
ლანდშაფტის და ფიტოდიზაინერი ანა სკვორცოვა გვაფრთხილებს ოთახის მცენარეების საშიში ზემოქმედების შესახებ. მისი თქმით, ზოგიერთი მცენარე სახლში ნეგატიურად მოქმედებს ჯანმრთელობაზე და ასუსტებს იმუნიტეტს. სპეციალისტმა შეგვახსენა, რომ მწვანე მცენარეები სიბნელეში ჟანგბადს შთანთქავენ. ისინი გამოყოფენ ნახშირორჟანგს, თუმცა, ფლორას წარმომადგენლებს შორის მართლა საშიში ეკზემპლარებიც გვხვდება.
–“მაგალითად, დიფენბახია, ოლეანდრე და კროტონი საძინებელში არ უნდა შეიტანოთ – ესეი შხამიანი მცენარეებია.” – ხაზს უსვამს ექსპერტი.
ამ მცენარეებთან მხოლოდ ხელთათმანებით უნდა იმუშავოთ, ნებისმიერი მანიპულაციის შემდეგ კი ხელები კარგად დაიბანოთ. გარდა ამისა, ჯანმრთელობისთვის საშიშია ანტურიუმი და პაქისტაქისიც. ისინი მისაღებ ოთახში ან ღია ვერანდაზე უნდა დაიდგას. ქოთნები ბავშვებისგან და იმუნიტეტდაქვეითებული ადამიანებისგან შორს უნდა გქონდეთ.
82 წლის მამაკაცი, რომლიც სახელიც არაა ცნობილი, მთელი ცხოვრება მცენარეებით იყო გატაცებული. ერთ-ერთი მათგანის მოვლის დროს, იგი დაინფიცირდა თავისუფალი ამებებით, რომლებიც ნიადაგში ცხოვრობდნენ.
მიკროორგანიზმები მოხუცი მამაკაცის თავის ტვინში მოხვდნენ და აქტიურად გამრავლდნენ. ორ კვირაში დაავადება პროგრესირდა: მამაკაცი სულ უფრო ცუდად ხდებოდა, ძალა ეცლებოდა, საბოლოოდ, საავადმყოფოში მოხვდა.
ამიტომ, გირჩევთ, ფრთხილად შეარჩიოთ მცენარეები სახლისთვის და მათთან მხოლოდ ხელთათმანებით იმუშავოთ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!