ზღაპრულად ლამაზი ქურთუკები 2021 წლის შემოდგომა-ზამთრის სეზონისათვის. მოუხდებათ ელეგანტურ ქალბატონებს

0
633

დიდი ხანია გეგმავ შეცვალო შენი ძველი საშემოდგომო ქურთუკი რაიმე უფრო აქტუალურით, მაგრამ ვერაფრით ვერ ჩამოყალიბდი, როგორი უნდა იყოს ახალი შენაძენი? Girl.ge-ის რედაქციის მიერ შემოთავაზებულ ამ სტატიაში წაიკითხეთ, როგორ გამოიყურება თანამედროვე და კომფორტული ქურთუკები 2021 შემოდგომისთვის!თქვენ გელოდებათ აქტუალური საშემოდგომო სამოსის ნაირსახეობები, ამოირჩიეთ საკუთარი ვარიანტი და გააკეთეთ ნანატრი შენაძენი.მაშ ასე, მოიზომავთ?

საშემოდგომო ზედები – სანამ ჯერ ისევ მზიანი ამინდებია, შეგიძლიათ დაქალებთან თავი მოიწონოთ კლასიკური ტრენდებით. ყველაზე რაციონალური იქნება, თუ არჩევანს ოვერსაიზ მოდელებზე შეაჩერებთ.ასეთი მოსასხამის ქვეშ, თავისუფლად შეგიძლიათ ჩაიცვათ დიდი ზომის სვიტერები და თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოთ, ქარიან ამინდში.

საკუთარ აქტუალობას არ კარგავს არც ტყავის ქურთუკი. თუმცა, სტილისტები გვირჩევენ, რომ ვიწრო მოდელები უფრო თავისუფალი მოდელებით ჩავანაცვლოთ. ნატურალური ტყავის ქურთუკის დაუფიქრებლად შეძენის მაგიერ, გურუები გვირჩევენ, ყურადღება გადავიტანოთ ეკო მასალისაგან დამზადებულ მოდელებზე.

სიცივეების დადგომასთან ერთად, ტყავის ქურთუკები, ტრენჩები და ე.წ. ,,ვეტროვკები” შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მოდური გრძელი თბილი ქურთუკით. რაც შეეხება ფერს, აქტუალური ფერების ლიდერულ პოზიციებს იკავებს შავი, ყავისფერი და ასევე ხაკისფერი.

თუ არ გინდათ, რომ თავიდან ბოლომდე თბილ ქურთუკში გაეხვიოთ, კარგ ალტერნატივას წარმოადგენს ე.წ. ,,დუტი” ქურთუკი. ჩვენდა სასიკეთოდ, თანამედროვე ბაზარი, მსგავსი საქონლის ფართო ასორტიმენტს გვთავაზობს. ასე, რომ თითოეულ ქალბატონს აქვს შანსი, იპოვოს იდეალური სტილის მოდელი, რომელიც ხაზს გაუსვამს მის ინდივიდუალურობას.

და ბოლოს, შეგახსენებთ, რომ იდეალური საშემოდგომო სამოსია გრძელი სწორი პალტო. ეს უფრო უნივერსალური ვარიანტია, რადგან ის შეგიძლიათ ატაროთ ნებისმიერ ტანსაცმელთან ერთად ისე, რომ შეინარჩუნოთ სტილის მთლიანობა.

ამ სეზონზე, ყველაზე აქტუალურია მუქი ლურჯი ფერის მოდელები. ვისაც უძნელდება აღნიშნული ფერის პალტოს კომბინირება, საკუთარი გარდერობის დანარჩენ სამოსთან, მან, უკეთესია ყურადღება გაამახვილოს უცვლელ კლასიკაზე – ბეჟი ფერის სამოსზე.

მათ კი, ვისთვისაც ექსპერიმენტებს მხოლოდ სიხარული მოაქვს, მოდის ექსპერტები ურჩევენ შეიძინონ ორიგინალური პალტო კუბოკრული პრინტით.

ზოგიერთი მოდის მიმდევარი ქალბატონი ამტკიცებს, რომ ასეთი პალტო, მარტივად შეგიძლია შეუხამო, როგორც საღამოს კაბას, ასევე სპორტულ კოსტიუმს. შენ რას ფიქრობ ამასთან დაკავშირებით? მოგვიყევი, როგორი სამოსის ტარებაა უკეთესი პალტოსთან ერთად და რომელი გამოყურება უფრო მომგებიანად ტრენჩთან ან ქურთუკთან? მოგვწერე კომენტარებში!