4 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მალე დასრულდება

0
953

როგორც არ უნდა ცდილობდეთ საკუთარი პარტნიორის შენარჩუნებას, არსებობს ნიშნები, რომლებიც ზუსტად გეტყვიან, რომ თქვენი ურთიერთობა დასრულების პირასაა. იქნებ, უკეთესი იყოს, თუ თავად დაასრულებთ მას?

ხანგრძლივ ურთიერთობებში მრავალი ინერციაა – ხანდახან, გაცილებით მარტივია ნაცნობ პირობებში დარჩენა, ვიდრე სულიერი ტრავმებით გარისკვა და უცნობ სიტუაციაში მოხვედრა. თუმცა, ძალიან ხშირად, როცა ბოლოს და ბოლოს დგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს და დისფუნქციურ ურთიერთობას წყვეტთ, შვება, თავისუფლება და მომავალი კავშირების პოტენციალი თქვენთვის ბედნიერ მომავალს აშენებს. დღეს ჩვენ გაგაცნობთ ნიშნებს, რომლებიც იმაზე მიუთითებს, რომ ურთიერთობები, სადაცაა, დასრულდება.

1. პარტნიორი უგულებელგყოფთ

ყველა წყვილი გადის რთულ პერიოდებს, განსაკუთრებით, ხანგრძლივ პერსპექტივაში. ყოველთვის არსებობს გარეგანი ზეწოლა: სამსახური, ბავშვები, დისტანცია, ოჯახი, მეგობრები – დროთა განმავლობაში, თქვენ შორის ჩნდება დაძაბულობა, განსაკუთრებით, როცა ერთად გაატარეთ წლები, ცხოვრობთ ერთად და იბრძვით თვითრეალიზაციისთვის, როგორც წყვილის ნაწილი. თუმცა, საუბრით, ურთიერთობითა და ორივე მხრიდან გარკვეული რაოდენობის ძალისხმევით, შეძლებთ პრიორიტეტების განლაგებასა და კომპრომისის მიღწევას იმასთან დაკავშირებით, თუ რა იწვევს პრობლემას, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ერთად ყოფნას.

პრობლემა მაშინ ჩნდება, როცა ერთი ადამიანი უარს ამბობს მეორის გრძნობების საფუძვლიანობის აღიარებაზე ან ურთიერთობაში პრიორიტეტების დალაგებაზე. ხანდახან, ურთიერთობა ინგრევა, თუმცა ის, თუ რამდენად უმკლავდება ორივე პარტნიორი ამას, ნამდვილ განსაცდელად იქცევა. თუ თქვენი პარტნიორი თქვენს პრობლემებზე ან მოთხოვნილებებზე მუდმივად შემდეგნაირად რეაგირებს: ა) უგულებელყოფს მათ, ბ) ამბობს, რომ ცდებით, გ) იტყუება ან დ) უარს ამბობს თავისი ქცევის შეცვლაზე, დაშორების დროა.

2. ერთმანეთს ადანაშაულებთ

ეს რთულია, რამდენადაც, ხანდახან, ერთი პარტნიორი უფრო გულისხმიერი და კეთილგონიერია, ვიდრე მეორე, ამიტომაც, დადანაშაულება გამართლებულია ხოლმე. თუმცა, თუ უნდობლობისა და უსარგებლობის ტოქსიკურ გარემოში ცხოვრობთ, ვერც ერთი თქვენგანი ვერ იგრძნობს თავს სანდოდ, ვერ იკმაყოფილებს მოთხოვნილებებს ან ვერ მიიღებს საპასუხო ზრუნვას და, მიუხედავად ხშირი, დაუსრულებელი კონფლიქტებისა, ვერ გააუმჯობესებს სიტუაციას. შეგიძლიათ, გადადგათ კიდევ ერთი, უკანასკნელი ნაბიჯი და სცადოთ მოლაპარაკება, რაღაცის გადარჩენა, ხოლო, თუ ეს არ მოხერხდება, მოეშვით.

3. თქვენ შორის კავშირი გაწყდა

კარგი, ზოგიერთი წყვილი თავიდანვე არ იყვნენ ფიზიკურად ერთმანეთზე დიდად დამოკიდებული, ამიტომ, თუ ეს თქვენც გეხებათ, ნუ მოერიდებით შეხების დონისა და მიჯაჭვულობის ტიპის ცვლილებებს. უმეტეს შემთხვევაში, ურთიერთობები ეყრდნობა იმ რწმენას, რომ ერთმანეთი გიყვართ და დაკავშირებული ხართ. ეს შეიძლება იყოს ვერბალური მიჯაჭვულობა, იდუმალი სასიყვარულო მიმოწერები, ფიზიკური მიჯაჭვულობა ან ყველა ზემოჩამოთვლილის კომბინაცია.

თუ კავშირი გაწყდება, თქვენ კი ისევ ერთად ცხოვრობთ, თუმცა, ერთმანეთს არ ეხებით, არ საუბრობთ სიყვარულზე ან არ ცდილობთ პარტნიორის გაბედნიერებას, მაშინ ურთიერთობა ცარიელი გარსი იქნება. იქნებ, აღარ გაქვთ გრძნობები ან იმპულსები, ან მეორე ადამიანი თავს იმდენად შორს გრძნობს თქვენგან, რომ ვერ სწვდებით. ნებისმიერ შემთხვევაში, აუცილებლად აუხსენით მას, რომ ურთიერთობა დასასრულის პირასაა.

4. მუდმივად ფიქრობთ დაშორებაზე

ჩვენ ყველას გვიყვარს თავის მოტყუება. ასე უფრო მარტივია ცხოვრება. ზოგ შემთხვევაში კი, რეალობის შელამაზებით, თავს გაცილებით უფრო კომფორტულად ვგრძნობთ. თუმცა, არსებობს შემთხვევები, რომელთა უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელია – ესაა მუდმივი, მტკიცე აზრები რაღაცის შესახებ. თუ მუდმივად ცდილობთ თავის დარწმუნებას, რომ უნდა დარჩეთ, თუმცა, მთელი ძალით ცდილობთ მიზეზების მოფიქრებას წასასვლელად, როგორც ჩანს, თქვენმა ქვეცნობიერმა უკვე იცის, რომ ყველაფერი დასრულებულია. თუ მუდმივად ფიქრობთ დაშორებაზე, ესე იგი, დაშორების დრო მოვიდა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ