
ვიღაც დალაგებასა თუ სხვა საყოფაცხოვრებო მომენტს ითავსებს, სხვები ყოველ წელს სულ უფრო ინტროვერტული ხდებიან, მესამენი კი სინდისის შეუწუხებლად მიემგზავრებიან სადმე მარტო, ოჯახის წევრების გაუფრთხილებლად.
მიღებულია იმაზე ფიქრი, რომ მხოლოდ ქალები იცვლებიან მკვეთრად დაქორწინების შემდეგ. თანაც, არა უკეთესობისკენ. ეს იმით აიხსნება, რომ, თითქოს, გოგონას უკვე აღარ სჭირდება შთაბეჭდილების დატოვება და ვინმეს მოხიბლვა. რაც უნდოდა, ის ხომ მიიღო.
თუმცა, ამ თეორიის მომხრეებს იმედი უნდა გავუცრუოთ. მამაკაცები, რომლებიც მარტოხელას სტატუსს დაემშვიდობნენ, ხშირად გვაკვირვებენ თავიანთი ქცევებით – ხშირად ეცვლებათ განწყობა, იკეტებიან, აბსოლუტურად გულგრილი ხდებიან ყოფაცხოვრებაში…
ამ სტატიაში ჩვენ დავხატავთ მიახლოებით სურათს იმისა, თუ რა “სურპრიზებს” უნდა ელოდოთ ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნის წარმომადგენელი ქმრისგან.
1. ვერძი
ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან უყვართ თავისუფლება. ვერძს, შესაძლოა, შესძულდეს თანაცხოვრების რუტინა. ამ ნიშნის მამაკაცებს გული ერევათ სახლის საქმეებზე. ამიტომაც, თქვენ მოგიხდებათ ქმრისთვის მოვალეობების განაწილების სწავლება.
2. კურო
ამ ნიშნის მამაკაცებს, ჩვეულებრივ, არ მოსწონთ სიახლეები და ვერ იტანენს ცვლილებებს. მას ვერ დაარწმუნებთ იმაში, რომ ძველ სარეცხის მანქანას შეკეთება კი არა, გამოცვლა სჭირდება. თუმცა, თუ სტაბილური და მშვიდობიანი ოჯახური ცხოვრებისკენ მიისწრაფვით, კუროსთან მტკიცე კავშირი იდეალური არჩევანი იქნება.
3. ტყუპები
ამ ნიშანთან დაქორწინება სავსე იქნება ყოველმხრივი სურპრიზებით. მზად იყავით იმისთვის, რომ არ გექნებათ გათვლილი ცხოვრება, თუ ტყუპებს აირჩევთ. ეს მამაკაცი შეიძლება მარტო გაემგზავროს სადმე 1 კვირით, მოულოდნელად დაპატიჟოს მეგობრები, შუაღამით მეგობრის წვეულებაზე წავიდეს. სტაბილურობა მეორეხარისხოვანი გახდება.
4. კირჩხიბი
საკმაოდ ხშირად, ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული მამაკაცები ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად ცხოვრებას, რამდენადაც მშობლების მხრიდან მზრუნველობას არიან მიჩვეული. დიდი ალბათობით, ქმრის მოვლა მოგიხდებათ, თითქოს პატარა ბავშვი იყოს.
5. ლომი
თქვენი თანაცხოვრება ამ ნიშნის მამაკაცთან ბედნიერი რომ იყოს, მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენს ოჯახში გადაწყვეტილებებს მამაკაცი მიიღებს. ლომი მამაკაცების უმეტესობა სრულ დაქვემდებარებას მოითხოვს! ახლო ურთიერთობებში, ლომი ეგოისტია ხოლმე, ამიტომ, მისი რჩეული თავიდანვე მზად უნდა იყოს მეორეხარისხოვანი როლისთვის.
6. ქალწული
ამ ნიშნის მამაკაცები მეწვრილმანეები არიან. სანამ მხრებზე უღელს დაიდებდეთ, დაფიქრდით, შეძლებთ თუ არა მისი მკაცრი წესების მიღებას. მასთან გაგიჭირდებათ თქვენი აზრის გამოხატვა, ოჯახურ ურთიერთობებში ქალწული იშვიათად თანხმდება კომპრომისებს.
7. სასწორი
მამაკაც სასწორთან ქორწინება შეიძლება რუტინული ცხოვრებით დაინგრეს. პასუხისმგებლობის აუტანელი ტვირთი მთავარი მიზეზია, რომლის მიხედვითაც ამ ნიშნის მამაკაცი შესაძლოა ოჯახიდან წავიდეს. მან, შესაძლოა, ბოლომდე ვერ გაიაზროს, რას ნიშნავს ქორწინება. როცა მის მხრებზე მოვალეობები გაჩნდება, ეს მამაკაცი სულ სხვა ადამიანად იქცევა.
8. მორიელი
მამაკაცის განწყობის ხშირი ცვლილებები, შესაძლოა, მისი ცოლისთვის ნამდვილ განსაცდელად იქცეს. მოემზადეთ იმისთვის, რომ რთული მომენტები მას მუდმივად გააღიზიანებს. შეიძლება, სუნთქვაც კი აგიკრძალონ, თუ რაღაც სხვანაირად მიდის.
9. მშვილდოსანი
ამ ნიშნის ზედმეტად აქტიური მამაკაცის დევნა ძალიან რთულია. ამიტომ, ნაკლებად სარწმუნოა, რომ იგი მუდმივად ცოლთან იქნება. მშვილდოსანს თავისუფლება და პირადი სივრცე სჭირდება, სიცოცხლის ბოლომდე. შედეგად, ცოლ-ქმარს განქორწინება შეიძლება ელოდეს.
10. თხის რქა
თხის რქის ცოლს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რომ ამ ნიშნის იდუმალი მამაკაცები საკუთარ თავში ხშირად იკეტებიან. ისინი იშვიათად ჰყვებიან თავიანთი პრობლემების შესახებ, წლებთან ერთად, სულ უფრო უგრძნობი ხდებიან. მისი აზრების სიმძიმე თავად ქორწინებასაც დაამძიმებს.
11. მერწყული
ქორწინების შემდეგ, ქმარი მერწყული უეცრად დაიწყებს იმ თვისებების გამოვლენას, რომლებსაც მანამდე ოსტატურად მალავდნენ. მაგალითად, ქორწინებაში იგი დიდი მესაკუთრეა, მისი ეჭვიანი აზრები კი აბსურდამდე შეიძლება მივიდეს. მამრობითი სქესის მეგობრების შესახებ, მერწყულის ცოლმა სამუდამოდ უნდა დაივიწყოს.
12. თევზები
თევზებთან ქორწინება არაპროგნოზირებადია. ამ ნიშნის მამაკაცთან ერთად, ან დინების მიმართულებით უნდა იცუროთ, ან სრულად აკონტროლოთ ურთიერთობები. უმჯობესია, წინასწარ მოემზადოთ იმისთვის, რომ მუდმივად ქმარზე მორგება მოგიხდებათ, ქორწინების შესანარჩუნებლად.