
ფსიქოლოგიურ პრაქტიკაში ძალიან ხშირად გვხვდება ქალების ისეთი ტიპი, რომლებიც თავიანთი შეხედულებებით და ქცევით ძალიან ნეგატიურ გარემოებებს იზიდავენ. ასეთი ქალები იმდენად ბევრია, რომ იქმნება შთაბეჭდილება, თითქოსდა ისინი გაუცნობიერებულად ან შეგნებულად ყველაფერს აკეთებენ, რომ მათ პირად ცხოვრებასა თუ სამსახურში უსიამოვნება მოხდეს. ასეთი ქალების ცხოვრება მუდმივად უარყოფითი სტრესია, რაც ცხოვრებას ანადგურებს. რა უნდა მოიმოქმედოთ, რომ მანკიერი წრე გაარღვიოთ?
გააცნობიერეთ, რომ მსხვერპლი ხართ
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც გელოდებათ – აღიარება, რომ მსხვერპლი ხართ. ბევრს არ სურს თქმა, რომ მუდმივად ამ როლში ცხოვრობს, თან ეს როლი ძალიან მოსწონთ, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს. თქვენი სახის გამომეტყველება, სხეულის პოზა, ხმა საუბრობს იმაზე, რომ ამ მდგომარეობით ამაყობთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან წლები არ იცხოვრებდით. თუ გსურთ სხვანაირად იცხოვროთ და ბედნიერი იყოთ, შემდეგი ნაბიჯი გადადგით.
საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა აიღეთ
მარტივად ჟღერს, მაგრამ გაკეთება საკმაოდ რთულია. თუ ვინმეში ან რამეში თქვენს წყენას და ტანჯვას ეძებთ, შეწყვიტეთ. სხვა ხალხის და გარემოების დადანაშაულებით, მთელ ბრალს მათ სდებთ და მსხვერპლის როლით ცხოვრებას აგრძელებთ. შეჩერდით და მიიღეთ ფაქტი, რომ საკუთარ გრძნობებზე, ფიქრებსა და განწყობაზე პასუხისმგებელი თავად ხართ. თავად წყვეტთ, თუ რა განიცადოთ ამა თუ იმ ვითარებაში. სწორედ ამიტომ, პასუხისმგებლობის აღებით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამთ, რომ მსხვერპლი აღარ იყოთ.
მოითმინეთ
ერთ დღეში მსხვერპლის მდგომარეობიდან ვერ გამოხვალთ, როგორც არ უნდა გინდოდეთ. გარემოების დადანაშაულება რომ შეწყვიტოთ, დროა საჭირო. მოთმინებით იმის განსაზღვრას შეძლებთ, თუ რომელ სიტუაციაში ხართ მსხვერპლი. მოთმინება სტრესს მოგაშორებთ, რომელსაც თავად იქმნით, როცა ყველაფერს და სხვებს ადანაშაულებთ. უკვე ძალა მოკრეფილმა წინსვლა გააგრძელეთ.
თვითდახმარების უნარი განავითარეთ
ყველაზე პატარა წარმატების და მიღწევის გამო საკუთარი თავის პატივისცემა ისწავლეთ. მიზნები დაისახეთ და შეასრულეთ. ყოველთვის, როცა რაღაცას მიაღწევთ, საკუთარ თავს მხარი დაუჭირეთ. უთხარით, რომ ჭკვიანი ხართ და ყოველთვის გამოგივათ. ასე წარმატებული ქალისთვის ძლიერ საფუძველს ჩადებთ, ხოლო გარემოების მსხვერპლის როლს თქვენს ცხოვრებაში ადგილი აღარ ექნება.
წარუმატებლობა ნიშნად აღიქვით
წარუმატებლობა ბედის ნიშნად აღიქვით. ის მიგანიშნებთ, თუ რა უნდა შეცვალოთ. ინტუიცია განავითარეთ, რადგან ის ყოველთვის თქვენს მხარესაა. ნეგატიური მოვლენების მიმართ ურთიერთობის შეცვლით, მათ აუცილებელ გამოცდილებად აღქმას ისწავლით და არა მსხვერპლის როლში ჩაძირვის მიზეზად.
საკუთარი ინტერესების დაცვა ისწავლეთ
მსხვერპლის როლის შესრულებით გავიწყდებათ, თუ ვინ ხართ სინამდვილეში. წუწუნით, რომ თქვენს აზრს არავინ ითვალისწინებს, სინამდვილეში ამბობთ, რომ საკუთარი ინტერესები არ გაქვთ. თქვენ მონა არ ხართ. გაიხსენეთ, რომ საკუთარი ცხოვრება და საკუთარი ინტერესები გაქვთ, რომელთა დაცვაც უნდა შეძლოთ. ასე კიდევ ერთ შანსს მიიღებთ, რომ ცხოვრების ოკეანეში უსაჭო გემი არ იყოთ. თქვენი ცხოვრება თავად აკონტროლეთ.
ნახეთ, ვისთან ერთად ცხოვრობთ ახლა
თუ ურთიერთობაში თავს მსხვერპლად გრძნობთ, გახსოვდეთ, რომ ურთიერთობა – ორი ადამიანის მუშაობაა. მეორე ნახევარს გულწრფელად ესაუბრეთ. უამბეთ, თუ რა ხდება თქვენს თავს. რა თქმა უნდა, უფრო მარტივია ბრაზით გაივსოთ, შემდეგ კი დაქალებს ეწუწუნოთ, მაგრამ ასე მიზანს ვერ მიაღწევთ. თუ მას ვერ გაუგებთ, გამოდის ასეთი მამაკაცი არც გჭირდებათ.
გულწრფელად, მშვიდად, ყვირილის და ხელების ქნევის გარეშე ესაუბრეთ
თუ ხედავთ, რომ ასეთ ურთიერთობას და საუბარს ნულოვანი სარგებელი აქვს, მაშინ გადაწყვეტილება მიიღეთ. საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებელი თავად ხართ და არა ვინმე სხვა.
შენთვის რამე გააკეთე
თუ მიჩვეული ხართ იყოთ მსხვერპლი, თავიდან საკუთარი თავის თვითკმარ ადამიანად აღქმა გაგიჭირდებათ. ამის მიუხედავად, ყოველდღე საკუთარი თავისთვის რაღაც გააკეთეთ და დაე, ეს იყოს საკუთარი სილამაზეზე ზრუნვა ან ახალი ჰობი. ასე საკუთარ თავთან ურთიერთობის ახალ მოდელს ჩამოაყალიბებთ. მასში თვითკმარი იქნებით, ყოველგვარ გარემოებაზე დამოუკიდებლობის გარეშე.
სიტყვები აკონტროლეთ
თუ ვინმესთან ცხოვრებაზე წუწუნი მოგინდებათ, თავი შეიკავეთ. დააკვირდით, თუ რას ლაპარაკობთ. სჯობს სხვებთან საუბრისას თქვენი ცხოვრებიდან რაღაც სასაცილო მოყვეთ. დანარჩენზე უბრალოდ არ ისაუბროთ! ასე კომუნიკაციის უნარებს განავითარებთ, რომელიც ჩვეული წუწუნისა და პრეტენზიებისგან განსხვავდება. ასე შეძლებთ საკუთარ თავზე იფიქროთ ისე, როგორც ადამიანზე, რომელსაც რთულ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია.
სპორტით დაკავდით
მარტივით დაიწყეთ – თავდაცვის ვარჯიშები. სავარჯიშო დარბაზში მუშტის დაკავებას გასწავლიან და არა წუწუნს და მწვრთნელისგან გაქცევას. გარდა ამისა, ნახავთ, რომ საკუთარი თავის დაცვა შეგიძლიათ. ისწავლით, როგორ იყოთ ძლიერი და მიხვდებით, რომ ბევრი რამ შეგიძლიათ.
სამწუხაროდ, მედიკამენტი, რომელიც გარემოების მსხვერპლის როლიდან ერთ დღეში გაგკურნავთ, არ არსებობს. საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობით ცხოვრების შეცვლას შეძლებთ და ის სხვა, ბედნიერი მოვლენებით სავსე გახდება.