ოპტიკური ილუზია: როგორ აღვიქვამთ სინამდვილეში ჩვენს წონას

0
937

ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველა გოგო ფიქრობს, რომ ჭარბი წონა აქვს და ზედმეტი სანტიმეტრის ან კილოგრამის დაკლებას ცდილობს. სავარაუდოდ, თქვენც. ალბათ, არ დაფიქრებულხართ, რომ სასწორზე ან სანტიმეტრზე ციფრებს მნიშვნელობა არ აქვს. თქვენ საკუთარ წონას ისე არ აღიქვამთ, როგორიც სინამდვილეში არის. დღეს გიამბობთ, თუ როგორ მუშაობს ეს ხრიკი.

„გოგოებო, მომილოცეთ, მწვერვალი მიღწეულია, ვუალა: 65 კგ! მეუღლე თვალს ვერ მაშორებს, სამსახურში კომპლიმენტებს ვიღებ“ – აღფრთოვანებული წერს ერთ–ერთ გახდომის ფორუმზე ვიღაც Lily 80 (სიმაღლე 175, 27 წელი, თმა ქერა).

„ეს კატასტროფაა! სასწორზე ავიწონე – 65, საშინელებაა! ჯინსებში ვერ ვეტევი, ქმარი ფუმფულას მეძახის. სასწრაფოდ დიეტა მჭირდება!“ – პანიკაშია ვიღაც Kisa (სიმაღლე 175, 27 წელი, თმა ქერა).

პირველი ნამდვილ მოლოცვებს იღებს (ყოჩაღ, ლამაზი ხარ), მეორე – არა ნაკლებ გულწრფელ თანაგრძნობას და ახალი დიეტის რეცეპტებს (დილით ჩაი პიტნით, შუადღეს – სამი კოვზი ბრინჯი, საღამოს – მოხარშული კვერცხი, ცხელი მშიერი ცრემლებით მორთული).

ფოტოგანყოფილებაში „მანამდე“ და „შემდეგ“ აბსოლუტურად ერთი და იგივე სურათია. თუ გამოსახულება მხოლოდ ერთია, რთული დასადგენია, თუ რომელ ეტაპზე იმყოფება. მინიშნება – სახის გამომეტყველება, ჩაცმულობა და ღიმილის სიფართე. თავად წონა 75, 65 და 50 კგ–ც უბრალოდ სიხარულის ან იმედგაცრუების მიზეზი შეიძლება იყოს.

რადგან თამაშს „ვინ არის ყველაზე მოხდენილი?“ თავისი წესები აქვს. პირველი, ყველაზე მნიშვნელოვანი და განუყოფელი, მუდმივი შედარებაა. საკუთარ თავთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, ფიტნეს კლუბში გოგოებთან, წარმოსახვით კონკურენტებთან. ბევრი რამ დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გვახვევია გარს ყურადღებიანი და მზრუნველი ხალხი.

კილოგრამი რკინა

მითხარით, რას აკეთებს უმეტესობა ჩვენგანი დაშორების ან უბედური სიყვარულის შემდეგ? სწორია, დიეტას იცავს და ისტერიულად იკლებს.

ამავე დროს, ყველაზე დიდ ოპტიმისტებსაც არ სჯერათ, რომ დაკარგული ფუნტი ბედნიერებას მოუტანთ. ყველაზე რომანტიკულებიც ხვდებიან, რომ უცნაური ადამიანისგან, რომელიც მხოლოდ სასწორზე ციფრების გამო დაშორდათ, სჯობს მაფინებით დაემალონ. მაგრამ ძველი ინსტინქტი გვჩურჩულებს: „უბრალოდ მსუქანი ხარ! საკუთარ თავს მიხედე“. იშვიათი მელოდრამა ან ტელეშოუ „დამიბრუნე სიყვარული“ სავარჯიშო დარბაზში დინამიური სცენის გარეშე და კეფირის მელანქოლიური ეპიზოდით სრულდება.

თუ მოულოდნელად გამოჩნდება მეტოქე 80-60-80, მაშინ დამატებითი კილოგრამები მაშინვე ცენტნერი ან ტონა ხდება. დაე, კონკურენტი არაა, მაინც ჯინსის ქამარი ვიწროა და საყვარელი კაბა ცუდად მაზის. ჩემი მოხდენილი დაქალი ქეთი სასტიკ დიეტაზე დადგა, როცა თავისი შეყვარებულის ყოფილი გოგონას, პროფესიონალი, გრძელფეხება მოდელის სურათები ნახა.

„ის ხომ პარამეტრების მიუხედავად მას დაშორდა“ – ცდილობდნენ მის გადარწმუნებას ახლობლები. „ფილოსოფიის დრო არაა, როცა ამდენი ცხიმი გაქვს“ – ამბობს და სადღაც მარტოხელა ნაკეცს გვაჩვენებს.

სხვათა შორის, იმ ბიჭს დაშორდა – გემოვნებაზე ვერ შეთანხმდნენ. მისი გემოვნება განსხვავებული, სიცოცხლით სავსე ქალი აღმოჩნდა: ის შესანიშნავ დონატებს აცხობს და მსუბუქი ხასიათი აქვს.

კიდევ ერთი „რკინის“ არგუმენტი – თქვენი გარემო. 3 ზომაზე დაკლებული მეგობარი – თქვენთვის მინიმუმ პლიუს 1 ზომაა. სტუდენტურ რაიონებში, სადაც ბევრი ახალგაზრდა გოგო ცხოვრობს, თვითშეფასების შენარჩუნება რთულია, ვიდრე ბინაში, სადაც ბავშვიანი დედები და პენსიონერები დადიან. ახალგამომცხვარი სპეციალისტები კი ოფისში ლანჩზე კალორიების დათვლას გაიძულებთ.

მაღაზიაში ჩვეული წასვლა შეიძლება ამ ფრაზების შემდეგ რამდენიმე კგ–ს მომატებით დასრულდეს: „თქვენთვის არაფერი გვაქვს: დიდ ზომებს არ ვყიდით“. მაშინაც კი, თუ ეს თქვენ არ გითხრეს, არამედ მსუქან ქალს, 1,5 კგ ნაკეცი მაინც თქვენთან დარჩება.

კილოგრამი ბუმბული

კარგი ამბავიც გვაქვს. მაგალითად, საყვარელი მამაკაცის უპირობო სიყვარული, აღფრთოვანება და აღტაცება ნებისმიერ დიეტოლოგზე უკეთ მოქმედებს. თუ ის ყოველდღე გეტყვით, რომ ლამაზი, ქალღმერთი და ნიმფა ხართ, სასწორი კი თავისას წუწუნებს. ვიღაც ეშმაკობს. რა თქმა უნდა, არა საყვარელი მამაკაცი!

შუახნის შერეული კოლექტივი აზრობრივ ისარს მარცხნივ სწევს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ოფისში კაცები ჭარბობენ. ასეთ გარემოში უნებლიეთ მოხდენილი გახდებით, როგორც კი კარს შეაღებთ.

ბავშვებთან მუშაობაც წონაში დაკლებას ხელს უწყობს, მთელი დღის განმავლობაში ხომ მხოლოდ ფუმფულა დათუნიებს შეგიძლიათ თავი შეადაროთ. ასევე იმ ქვეყანაში გადასვლა, სადაც წონაზე სტერეოტიპები უფრო დაბალია ან საერთოდ არაა. ფიტნეს კლუბში პირველი ვიზიტიც კი შეიძლება ზღაპრულად ეფექტური აღმოჩნდეს. მთავარია – არა საღამოს საათებში, არამედ დღისით ჩაეწეროთ, როცა ბევრი ახალგაზრდა დედა დადის.

მოხდენილობის დროებით ეფექტს დიეტაც იძლევა: მხოლოდ იმაზე ფიქრი, რომ 2 კვირა მოხარშული სტაფილოს ყველის ნაჭრებთან და „ნულიან“ კეფირთან ერთად ჭამით რამდენიმე კილოგრამის მოშორებას ცდილობდი. მაგრამ ეს რამდენიმე კილოგრამი ძალიან „დაუნდობელია“. ჩემი თანამშრომელი ლიზა საშუალო აღნაგობის გოგონაა, რაღაც დიეტაზე დადგა და 15 კგ დაიკლო და ახლა გასუქების შიში აეკვიატა. კვების ენერგეტიკული ღირებულება და საკუთარი წონა – ერთადერთი თემაა, რაზეც საუბარი „მსუქან“ კოლეგებთან შეუძლია. ასეთი ქცევის უკიდურესი ფორმაა ანორექსია, რაც არა ნაკლებ საშიშია, ვიდრე ჭარბი წონა. ასეთ ხალხს ზედმეტი წონის უფრო ეშინიათ, ვიდრე ცუნამის, ცეცხლმფრქვეველი დრაკონის და საკუთარი ჯანმრთელობის პრობლემების.

პ.ს. ამ უგუნურ თამაშში გამარჯვებული არ არსებობს, მხოლოდ წაგებულები სხვადასხვა წონით და მოცულობით. ზომიერი კვება და ყოველდღიური ვარჯიში – სწორი და ჯანსაღია. ამაზე ზედმეტი ემოციების და ძალისხმევის დახარჯვა სისულელეა, ასეთ უმნიშვნელო მაჩვენებელზე ფოკუსირებით ათასობით სიხარულს დაკარგავთ. სამყაროში არსებობს ბევრი ლამაზი რამ, ვიდრე დაკუნთული მუცელი კუბებით, უფრო საინტერესო, ვიდრე დიეტოლოგების კვლევა კეფირის სამკვირიანი დიეტის შესახებ და უფრო გემრიელი, ვიდრე გაღვივებული ხორბალი. და ხშირად წონა, რომელზეც ის დევს, ყოველთვის მძიმეა.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ