10 შეცდომა ფენით თმის გაშრობის დროს

0
992

თმის ფენით დავარცხნის დროს ერთსა და იმავე შეცდომებს ხშირად ვუშვებთ, რაც თმას გამოუსწორებელ ზიანს აყენებს.

ფენს მაქსიმალურ ტემპერატურაზე იყენებთ

თმის სწრაფად გაშრობის ცდუნება ძალიან დიდია, მაგრამ თუ დრო საშუალებას გაძლევთ, თმის გასაშრობად ზომიერი ტემპერატურა აირჩიეთ. ცხელი ჰაერის ნაკადი თმას აშრობს და შეიძლება ბოლოები გაყოს. თუ თმის გაშრობა ცხელი ჰაერის ნაკადით გიწევთ, ბოლოს ყოველთვის ცივი ჰაერის ნაკადით დაასრულეთ.

არასწორ სავარცხელს იყენებთ

მზად იყავით უსიამოვნო შედეგებისთვის, თუ ფენით გაშრობის დროს მრგვალ სავარცხელს იყენებთ. სველი თმის დავარცხნა თმას აშრობს და აზიანებს. გირჩევთ, ჯერ თმა გაიშროთ, შემდეგ თითებით ჩამოივარცხნოთ და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენოთ სავარცხელი.

დაბანის შემდეგ თმას იშრობთ

სანამ ფენს ხელში აიღებთ, თმას ბუნებრივად გაშრობა აცადეთ – რა თქმა უნდა, თუ დრო გაქვთ. ახალ დაბანილი თმის გაშრობას უფრო მეტი დრო სჭირდება, შესაბამისად, თმაზე მიყენებული ზიანიც იზრდება.

გაშრობას ბოლოებიდან იწყებთ

ეს სერიოზული შეცდომაა! სტილისტების რეკომენდაციით გაშრობა ყოველთვის თმის ძირებიდან დაიწყოთ და თანდათან ბოლოებისკენ გადახვიდეთ. პირველ რიგში, თმა წინ გაიშრეთ, შემდეგ გვირგვინზე და ბოლოს კეფისკენ გადადით.

თმას არ ანაწილებთ

სალონში დავარცხნის საიდუმლო თმის ეტაპობრივი გაშრობაა. თმა ფენებად დაყავით (3–4 ფენა საკმარისია), შემდეგ თანდათან გააშრეთ და დაივარცხნეთ. ამისთვის სხვადასხვა ზომის მრგვალი სავარცხელი გამოიყენეთ.

ბუნებრივი ხვეულების შესაქმნელად, თმა დაახვიეთ, სარჭებით დაამაგრეთ და გააშრეთ – ჯერ ცხელი, შემდეგ ცივი ჰაერით.

თერმოდამცავ საშუალებებს არ იყენებთ

ეს ერთადერთი მეთოდია, რომ თმის დაზიანება თავიდან აიცილოთ. აირჩიეთ თქვენთვის შესაფერისი – მოცულობისთვის, ბზინვარებისთვის, დამატებითი დატენიანებისთვის და ა.შ. საშუალება სველ თმაზე ფენით გაშრობამდე წაისვით.

ცუდი ხარისხის ფენს იყენებთ

ცუდი ხარისხის და იაფი მოდელი უფრო დიდ ზიანს მოგაყენებთ, ვიდრე სარგებელს. ფენის არჩევის საკითხს სერიოზულად ყურადღება მიაქციეთ – დაზოგვა თქვენი თმის ჯანმრთელობის ფასად არ ღირს.

უკვე მშრალ თმას იშრობთ

ზოგჯერ ფენს მშრალი თმის დასავარცხნად იყენებენ, რისი გაკეთებაც არ ღირს! მშრალი თმა ბზინვარებას დაკარგავს და მტვრევადი გახდება. სჯობს სპეციალური შრატები გამოიყენოთ.

ბოლოებს არასწორად იშრობთ

თმის ბოლოები მოვლილი და გლუვი რომ იყოს, თმა ჯერ ფენით გააცხელეთ, შემდეგ ცივი ჰაერის ნაკადით დაივარცხნეთ.

ფენს არასდროს წმენდთ

ფენის უკანა ნაწილის ბადეში უამრავი მტვერი და ჭუჭყი გროვდება, რაც ფენის მუშაობაზე ცუდად აისახება. ფენი ხშირად გაწმინდეთ. ასე მოწყობილობის გადახურებისგან დაიცავთ და ჰაერის ნაკადის ძალას გააუმჯობესებთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ