შემოდგომა–ზამთარის 2020/21 სეზონის 6 ტრენდული ნივთი, რომლებიც ყველას სჭირდება

0
644

ნაკლებად სავარაუდოა, რომ წელს თბილ ქვეყნებში მოგზაურობა შეძლოთ, მაგრამ მოდური გარდერობის განახლება სავსებით შესაძლებელია. ნახეთ, რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პირველ რიგში.

ბლუზა მოცულობითი მკლავებით

ფოტო: pinterest

ამ სეზონზე მკლავების მიმართ მხოლოდ ერთი წესი არსებობს: ის რაც შეიძლება მოცულობითი უნდა იყოს. მაშინაც კი, თუ თქვენი ოფისი დისტანციურ მუშაობაზე გადაიყვანეს, ბლუზა მოცულობითი მკლავებით ზუმ–შეხვედრების დროს გამოგადგებათ. იზრუნეთ, რომ ასეთი ბლუზა გარდერობს შემატოთ.

რაღაც ოქროსფერი

ფოტო: pinterest

საახალწლო დღესასწაულების მოახლოება ფერებზე თავის კვალს ტოვებს და ჩვენ მეგობრულად ოქროსფერში ვეხვევით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მეტალის სხვადასხვა ვარიანტებში. თუ თამამი ხართ და ყურადღების ცენტრში ყოფნა გიყვართ, ოქროსფერი ზედა ტანსაცმლის ვარიანტებს გადახედეთ. თუ უფრო მოკრძალებული რამ გსურთ, არჩევანი ოქროსფერი ჩანართების მქონე ნივთებზე შეაჩერეთ.

კარდიგანი

ფოტო: pinterest

კარდიგანი „ბებიის“ ტრენდი აღარაა. მის გარეშე ნამდვილი მოდის მიმდევრის გარდერობის წარმოდგენა შეუძლებელია. უამრავი ვარიანტი არსებობს და თქვენი გემოვნების კარდიგანს ნამდვილად იპოვით: გრძელი კარდიგანი გრძელ კაბასთან უნდა მოიცვათ, მოცულობითი – ფართო ჯინსებთან, მოკლე – კლასიკურ შარვალთან და მსხვილ სამკაულებთან.

უჯრედული შარვალი

ფოტო: pinterest

კლასიკური ან არც თუ ისე, უჯრედები ყოველთვის გონივრული და ყოველთვის კარგია (ასე თავს ნამდვილ ინგლისელ ლორდად იგრძნობთ). პოდიუმზე უჯრედულ ქსოვილში ბევრი სხვადასხვა ნივთი გვაჩვენეს, მაგრამ არჩევანს სწორედ შარვალზე ვაკეთებთ, რომელშიც შეცდომის დაშვება რთულია. ამ ისტორიას კი კოსტიუმის დახმარებით სრულყოფთ.

ტყავის ლაბადა

ფოტო: pinterest

„მატრიცას“ და მისი გმირის კიანუ რივზის გახსენებით ბრენდებმა შემოდგომა–ზამთრის 2020/21 სეზონზე შავი ტყავის ლაბადა შემოიტანეს. ზამთარში ასეთ ლაბადაში გათბობა გაგიჭირდებათ (თუმცა რამდენიმე ფენა ტანსაცმელს ჩაიცვამთ, შეიძლება), თუმცა შემოდგომაზე ამ მოდური ნივთის ტარებას მოასწრებთ.

წითელი სვიტერი

ფოტო: pinterest

სეზონის მთავარი ფერი – უდავოდ წითელი. იდეალურ შემთხვევაში ისეთი, როგორც ვალენტინო გარავანის აქვს, მაგრამ პრინციპში შეიძლება ნებისმიერი შეფერილობა იყოს. სჯობს ასეთი სვიტერი სხვა წითელ ნივთს შეუხამოთ, მაგრამ თუ ასეთი სტილი ზედმეტად მყვირალა გეჩვენებათ, ნებისმიერი შემთხვევისთვის შესაფერისი ჯინსით დააბალანსეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ