც გსურთ.

დაყენების 2 მეთოდი

1. გადასხმით

ამ მეთოდით არომატის შენარჩუნებას შეძლებთ და სიმწარეს შეამცირებთ. 3-5 გრ ჩხირს წყალი დაასხით. 1 წუთით მოიცადეთ და გადაასხით. ასე 5-ჯერ გააკეთეთ, თანდათან დრო 2 წუთამდე გაზარდეთ. ყოველი შემდეგი დაყენების შემდეგ გემო სულ უფრო სუსტი გახდება, ამიტომ რაოდენობის შერჩევისას აქცენტი იმაზე გააკეთეთ, რაც თავად მოგწონთ.

2. ნაყენი

ნედლ მასალას წყალი დაასხით, გადაასხით, კვლავ დაასხით და დააყენეთ. დიდხანს დაყენება საჭირო არაა, ფოთლები სწრაფად იშლება და სასმელი ძალიან მწკლარტე გამოვა. სჯობს იმწამსვე ფინჯანში დააყენოთ. ნაყენი 3 საათზე მეტხანს არ გააჩეროთ, შემდეგ უკვე საზიანო ხდება და არა სასარგებლო.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ