7 ანტიასაკობრივი სახის ნიღაბი იმით, რაც მაცივარში გაქვთ

0
778

დღეს სილამაზის ბაზარზე უამრავი სახის ნიღაბია წარმოდგენილი. მაღაზიაში შესულს მრავალფეროვნებისგან თვალები გაგექცევათ: ლამაზი შეფუთვები, მიმზიდველი სლოგანები. ყოველთვის მაინტერესებს, ამა თუ იმ ნიღაბს როგორი შემადგენლობა აქვს. მისი წასმის შემდეგ კანი ხომ არ გამიღიზიანდება ან ალერგია ხომ არ მექნება? შეფუთვაზე მითითებული აღწერილობა რეალობას შეესაბამება? თუ მსგავსი კითხვები გაწუხებთ, ორგანული ნიღბის რეცეპტები თქვენთვის შესანიშნავი ალტერნატივა გახდება.

შოკოლადის ნიღაბი

მუქი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რაც კანს ბზინვარებას ანიჭებს. ყველასთვის საყვარელი პროდუქტი ბედნიერების ჰორმონს, სეროტონინსაც შეიცავს. სწორედ ამიტომ, შოკოლადის ნიღაბი არა მხოლოდ გაგალამაზებთ, არამედ გაგაბედნიერებთ.

ინგრედიენტები:

  • ½ ფინჯანი კაკაოს ფხვნილი
  • 3 ს/კ შვრიის ფანტელები
  • 4 ს/კ ნაღები
  • ¼ ფინჯანი თაფლი

გამოყენება:

  1. ყველა კომპონენტი აურიეთ.
  2. მცირე ფენა სახის კანზე წაისვით.
  3. დაახლოებით 10 წუთით გაიჩერეთ.
  4. ჩამოიბანეთ.

კვერცხის ცილის ნიღაბი

მარტივი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი ფორებს ავიწროებს და გამონაყარს აფერხებს. ამისთვის მხოლოდ 1 ნატურალური ქათმის კვერცხი დაგჭირდებათ.

გამოყენება:

  1. სახე თბილი წყლით დაიბანეთ, რომ ფორები გაიხსნას.
  2. კვერცხი გატეხეთ და კვერცხის ცილა და გული დააცალკევეთ.
  3. სუფთა ხელებით კვერცხის ცილა სახეზე წაისვით. ფრთხილად იყავით, რომ თვალში არ მოგხვდეთ.
  4. 15 წუთით გააჩერეთ.

ყავის ნიღაბი კურკუმით

ყავის ნიღაბი კურკუმით ანთებას ამცირებს და შეშუპებას აქრობს. ამას ყავაში შემავალი კოფეინი განაპირობებს. ხოლო კურკუმაში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს ბზინვარებას ანიჭებს.

ინგრედიენტები:

  • 1 ს/კ ხსნადი ან დაფქული ყავა
  • 1 ს/კ კურკუმას ფხვნილი
  • 1 ს/კ წიწიბურას იოგურტი

გამოყენება:

  1. ყველა კომპონენტი აურიეთ.
  2. მთელ სახეზე წაისვით, მათ შორის თვალზე.
  3. 20 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი სველი პირსახოცით მოიშორეთ.

ბანანის ნიღაბი

ბანანი ბევრ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს, ამიტომ სახის კანის დასატენიანებლად შესანიშნავი ვარიანტია.

ინგრედიენტები:

  • რამდენიმე ნაჭერი მწიფე ბანანი
  • 1 ს/კ სქელი იოგურტი
  • ½ ს/კ ახალი ლიმონის წვენი

გამოყენება:

  1. ბანანი კოვზით დაჭყლიტეთ.
  2. ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ.
  3. სახე თბილი წყლით გაიწმინდეთ.
  4. კანზე წაისვით და 2-3 წუთით დაიმასაჟეთ.
  5. 25-30 წუთით გაიჩერეთ.
  6. თბილი, სველი პირსახოცით ჩამოიბანეთ.

ყურადღება მიაქციეთ! ლიმონის წვენი აქტიური ინგრედიენტია, ამიტომ ნიღაბი კვირაში მაქსიმუმ 1-2-ჯერ გამოიყენეთ.

თაფლის ნიღაბი

მარტივად მოსამზადებელი ნიღაბი ნაწიბურების და პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად იდეალურია.

ინგრედიენტები:

  • 2 ჩ/კ ნატურალური თაფლი
  • ½ ჩ/კ ლიმონის წვენი

გამოყენება:

  1. ლიმონის წვენი და თაფლი აურიეთ.
  2. ნარევი სახეზე წაისვით.
  3. 20-30 წუთით გაიჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

მარწყვის ნიღაბი

მარწყვი მდიდარია A, B, C ვიტამინებით, ასევე სხვადასხვა ხილის მჟავით, რომლებიც კანის ზედა ფენის აქერცვლას ხელს უწყობს და მას გლუვს ხდის. მარწყვს კოსმეტოლოგიაში ანტიასაკობრივი ეფექტისთვის იყენებენ.

ინგრედიენტები:

  • 10 ახალი მარწყვი
  • ¼ ჭიქა ფუტკრის მტვერი (ჯანსაღი კვების მაღაზიებში იყიდება)
  • 3 ს/კ ნატურალური თაფლი
  • 1 ს/კ მაიონეზი ზეითუნის ზეთზე
  • რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი სურვილის შემთხვევაში

გამოყენება:

  1. ყველა ინგრედიენტი გააერთიანეთ.
  2. სახეზე წაისვით, თვალის ირგვლივ კანს მოერიდეთ.
  3. 20 წუთით გააჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

ავოკადოს ნიღაბი

ეს ნიღაბი ჩემი ფავორიტი გახდა. ავოკადო ერთ–ერთი ცნობილი სუპერფუდია, რადგან მასში შედის ბევრი ვიტამინი, მინერალი და სასარგებლო ცხიმები. იცით რომ მას სახის ნიღბის მოსამზადებლადაც იყენებენ?

ინგრედიენტები:

  • 1 მწიფე ავოკადო
  • 1 კვერცხის ცილა (ოთახის ტემპერატურის)
  • 1 ს/კ ლიმონის წვენი

გამოყენება:

  1. ავოკადო გაასუფთავეთ და კარგად დაჭყლიტეთ.
  2. ავოკადო, კვერცხის ცილა და ლიმონის წვენი აურიეთ.
  3. სახეზე წაისვით და 30 წუთით გააჩერეთ.
  4. თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ