მე – ცეცხლი, შენ – წყალი: რა გავლენას ახდენს ზოდიაქალური სტიქია ჩვენს ცხოვრებაზე

0
1526
photo credit: pixabay

იცით რომელი სტიქია მართავს თქვენს ზოდიაქოს ნიშანს? ზოგჯერ ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება შეიძლება გახდეს. სტიქიის ცოდნით ხასიათის ზოგიერთი თვისების გამოვლენას ყოველგვარი ფსიქოლოგიური ტესტების გარეშე შეძლებთ.

რომელ სამკუთხედშია თქვენი ნიშანი

თითოეულ ზოდიაქოს ნიშანს გარკვეული სტიქია მართავს.

სულ 4 სტიქიაა: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი.

  • ცეცხლის სტიქიის ნიშნები: ვერძი, ლომი, მშვილდოსანი
  • მიწის სტიქიის ნიშნები: კურო, ქალწული და თხის რქა
  • ჰაერის სტიქიის ნიშნები: ტყუპები, სასწორი და მერწყული
  • წყლის სტიქიის ნიშნები: კირჩხიბი, მორიელი და თევზები

როგორც ხედავთ, ასტროლოგიაში თითოეულ სტიქიას 3 ზოდიაქოს ნიშანი შეესაბამება. ზოდიაქოს ნიშნები 4 სამკუთხედში ნაწილდება: ცეცხლი, მიწა, ჰაერი და წყალი. თითოეულს საკუთარი განსაკუთრებულობა აქვს. ქვემოთ მოცემული ჰიპოკრატეს კლასიფიკაციის გამოყენებით თქვენი ხასიათი გაანალიზეთ. შესაძლოა თქვენი რომელიმე ქცევა და მისი გამომწვევი მიზეზები უკეთ გაიგოთ. ასე სოციუმში სწორი გზის პოვნას მარტივად შეძლებთ.

ცეცხლის ნიშნები: შემოქმედებითი სამკუთხედი

როგორც წესი, ქოლერიკები არიან. ასეთი ხალხი აქტიურია, რაიმე იდეა სწრაფად იპყრობს და ასევე სწრაფად ახორციელებს. მეგობრების შეძენა და მათი გაძღოლა შეუძლია. შეუმჩნეველი არასდროს რჩება. დიდი შემოქმედებითი პოტენციალი, ორგანიზაციული და სამეწარმოო უნარები აქვთ. სხვებს მათი თავდაუზოგაობა და იდეალიზმი იზიდავთ.

რატომ არ არიან ასეთი შესანიშნავი თვისებები მქონე ადამიანები სოციალურად წარმატებული? იმიტომ, რომ ამ მშვენიერი მედლის მეორე მხარეა სიჯიუტე, შეუპოვრობა, გზნებარება და აგრესია. მათ მორჩილება უჭირთ, თუ ბრძენი ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ არ აღმოჩნდებიან, რომელიც მათ გულწრფელად პატივს სცემს. გარდა ამისა, ძალიან სწრაფად ინთება და ასევე სწრაფად მშვიდდება. რაღაც სხვა რამეზე სწრაფად ერთვება და ბევრ საქმეს დაუსრულებელს ტოვებს.

მიწის ნიშნები: მატერიის სამკუთხედი

მათ ფლეგმატური ხასიათი აქვთ. მშვიდი და თავშეკავებული, მომთმენი და პროგნოზირებადია. მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ფეხზე მყარად დგომა, სტაბილურობა სჭირდებათ. სწორედ ამიტომ, ცვლილებებს ცუდად აღიქვამენ და არსებობის ახალ პირობებსაც ცუდად ეგუებიან.

ასეთ ადამიანებს ყოველთვის ურჩევნიათ ხელში წივწივა და არა წერო ცაში. სიჯიუტე, მიზანდასახულობა, შეუპოვრობა, სიმტკიცე, ამტანობა – ყველა ეს თვისება მიწის სტიქიის წარმომადგენლებს სოციალური წარმატების მიღწევასა და ღირსეული ადგილის მოპოვებაში ეხმარებათ. უარმყოფი თვისებები შეიძლება იყოს მატერიალური ნივთებით ზედმეტად გატაცება, კომერციალიზმი და წინდახედულობა.

ჰაერის ნიშნები: ინტელექტის სამკუთხედი

ისინი სანგვინიკები არიან მსუბუქი ხასიათით, გაწონასწორებულები, ოპტიმისტები და მხიარულები. ისინი გუბეში არა ჭუჭყს, არამედ არეკლილ ვარსკვლავებს ხედავენ. განწყობით ცხოვრობენ. ხშირად კარგ ხასიათზე არიან, მაგრამ ყველაფერზე ემოციურად რეაგირებენ.

წარუმატებლობის გადატანა უჭირთ, მაგრამ მდგომარეობიდან სწრაფად გამოდიან. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოსდა ყოველთვის კარგად არიან. სინამდვილეში – ყველაფერი ისეა, როგორც სხვებთან, უბრალოდ ნეგატივზე კონცენტრირებას არ აკეთებენ. ურთიერთობაში ძალიან სასიამოვნო არიან. კავშირებს მარტივად ამყარებენ, ინფორმაციას მარტივად იღებენ და გადასცემენ. მათში არასავალდებულობა გამაღიზიანებელია.

წყლის ნიშნები: გრძნობების და შეგრძნებების სამკუთხედი

მელანქოლიური, მგრძნობიარე ხალხი, ხშირად, როგორც ამბობენ, კანის გარეშე. მათ შეუძლიათ ძალიან ემოციურად რეაგირება როგორც პრობლემებზე, ასევე კარგ მოვლენებზე. ერთიც და მეორეც იწვევს, მაგალითად, უძილობას. შთაბეჭდილებებმა შეიძლება განწყობაზე გავლენა იქონიოს. მელანქოლოიური ტემპერამენტის ხალხი ნაზად გრძნობენ, მაგრამ ანალიტიკური აზროვნება, სამსახურის მიმართ შემოქმედებითი მიდგომა აქვთ. საქმე ბოლომდე მიჰყავთ. ეს განწყობის ცვლილებების და წყობილებიდან გამომყვანი ემოციების მიუხედავად. ამ სამკუთხედის წარმომადგენლების უარყოფითი თვისებებია: ზედმეტი ოცნება და ფანტაზია, რომელიც შეიძლება ტყუილსა და რეალობიდან გაქცევაში გადაიზარდოს, მათ შორის დამათრობელი ნივთიერებების დახმარებით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ