შემოდგომა იმუნიტეტის გაძლიერების დროა: დაიწყეთ ჯანმრთელობასა და სილამაზეზე ზრუნვა ახლა

0
792

არ არსებობს ჯადოსნური ვაქცინა, რომელიც ერთ დღეში გააძლიერებს იმუნიტეტს, მოგვაშორებს დაღლილობას, გადაჭრის ფერმკრთალი კანის პრობლემას, აგვავსებს ენერგიითა და პოზიტივით. ასეთი პროცესები მომენტალურად არ ხდება, სამაგიეროდ, შეგიძლიათ დაიწყოთ ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით, რომლებიც ორგანიზმს საუკეთესო ფორმაში მოიყვანს, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და იზრუნებს თქვენს გარეგნობაზე. დაიწყეთ იმუნიტეტის გაძლიერება დღეს, რათა გვიანმა შემოდგომამ და ზამთარმა საბნის ქვეშ, ცხვირსახოცებითა და თერმომეტრით კი არა, ენერგიულად, პოზიტიურად, აქტიურად ჩაიაროს.

1. ყურადღება მიაქციეთ სტრესის დონეს

ჩვენ სტრესთან მუდმივად გვაქვს შეხება, რაც ნორმალურია: ხანმოკლე სტრესი ძალების მოკრებისა და სხვადასხვა სიტუაციასთან გამკლავების საშუალებას გვაძლევს. სხვა საქმეა ხანგრძლივი (ქრონიკული) სტრესი, რომელიც თანდათან ასუსტებს ორგანიზმს, ართმევს მას ვირუსებითან ადეკვატურად გამკლავების უნარს. ასეთ სტრესს უნდა მოერიდოთ. ამისთვის, გამოიყენეთ რელაქსაციის ტექნიკა, იოგა, მედიტაცია, ფსიქოთერაპია, მიიღეთ B ჯგუფის ვიტამინები, ფოლიუმის მჟავა, სელენი, მაგნიუმი – ისინი ორგანიზმს ეხმარება მაღალ ემოციურ დატვირთვასთან გამკლავებაში.

2. დაიცავით ძილის რეჟიმი

ორგანიზმმა აქტიური დღის შემდეგ სრულყოფილად აღდგენა რომ შეძლოს, აუცილებელია არანაკლებ 7-8-საათიანი ძილი. ნუ დაიძინებთ 23:00-ზე გვიან, რათა ბუნებრივი ბიოლოგიური რითმი არ დაარღვიოთ. დღის ასეთი რეჟიმი ბუებმაც კი უნდა დაიცვან, რამდენადაც ძილის ჰორმონ მელატონინის მაქსიმალური რაოდენობა სწორედ საღამოს 10 საათიდან ღამის 2 საათამდე მონაკვეთში გამოიყოფა. თუ ამ დროს გძინავთ, მელატონინი ბუნებრივი იმუნომოდულატორისა და ანტიოქსიდანტის როლს შეასრულებს: იგი ანელებს დაბერების პროცესს, აძლიერებს ორგანიზმის დამცავ ძალებს, აღადგენს დაზიანებულ უჯრედებს. დაძინებამდე 1-2 საათით ადრე, სასურველია შეწყვიტოთ ცისფერი ეკრანის მქონე მოწყობილობების (კომპიუტერი, მობილური) გამოყენება და ჩართოთ მკრთალი განათება – ეს ხელს უწყობს მელატონინის სეკრეციას და გვეხმარება სწრაფად ჩაძინებაში. მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ ძილი გარკვეული ვიტამინებისა და მინერალების დეფიციტის გამოც ირღვევა. უძილობის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგეხმარებათ მაგნიუმი, რკინა, D ვიტამინი.

3. იმოძრავეთ მეტი

მათთვის, ვინც ოფისში მუშაობს, დღეში არანაკლებ 30-წუთიანი ფიზიკური აქტივობაა საჭირო – ეს ის მინიმუმია, რომელიც ორგანიზმს ტონუსში ყოფნის საშუალებას აძლევს. ამასთან, მნიშვნელოვანია არამხოლოდ ვარჯიში, არამედ მოძრაობაც დღის განმავლობაში. გამოიყენეთ აქტივობის ტრეკერები, რომლებიც შეგახსენებთ, როდის უნდა ადგეთ და მოითელოთ, დაგეხმარებათ ფიზიკური დატვირთვების ოპტიმალური დონის გამოთვლაში სიმაღლის, წონის, ასაკისა და ცხოვრების წესის მიხედვით.

4. დაიცავით ჰორმონალური ბალანსი

ჰორმონალური ბალანსი ქალური ჯანმრთელობის საფუძველია: როცა ჰორმონები ნორმაშია, ყველა სისტემა თანმიმდევრულად და მკაფიოდ მუშაობს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა იმ პერიოდში, როცა ჰორმონალური ფონი ბუნებრივი მიზეზების გამო იცვლება: ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღება, მშობიარობის შემდგომი აღდგენის პერიოდი, პრემენოპაუზა. ცოტამ თუ იცის, რომ ჰორმონალური ფონის დაბალანსება შეიძლება რბილად, უსაფრთხო და სასარგებლო მცენარეული ფიტოესტროგენებით – ესაა განსაკუთრებული მცენარეული ნივთიერებები, რომლებიც მოქმედებით ქალურ ჰორმონ ესტროგენს ჰგავს. მაგალითად, ფიტოესტროგენები, რომლებიც ჩინური კარტოფილისა და დონ კვაის ექსტრაქტებისგან მიიღეს, ორგანიზმზე გამაძლიერებელ გამაახალგაზრდავებელ გავლენას ახდენს, რაც ახშობს პმს-ის სიმპტომებს, აუმჯობესებს განწყობას, ძილის ხარისხს, ინფორმაციის დამახსოვრების უნარს.

5. იკვებეთ სწორად

სწორი კვება სრულყოფილი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მან, ვისაც ძლიერი იმუნიტეტი სურს, ერთხელ და სამუდამოდ უნდა თქვას უარი მკაცრ დიეტებზე. რაც უფრო მეტია მენიუში მრავალფეროვანი პროდუქტი, მით მეტ მკვებავ ნივთიერებას ვიღებთ. სხვა საქმეა, როცა საკვებიდან საკმარისი რაოდენობით კონკრეტული ვიტამინებისა და მინერალების მიღება ფიზიკურად შეუძლებელია. ვიტამინებისა და მინერალური კომპლექსების მიღება საყოველთაო ტრენდად იქცა კარგი ფიზიკური ფორმის, ჯანმრთელობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად. ამაში გასაკვირი არაფერია, რამდენადაც ლამის ექსტრემალურ პირობებში (არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური მგომარეობის თანახმად) ყოფნისას, აუცილებელია მუდმივ ტონუსში ყოფნა, მტკიცე იმუნიტეტის ქონა და ორგანიზმში სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი მარაგი, ვირუსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა რომ შეძლოს.

6. იმუნიტეტის გასაძლიერებელი ვიტამინები

ქალის ორგანიზმს თავისი თავისებურებები და მოთხოვნილებები აქვს, ამიტომ, ვიტამინ-მინერალური კომპლექსის შემადგენლობასა და დოზას დიდი მნიშვნელობა აქვს – ჩვეულებრივი ვიამინები მთელი ოჯახისთვის საჭირო ეფექტს ვერ მოგცემთ. მითუმეტეს, ახლა სულ უფრო გაუმჯობესებული კომპლექსები არსებობს, რომლებიც სპეციალურად ქალბატონებისთვისაა შედგენილი და გამდიდრებულია მცენარეული კომპონენტებით, რომელთა მოქმედებაც არამხოლოდ აძლიერებს იმუნიტეტს, არამედ დაგეხმარებათ ჰორმონალური ბალანსის შენარჩუნებაში, რაც ქალის ორგანიზმში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

ვიტამინების, მინერალებისა და მცენარეული ექსტრაქტების ტრიო საუკეთესოდ მოქმედებს და არამხოლოდ ძალებისა და ენერგიის მოზღვავებას იწვევს, არამედ თქვენს გარეგნობაზეც აისახება. ამ მტკიცების შემოწმებას პრაქტიკაში გირჩევთ.

მაგალითად, პრეპარატი Lady’s formula “მეტი, ვიდრე პოლივიტამინები” შეიცავს 17 მნიშვნელოვან კომპონენტსა და 13 მინერალს, რომლებიც ქალის ორგანიზმს სჭირდება, მათგან 11 იმუნოპროტექტორია, მათ შორის კი სამი ყველაზე მძლავრი გახლავთ ვიტამინი D3, მაგნიუმი და თუთია (ბოლო სამეცნიერო კვლევის თანახმად, თუთია ორგანიზმისთვის უფრო სასარგებლოა, ვიდრე საყოველთაოდ აღიარებული C). ბიოკომპლექსი აქტიურად ებრძვის სტრესს: იგი შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს, ფოლიუმის მჟავასა და სელენს. დონ კვაიასა და ჩინური კარტოფილის ფესვების ექსტრაქტი ხელს უწყობს ჰორმონალური ბალანსის დაცვას. იისფერი ექინაცეა კიდევ ერთი მძლავრი იმუნოპროტექტორია, რომელიც ბიოკომპლექსის შემადგენლობაში შედის და იგი ააქტიურებს ინტერფერონის გამომუშავებას, ამასთან, ესაა მძლავრი მებრძოლი გადაღლის წინააღმდეგ.

გინკგო ბილობა დაგეხმარებათ მომატებული გონებრივი დატვირთვის დროს. ბაყაყურა ხელს შეუშლის ინტოქსიკაციას, გაამარტივებს შლაკებისა და ტოქსინების გამოყოფას, აჩქარებს ნივთიერებათა მიმოცვლას. პრაქტიკულად ყველა ექსტრაქტი, რომლებიც ბიოკომპლექსის შემადგენლობაში შედის, შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც გვიცავს თავისუფალი რადიკალებისგან, გვეხმარება ახალგაზრდობის, სილამაზისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ