როგორ დავმალოთ ასაკი მაკიაჟით: 5 უპატიებელი შეცდომა

0
466

არსებობს ისეთი მაკიაჟი, რომელის 10 წელს დამალავს? ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, კი! კოსმეტიკის გამოყენებით, ადამიანი შეიძლება იმდენად შეიცვალოს, რომ არა ათი, არამედ 20 წელიც დამალოს, თითქოს არც არასდროს ყოფილა. უბრალოდ, ყველაფერი სწორად უნდა გააკეთოთ!

მაკიაჟი anti-age ეფექტით, იგივე, ლიფტინგ-მაკიაჟი დამოუკიდებლადაც მარტივი გასაკეთებელია. იგი არ მოითხოვს სერიოზულ ხარჯებს კოსმეტიკისთვის – საჭიროა მხოლოდ ძირითად საშუალებათა ნაკრები. საკმარისია მხოლოდ რამდენიმე საიდუმლო ხრიკის ცოდნა: ისინი ყურადღებას გადაიტანს ნაოჭებიდან, სახის ნაკლოვანებებისა და მცირე ჩამოწელილობისგან. მაკიაჟი, რა თქმა უნდა, დროის ყველა კვალს ვერ გააქრობს, თუმცა, მას შეუძლია განწყობაზე, თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე დადებითად მოქმედება. ჩვენი რედაქცია, ექსპერტებთან ერთად, გაგაცნობთ ანტიასაკობრივი მაკიაჟის დროს ხშირად დაშვებულ შეცდომებსა და მათი გამოსწორების გზებს.

1. წარბების მოხატვა წვრილ ძაფებად

ასეთი წარბები მხოლოდ გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან შემორჩენილი ტრენდია, დღეს კი ოცდამეერთე საუკუნის 20-იანი წლებია და იგი მოდიდან დიდი ხნის წინ გადავიდა.

სწორი გადაწყვეტილებაა წარბის ბოლოს წამოწევა, მისი ძირითადი ნაწილი კი თხელი კი არა, ნატურალური ფორმისა უნდა იყოს. ამის წყალობით, თვალები გაფართოვდება, მზერა – გაახალგაზრდავდება. ვიზაჟისტები გვირჩევენ მათ შეღებვას თმოვანი ტექნიკით, ნუ შეიღებავთ ერთი მთლიანი ფორმით.

ფოტო: depositphotos

2. თვალების შეღებვა პერლამუტრის ან მბზინავი ჩრდილებით

დაუტოვეთ ეს ტრენდი პატარა გოგონებს. ნუ მისცემთ ჩრდილებს მრგვალ ფორმასაც: ეს ნაოჭებს გაუსვამს ხაზს.

სწორი არჩევანი იქნება მატე ან სატინის ტექსტურები, ბუნებრივი ელფერებით. თუნდაც, ეს ნაზი, თავდაჭერილი ფერები იყოს: ხორცისფერი, ღია ყავისფერი, რუხი, თეთრი, ნაზი ვარდისფერი. გარდა ამისა, ასეთი ტექსტურები გაცილებით მარტივად ნაწილდება, ხოლო, თუ გარე კუთხეს მუქ ფერს დაუმატებთ, მარტივად მიიღებთ “კატისებრ” მზერას.

3. ქვედა ქუთუთოს ნათელ ფერებში შეღებვა

ნუ გამოიყენებთ ამ ზონაზე ჩრდილებსა და ფანქრებს, არც ქვედა წამწამები შეიღებოთ სქლად – ეს ამძიმებს მზერას.

სწორი იქნება აქცენტის გაკეთება ზედა მოძრავ ქუთუთოზე, ჩრდილებით. უნდა დავუმატოთ ისიც, რომ ქუთუთო დასაწყისიდან გარე კუთხემდე უნდა შეიღებოთ: ეს მზერას უფრო გახსნის. ხოლო, თუ თვალის შიდა კუთხეს ჰაილაითერს დაუმატებთ, მზერა უფრო გახსნილი და ახალგაზრდული იქნება.

4. მატე ტონალური საშუალებები მკვრივი ტექსტურით

ასეთი ტონალური განსაკუთრებით ულამაზოა თვალების გარშემო, რამდენადაც გამოკვეთს თვალის გარე კუთხის ნაოჭებს და სახეზე ნიღბის ეფექტს ქმნის.

უპირატესობა მიანიჭეთ საშუალო სისქის კრემებს. უმჯობესია, აირჩიოთ საშუალება ატლასის ფინიშით. იგი არამხოლოდ ათანაბრებს სახის ფერს, არამედ ელვარებასაც მატებს მას. საუკეთესო არჩევანია BB-კრემი, რომელიც დაფარავს წვრილ ნაკლოვანებებსა და კანის გაფართოებულ ნასვრეტებს.

ფოტო: depositphotos

5. მხოლოდ მბზინავი ტექსტურის პომადები

დაივიწყეთ სარკისებრი ელვარებისა და პომადების არაორდინალური ფერების (შავი, ლურჯი და სხვ.) შესახებ.

უპირატესობა მიანიჭეთ სატინისებრ ან მატე ტექსტურებს, წინასწარ გამოკვეთეთ ტუჩის ნაკვთები მკაფიო კონტურით. იმის გამო, რომ ასაკთან ერთად ტუჩის კიდეები დაბლა იწევა, მათ შეღებვას არ გირჩევთ: ეს სათნო ღიმილის ეფექტს ქმნის. წასმამდე რეკომენდებულია ტუჩების დატენიანება.

როგორ მოვამზადოთ კანი ასაკობრივი მაკიაჟისთვის

ჩვენს დროში, მაკიაჟისადმი მოთხოვნილებები მნიშვნელოვნად შეიცვალა. თანამედროვე ქალს დეკორატიული კოსმეტიკისგან არამხოლოდ “კონკიას ეფექტის” მიღება სურს, ნაკლების დაფარვითა და ღირსებებზე ხაზგასმით, არამედ თავად კანის ხარისხის გაუმჯობესებასაც ელის. მყარი, ლამაზი მაკიაჟის წინაპირობა კანის საგულდაგულოდ მომზადებაა. მეტიც, შეუდარებელი მაკიაჟი კანის ხარისხიანი, სისტემური მოვლით იწყება, გარემო პირობების სეზონური გავლენის სპეციფიკის გათვალისწინებით.

ფოტო: depositphotos

გათბობის სეზონის დაწყებასთან ერთად, კანზე ნეგატიურად ისახება ჰაერის მაღალი ტემპერატურისა და სიმშრალის ზემოქმედება. ამასთან, რა თქმა უნდა,  კანზე მოქმედებს ეკოლოგიასთან დაკავშირებული ფაქტორებიც. საბოლოოდ, კანი კარგავს სითხეს, შრება, რეაგირებს ტემპერატურულ ცვლილებებზე. შედეგად, “საპასუხო სვლის” სახით, ორგანიზმი აძლიერებს ქონის და საოფლე ჯირკვლების მუშაობას. ამიტომ, ამ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პროფესიონალური საშუალებების შერჩევა.

კანის დაცვას იდეალურად გაუმკლავდება დასტაბილურებული Cვიტამინის მაღალკონცენტრირებული შრატები. მათზე დამზადებული პროდუქტი ანაყრებს კანს ჟანგბადით, არეგულირებს კანის ქონის გამომუშავებას, აძლიერებს სისხლძარღვებს, აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. გარდა ამისა, C ვიტამინის შრატები ზრდის ტონუსს, ტურგორსა და კანის ელასტიკურობას, აქრობს ზედაპირულ ნაოჭებს და ატენიანებს კანს, ათანაბრებს სახის ფერსა და ტონს, ამშვიდებს და ხსნის გაღიზიანებას. ამცირებს კუპეროზსა და როზაცეას. კანს აჯანსაღებს და ანიჭებს ელვარებას. რეგულარული გამოყენების შემთხვევაში, ტონალური ბაზების, კონსილერებისა და მსგავსი შემნიღბველი საშუალებების მოხმარების აუცილებლობა შემცირდება.

ამ პერიოდში არანაკლებ მნიშვნელოვანია ღრმა დატენიანება, სითხის ტრანსეპიდერმული კარგვის თავიდან აცილება. ამ შემთხვევაში, საჭიროა იმ მკვებავ-დამატენიანებელი კრემების ჩართვა, რომელთა შემადგენლობაში შედის კომპონენტები, რომლებსაც მძლავრი ანტიგლიკაციური და ანტიოქსიდანტური დაცვა ახასიათებს, ხელს უშლის ჰიპერპიგმენტაციას, ზედაპირულ და ზედაპირულ-ღრმა ნაოჭებს. აუცილებელია კანის სტრუქტურის გაუმჯობესება და, შეძლებისდაგვარად, აღდგენა, მისი სიმკვრივისა და ელასტიკურობის მომატება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ