
ჭარბი კილოგრამები გაქრა, კანი კი დარჩა… სამწუხაროდ, ასეთი რამ უმნიშვნელო გახდომის დროსაც კი ხდება. ხოლო, თუ საუბარი წონის მკვეთრ და მნიშვნელოვან კლებაზეა, დარჩენილი კანის მოცულობა საკმაოდ დიდი გამოდის. როგორ მოვიშოროთ ეს ზედმეტი ნაწილები, ჯანმრთელობისა და სილამაზის უვნებლად?
რომელ ნაწილში იწელება კანი, გახდომის დროს, ყველაზე პირველად? ესაა სახის ქვედა ნაწილის, მუცლის, მხრებისა და მკერდის კანი. ხშირად, ასეთ ესთეტიკურ პრობლემებს ქალები მშობიარობის შემდეგ აწყდებიან. ქალის კანი სხეულზე ძალიან მკვრივი და ჯანმრთელი ჩანს, სახეზე კი გლუვი და უნაოჭო, თუმცა, რეალურად, მას მხოლოდ ცხიმოვანი ფენები იჭერს. როცა ისინი ქრება, აღმოჩნდება, რომ თავად კანი ატონური და გაუწყლოებულია. მას ჯანმრთელს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ.
ხშირ შემთხვევაში, თუ გახდომის დროს კანს სწორად მოუვლით, იგი, დროთა განმავლობაში, დაპატარავდება (თუ საუბარი, რა თქმა უნდა, უმნიშვნელო გახდომაზეა). თუმცა, გვაქვს პრობლემაც: ქალების უმეტესობა კანის მოვლას შემდეგისთვის დებს, რაც დიდი შეცდომაა! თუ საუბარი მრავალი კგ-ს დაკლებაზეა, მნიშვნელოვანია კანის მხარდაჭერა გახდომის პროცესში. მაშინ, დიდი ალბათობით, ჩამოწელილ კანს აღარ მიიღებთ.
როგორ მოვუაროთ კანს გახდომის დროს?
პირველ რიგში, კანის მოვლა უნდა დაიწყოთ გახდომის დაწყებამდე 3 კვირით ადრე. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც არაა მიჩვეული კანის რეგულარულ მოვლას. ამ დროში, მიეჩვევით კანის რეგულარულად მოვლას და შეძლებთ საჭირო ეფექტის მიღწევას.
1. შეარჩიეთ კოსმეტიკა სახისა და სხეულისთვის
პირველ შემთხვევაში, ეს უნდა იყოს მკვებავი კრემები ნატურალური ზეებით. მათ მკვრივი ტექსტურა აქვთ, რომლის გამოყენება საღამოობითაა რეკომენდებული. სხეულისთვის გამოდგება ნატურალური ზეთები, მაგალითად, ქოქოსის, არგანის, მაკადამიის. კომპონენტები, რომლებსაც ისინი შეიცავს, კანის ელასტიკურობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

2. სხეულისა და სახის მასაჟი
სახლის მასაჟიც გამოდგება. სახის კანისთვის შეიძლება ხელებით ან სპეციალური მოწყობილობებით დაზელა. სხეულისთვის – აბაზანის ან მყარი ჯაგრისით მასაჟები. მასაჟი ზრდის უჯრედების გაახლების პროცესს, აუმჯობესებს მათ კვებას.
3. მიიღეთ დანამატები კანისთვის
გახდომის დროს, კანი შეიძლება ვეღარ იღებდეს მისთვის მნიშვნელოვან ელემენტებს. პირველ რიგში, ესაა ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, ზოგიერთი ამინომჟავები. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც გახდომის დროს აქტიურადაა დაკავებული სპორტით. ამ შემთხვევაში, მაქსიმალური რაოდენობის მკვებავი ნივთიერებები კუნთების შენებაზე გადადის, კანი კი ამ დროს “შიმშილობს”.
აკონტროლეთ წონაში კლება! მაშინაც კი, თუ 120 კგ-ს იწონით და 60-ის დაკლება გსურთ, თუ ჭარბი კილოგრამები თანაბრად, ნელა გაქრება, იმის ალბათობა, რომ კანი ჩამოიწელება, რამდენჯერმე მცირდება. არსებობს გარკვეული ნორმები, რომლებიც კანის ვნების გარეშე გახდომას შეუწყობს ხელს.მაგალითად, თუ სხეულის მასის ინდექსი 22-27 შორის მერყეობს, კვირაში არაუმეტეს 500 გ უნდა დაიკლოთ.
3. მეზოთერაპია
ამ პროცედურით, კანის ახალი ბოჭკოების წარმოსაქმნელად ყველაფერ საჭიროს მიიღებთ. ამრიგად, სახისა და სხეულის კანის გამოკვება გამარტივდება. მეზოთერაპიები ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს, კანის მოთხოვნილებების მიხედვით. პროცედურები კურსების მიხედვით ტარდება.

4. RF-ლიფტინგი
ესაა გამახურებელი პროცედურა, რომელიც ასტიმულირებს კანის ახალი კოლაგენის წარმოქმნას, არ მოითხოვს რეაბილიტაციას და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. იგი გახდომის მთელი პერიოდის განმავლობაში უნდა ჩატარდეს, კვირაში ერთხელ. ასეთი დაჭიმვა შეიძლება როგორც სახეზე, ისე კანზეც.
5. ულტრაბგერითი ლიფტინგი
შესანიშნავი პროცედურაა სხეულისა და კანისთვის. იგი უხდება ე.წ. პრობლემურ ზონებს, რომლებიც განსაკუთრებით გახდა: სახის ქვედა ნაწილი, მუხლები, ბარძაყების შიდა ნაწილი. ამ პროცედურის წყალობით, არამხოლოდ კანს გაამკვრივებთ, არამედ დამუშავებულ ზონას ჭარბ ცხიმოვან ქსოვილებსაც მოაშორებთ.
როცა ადამიანი ხდება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მისი საერთო ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობისთვის, თუმცა, როგორც წესი, ამ დროს ჭარბი კანი არამხოლოდ სხეულზე, არამედ სახეზეც ჩნდება. არსებობს რამდენიმე პროგრამა ინვაზიური და არაინვაზიური პროცედურებით, რომლებიც გამხდართა კანის მდგომარეობას გააუმჯობესებს. რაც შეეხება ქირურგიულ პროცედურებს, უპირველეს ყოვლისა, ესაა კანის რადიოტალღური დამუშავება, რომელიც ლიპოსაქციის მსგავსად ტარდება – ფარულ ადგილებში მცირე ნახვრეტებით. ტალღასატარი კანს 40%-მდე ამცირებს.

იმ სიტუაციებში, როცა ეს მეთოდიკა ვერ გეხმარებათ, საქმეში ერთვება კორექციის რადიკალური მეთოდები. ზედა ქუთუთოს კანის სიჭარბის დროს, ესაა სტანდარტული ბლეფაროპლასტიკა ღია ჭრილებით. იგივე შეიძლება შესრულდეს ქვედა ქუთუთოს შემთხვევაშიც. ხშირად, წონის მასიური დაკარგვის შემდეგ, საჭირო ხდება მოკლენაწიბურებიანი ფეისლიფტინგი, კისერზე ჩამოწელილი კანის კორექციისთვის კი – კისრის პლასტიკა პლატიზმოპლასტიკის გამოყენებით, ასევე სრული ჭრილით, რომელიც ყურსუკანა ნაწილში წვდომასაც მოიცავს. ჩამოწელილი ცხვირ-ტუჩის ნაკეცების წამოსაწევად გამოიყენება ჩექ-ლიფტინგი და სახის შუა ზონის წამოწევა საფეთქლებიდან.
აგრეთვე, არსებობს სახისა და კისრის კანის წამოწევის ენდოსკოპიური მეთოდიც ახალგაზრდებისთვის. ასაკოვანი პაციენტებისთვის, სახის ოვალის აღდგენა შეიძლება ლიფტინგის პროცედურებით. ესენია პროცედურები: მინი-ფეისლიფტინგი სახისა და კისრის კანის წამოწევა – ჩვეულებრივ, იგი ეთავსება ლიპოლიფტინგს, რომელიც საჭირო მოცულობას დაგიმატებთ ყვრიმალების არეში, შეავსებს ჩაღრმავებებს ცხვირ-ტუჩის მონაკვეთშიც.