მოკლე თმის დავარცხნის 7 ვარიანტი: ხულიგნიდან პრინცესამდე და პირიქით

0
1731

ბევრი ფიქრობს, რომ მოკლე თმა მანევრირებისთვის ადგილს არ ტოვებს. ასე არაა! ნახეთ, როგორ განსხვავებულად ივარცხნიან მოკლე თმას ვარსკვლავები.

მსახიობი და სერიალ „ხარჭის“ ვარსკვლავი დარია მოროზი უკვე დიდი ხანია მოკლე თმით დადის – ეს სტილი არც მას და არც მის ფანებს არ მობეზრდა. ის თეთრ ზღარბს ატარებს აპარსული საფეთქებით. როცა თმა ოდნავ ეზრდება, ასეთი ცივი ტალღებით ივარცხნის. 1930-იანი წლების შესანიშნავი სტილი – ქალური და მგრძნობიარე! ასეთი ვარცხნილობის შესაქმნელად თმის მაშები და ბევრი თმის ლაქი დაგჭირდებათ.

აბადოკი

აქსესუარები ყველაფერს წყვეტს. მაშინაც კი, თუ უმოკლესი თმა გაქვთ, ნებისმიერი მრგვალი აბადოკი გაიკეთეთ და სტილი შეიცვლება. თუ ცოტა გრძელი თმა გაქვთ, ძირებს ბრაშინგით მოცულობა შემატეთ, რომ თმა ცოტა უფრო სქელი გამოჩნდეს. ხრიკი: თუ თავის დაბანას ვერ ასწრებთ, ფართო ნაჭრის სახვევი ცხიმიანი ძირების დაფარვაში დაგეხმარებათ.

აჩეჩვა

თმის უკან აჩეჩვის ორი მოდური ვარიანტი არსებობს: სველი და მოცულობითი. პირველი ვარიანტისთვის თმის გელი ძირებში წაისვით და თმას შუბლიდან გვირგვინისკენ თითებით მიმართულება მიეცით. მოცულობითი ვარიანტისთვის თმა მსხვილ ბრაშინგზე მოათავსეთ და ფენის ცხელი ჰაერის ნაკადით უკან გადაივარცხნეთ. უბრალოდ სცადეთ და ნახავთ, რამდენად განსხვავებული იქნება თქვენი კარე.

პიქსი

გვერდზე გადაწეული და სწორად დავარცხნილი თმით შეკრული თმის ეფექტს შექმნით. დასავარცხნად გამოიყენეთ ცვილი გლუვი ფინიშით ან მსუბუქი თმის გელი. პრიალის ეფექტი არ უნდა ჰქონდეს – თმა ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოსდა უბრალოდ შეკრეს.

ბოხო

დაუდევრობა კვლავ მეფობს. მოცულობის სპეციალური მუსი თმის ძირებში თითებით შეიზილეთ, იდეალურად არ გააკეთოთ – ასეა ჩაფიქრებული. დავარცხნაზე ითამაშეთ, ნახეთ, თქვენ როგორ უფრო მოგიხდებათ: გვერდზე თუ უკან. ეს იდეალური ვარიანტია, როცა თავის დაბანას ან ჩვეული დავარცხნის გაკეთებას ვერ ასწრებთ.

კუდები

მოკლე თმის ცხენის კუდად შეკვრა შეუძლებელია, მაგრამ შეგიძლიათ რამდენიმე პატარა კუდი შეკრათ. თმა დასავარცხნი ცვილით დაიმუშავეთ და პატარა კონად ქაოტურად შეკარით ისე, როგორც ეს ჰოლსიმ გააკეთა. ასეთი ვარცხნილობა ოფისისთვის ნაკლებად გამოგადგებათ, მაგრამ მეგობრებთან შეხვედრისთვის ზუსტად ისაა, რაც გჭირდებათ.

კულული

მოკლე თმის განახლების უმარტივესი გაზა – ჩოლკის განსხვავებულად დავარცხნა. თხელი ბრაშინგით და ფენით ოდნავ უკან დაახვიეთ და ლაქით დააფიქსირეთ. ტექსტურაზე იმუშავეთ – ისე უნდა გამოიყურებოდეს, თითქოსდა თმა თავისით იხვევა. არანაირი იდეალური კულულები.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ