
დღეს სახალისო ჰოროსკოპს გთავაზობთ და გეტყვით, რომელი დედოფალი ხართ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.
თხის რქა – დედოფალი ვიქტორია
დედოფალ ვიქტორიას ეპოქა (აი, ის, ვიქტორიანული) სიმკაცრის, პურიტანობისა და წესრიგირ სიმბოლოდ იქცა. ეს დღესასწაული, დევიზით “არბაიტენ უნდ დისციპლირენ!” თითქმის 64 წლის განმავლობაში გრძელდებოდა: სწორედ ამდენი წელი გაატარა ვიქტორიამ ტახტზე. ახლა ვიქტორიანული ეპოქის მოგონებებით ბავშვების შეშინება სავსებით შესაძლებელია, რამდენადაც იმ პერიოდის ზნეობები მკაცრი და უკომპრომისოა. ნუ, თუ ბავშვები, რა თქმა უნდა, თხისრქები არ არიან. თხის რქა ისტორიას კარგად ისწავლიდა და ეცოდინება, რომ ვიქტორიანულმა ეპოქამ ბრიტანული იმპერიის აყვავება გამოიწვია. ეს იმიტომ, რომ საქმით უნდა დაკავდეთ და არა ყოველგვარი სისულელით – ესაა არამხოლოდ ვიქტორიას, არამედ თხის რქის დევიზიც.
მერწყული – ელიზაბეთ I ინგლისელი
ელიზაბეთ I ცნობილია დედოფალ-ქალწულის სახელით. ესაა მმართველი, რომელმაც გააზრებულად თქვა უარი ქორწინებაზე და არასდროს ჰყოლია საყვარელი ადამიანი. თუმცა, რეალურად, სწორედ მის დროს აყვავდა სამრეწველო რევოლუცია, მის დროს დაიპყრეს ზღვები და ბრიტანეთში აყვავდა ხელოვნება, მათ შორის, დრამა. მის ეპოქაში ცხოვრობდა ვილიამ შექსპირიც. მოკლედ, ელიზაბეთი ჭეშმარიტი მერწყული იყო: აი, კითხულობთ, რატომ უნდა დახარჯოთ დრო მამაკაცებზე, როცა გარშემო იმდენი საინტერესო რამაა და თქვენ ამ საინტერესო რამეებს მართავთ?
თევზები – ანა ბოლეინი
ვერაგი ქალბატონი იყო. ანა ბოლეინი ინგლისის ტრაგიკულად ცნობილ ჰენრიხ VIII ტიუდორის მეორე ცოლი და ის დედოფალი გახლდათ, რომლითაც მისი ქმრის საშინელი ოჯახური ცხოვრება დაიწყო. ანამდე ჰენრიხი ეკატერინე არაგონელზე იყო დაქორწინებული და ეკლესიას განქორწინებაზე თანხმობა არ მიუცია. “რა პრობლემაა”, გადაწყვიტა ჰენრიხმა, და უბრალოდ ბრძანება გასცა იმისათვის, რომ მეფის ხელისუფლება წმინდა ტახტს აღმატებოდა. ეკლესიასთან კამათს იმ დროს თვითმკვლელი ეფექტი ექნებოდა, თუმცა, ხელმწიფის სურვილმა, ანა ბოლეინზე დაქორწინებულიყო, საღ აზრს აჯობა. საუბედუროდ, მოგვიანებით ჰენრიხს სხვა ქალი შეუყვარდა და განაცხადა, რომ იგი თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ დაქორწინდა, ანას ჯადოსნობის ზემოქმედების ქვეშ, და ანა დასაჯა, რათა ფროილაინ ჯეინ სეიმურზე ექორწინა. სხვათა შორის, ასეთი ტრაგიკული ფინალი სწორედ თევზების მოწოდებაა: რა თქმა უნდა, მან ქალი სიკვდილით დასაჯა, აბა როგორ? უბრალოდ წარმოიდგინა, რამხელა ძალაუფლება ჰქონდა მას მის საცოდავ მამაკაცურ სულზე. ჯადოქრობა? არა, უბრალოდ ნორმალური თევზური ძალა, არაფერი განსაკუთრებული.
ვერძი – უ ცზეტანი
პირველი და უკანასკნელი ჩინელი ქალი იმპერატორი ჩინეთის მთელი ოთხიათასწლიანი ისტორიის განმავლობაში, რომელსაც უმაღლესი ტიტული ჰქონდა: უ ძეტანი უბრალოდ თავს იმპერატორს უწოდებდა, რამდენადაც ქალ იმპერატორებს ძალაუფლება არ გააჩნდათ. აი, უ ძეტანს კი ესმოდა, რომ მამაკაცებისთვის ტახტის მინდობა არ შეიძლებოდა, ამიტომ, თავიდან ჯერ ქმარი, შემდეგ კი სამი საკუთარი ვაჟიშვილი მოიშორა – ისინი ქვეყანას მართავდნენ ჩვეულებრივად, თითქოს ეტლს მართავენო, მართლა! აი, უ ძეტანმა კი, ძალაუფლების ხელთ აღების შემდეგ, დაატრიალა საომარი ექსპანსია და ჩინეთს რამდენიმე ახალი პროვინცია შეუერთა, აგრეთვე, ქვეყანაში კულტურა ააყვავა. თუმცა, ეს ყველაზე საინტერესო არაა: უ ძეტანი სამართლიანად თვლიდა, რომ სამეფო კარზე ქალები დაჩაგრული იყვნენ, ამიტომ საპასუხოდ, მამაკაცების დასამცირებლად ორიგინალური საშუალება გამონახა: რამდენადაც მამაკაცის აღმატებულობის სიმბოლოდ ფელაცია ითვლებოდა, უ ძეტანმა სამეფო კარზე ახალი ჩვეულება შემოიღო – “ლოტოსის მტვრიანას ალოკვა”. მარტივად რომ ვთქვათ, კუნილინგუსი – ქალის სასქესო ორგანოზე ენით შეხება. მის პერიოდში, ასეთი სექსუალური ტექნიკა ქალის უპირატესობის ერის სიმბოლოდ იქცა. სამართლიანად ვთვლით, რომ იმდროინდელი სამეფო კარის ქალები აბსოლუტურად ბედნიერი იყვნენ. ასევე მიგვაჩნია, რომ ძალაუფლებამდე მისული ნებისმიერი ვერძი იმავეს გააკეთებდა.
კურო – ელიზაბეთ II
ისტორიაში ტახტზე ყველაზე დიდხანს მჯდომი მონარქი ქალი, ყველაზე ცნობილი და, რა თქმა უნდა, ყველაზე საყვარელი დედოფალი, რომელიც დიდ ბრიტანეთს (აგრეთვე, კანადას, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიას) უკვე 67-ე წელია მართავს, როგორც ჩანს, გადადგომას არ აპირებს. მსოფლიოს დიდ ნაწილს უკვე დაავიწყდა, რა არის ნამდვილი მონარქია. სულ რამდენიმე შემორჩენილი მონარქიული სახელმწიფოს მეთაურები თავს ისე აჩვენებენ, თითქოს არაფრით გამოირჩევიან დანარჩენი მოქალაქეებისგან, და მხოლოდ ბაბლიზა არ თმობს თავის პოზიციებს: იგი უკანასკნელი დედოფალია, რომელიც სამეფო კარის ეტიკეტს იცავს და იმავეს მოითხოვს სხვებისგან. იმიტომ, რომ მთავარი სტაბილურობაა. დაე, გარშემო ХХI საუკუნე იყოს და ილონ მასკის კოსმიური ხომალდები მარსის ბორცვებს იკვლევდეს.
ტყუპები – ქალბატონი ჩჟენი
ამ ჰოროსკოპში ერთადერთი უბრალო მოქალაქე – ეს იმიტომ, რომ ტყუპებისთვის საკმარისად შეშლილი დედოფალი ვერც ერთ დინასტიაში ვერ ვიპოვეთ. სამაგიეროდ, ვიპოვეთ ქალბატონი ჩჟენი: უბრალო მოქალაქე, რომელმაც თავისი ცხოვრებისეული გზა ბორდელში დაიწყო, კაზინოს მეპატრონის როლით კი დაასრულა. თუმცა, ამ ორ მდგომარეობას შორის, იგი ნამდვილი დედოფალი იყო: მეკობრეთა დედოფალი. 1801 წელს, გოგონა, რომლის ნამდვილი სახელი ისტორიამ ვერ შემოინახა, დაქორწინდა ჩჟენ იზე – იმ დროის ჩინეთის ყველაზე წარმატებულ მეკობრეზე. მისი გარდაცვალების შემდეგ, “პენსიაზე” გასვლის ნაცვლად, ქალბატონი ჩჟენი ფლოტილიას ჩაუდგა სათავეში. ისტორიკოსები ამტკიცებენ, რომ მის ხომალდებზე დისციპლინა ნებისმიერი სახელმწიფოს საომარი ფლოტილიისთვის მიუღწევადი იდეალია: ქალბატონი ჩჟენი მოითხოვდა აბსოლუტურ მოსმენას, ყველა ურჩს კი მავთულებით ახრჩობდა. სხვათა შორის, ვერაგ პირატებს რომ არ ედარდათ იმაზე, რომ მათ ქალი მართავდა, ჩჟენმა ქარიზმატული და ახალგაზრდა საყვარელი გაიჩინა, რომელიც კაპიტნებს მისი სახელით მბრძანებლობდა და მათ ყველანაირად შთააგონებდა, თავად კი, ამავდროულად, არაფერი იცოდა საზღვაო საქმიანობაში, მით უმეტეს, გემების დარბევაში. ქალის მეკობრის კარიერა მაშინ დასრულდა, როცა ჩინეთმა, მეკობრეთა დაუმარცხებელ დედოფალთან ბრძოლით დაღლილმა, დასახმარებლად ბრიტანეთს მიმართა და მისი საომარი გემები შემოიყვანა. ქალბატონმა ჩჟენმა თავისი ნებით დატმო დაუმარცხებელი დედოფლის ტიტული, გადავიდა ხმელეთზე და კაზინო გახსნა. დიდი ალბათობით, მას მობეზრდა მეკობრეობა და აზარტში გადაეშვა, ტყუპების მსგავსად.
კირჩხიბი – პრინცესა ოლგა
პრინცესა, რომელიც, ქმრის გარდაცვალების შემდეგ, კიევის რუსეთს მართავდა, ძირითადად, ცნობილია, როგორც რუსეთის პირველი მმართველი, რომელმაც ქრისტიანობა მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ იგი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე შურისმაძიებელი მმართველი აღმოჩნდა: იგორ რურიკოვიჩის (თავისი ქმრის) მკვლელობისთვის, ოლგამ ოთხჯერ იძია შური. პირველად, მან ცოცხლად დამარხა მაჭანკლები, რომლებიც მას იგორის მკვლელობისთანავე მიუგზავნეს. მეორედ – ისინი ცოცხლად დაწვა აბანოში. მესამედ, ოლგამ, თავისი ქმრის საფლავზე გამართულ ქელეხზე, მოწინააღმდეგეები დაათმო და თავის მეომრებს ძილში მათი დახოცვა უბრძანა. მეოთხედ, ოლგამ დრევლიანთა ტომის მთავარ ქალაქ ისკოროსტენში გაილაშქრა. ალყის დროს, მან უჩვეულო ხარკი მოითხოვა: ქალაქში არსებული ყველა ფრინველის დაჭერა და მისთვის გადაცემა. მას შემდეგ, რაც პირობა შეასრულეს, ოლგამ ფრინველთა ფეხებზე პატრუქის გამობმა, ცეცხლის მოკიდება და გაშვება ბრძანა. ფრინველები ბუდეებში დაბრუნდნენ. ქალაქი ფერფლად იქცა. მოკლედ, გაფრთხილებთ, არ გააბრაზოთ კირჩხიბი! მისი შურისძიება საშინელი იქნება. თანაც, არაერთჯერადი.
ლომი – კლეოპატრა
კლეოპატრას გარდაცვალების დღიდან ორი ათასზე მეტი წელი გავიდა, თუმცა, მას შემდეგ უფრო პოპულარული დედოფალი არ გაჩენილა. მეტიც, კლეოპატრას სილამაზე და მომხიბვლელობა, შედეგად კი, მისი თითქმის ჯადოსნური ძალაუფლება მამაკაცებზე, ისტორიაში საფუძვლად ყველაზე პოპულარულ მითებს დაედო: კლეოპატრამ მარტივად ჩააგდებინა ხმა აფროდიტასა და ვენერას. თუმცა, რეალურად, საინტერესო არა ცხოვრების, არამედ მისი სიკვდილის ისტორიაა: კლეოპატრამ შეძლო თავის მოკვლა ტყვეობაში, მაშინ, როცა ამ გეგმის განსახორციელებლად არავითარი საშუალება არ ჰქონდა. ლეგენდების თანახმად, შეყვარებულმა მცველმა მას შხამიანი გველი მიუყვანა, ზოგიერთი კი ამბობს, რომ მას ვარცხნილობაში ჰქონდა თმის სარჭი, შხამში ამოვლებული. ასეა თუ ისე, კლეოპატრამ თავი მხოლოდ ერთი მიზეზით მოიკლა: რომაელ იმპერატორ ოქტავიანეს იგი ტყვედ, ხოლო ეგვიპტე – დაპყრობილად რომ არ გამოეცხადებინა. ოქტავიანეს თავისი დიდების დამტკიცება კლეოპატრას ქანდაკებით მოუხდა. დანარჩენებსაც უნდა გესმოდეთ, რომ ლომი ქალის დატყვევება შესაძლებელია, მისი დამონება კი – არასდროს.
ქალწული – ეკატერინე II
ყველაზე ცნობილი რუსი იმპერატორი ქალი, რომელსაც დიდებული ტყუილად არ უწოდეს: ეკატერინეს დროს, რუსეთში სამეფო კარისთვის ოქროს საუკუნე დაიწყო, გატარდა საგანმანათლებლო რეფორმები, მნიშვნელოვნად გაიზარდა იმპერიის საზღვრები წარმატებული ლაშქრობების ხარჯზე. თავად ეკატერინე კი არამხოლოდ სახელმწიფოს მართვას, არამედ მუდმივად თვითგანათლებასაც ასწრებდა და იმ დროის საუკეთესო ფილოსოფოსებთან მიმოწერით იყო დაკავებული. საერთო ჯამში, ეკატერინე მეორეს მმართველობას აღორძინების ეპოქაც შეგვიძლია ვუწოდოთ. თუმცა, ეს მხოლოდ რჩეულთათვის: გლეხებს მის დროს ყველაზე მძიმე ცხოვრება ჰქონდათ. ეს ყველაფერი ძალიან ჰგავს ქალწულის საქციელს. ამ ნიშანს სჯერა, რომ სულელის განათლება მხოლოდ მის გაფუჭებას ნიშნავს. დანარჩენი კი დაუყოვნებლივ უნდა განათლდეს. და, სანამ ყველა განათლებითაა დაკავებული, ქალწული დაჯდება და ჭკვიან ადამიანებთან იბაასებს.
სასწორი – მარია-ანტუანეტა
მარია-ანტუანეტა, საფრანგეთის დედოფალი, ატარებს ისტორიაში ყველაზე თავქარიანი და მფლანგველი დედოფლის ტიტულს, რაც უსაფუძვლო არ გახლავთ: ახალგამომცხვარ დედოფალს მხოლოდ გართობა სურდა. მისი სამეფო კარიც კი შემდეგი პრინციპით იყო შედგენილი: “ვინ უკეთ გამართობს”. გართობას, რა თქმა უნდა, ფული სჭირდება, რომელსაც დედოფალი უპრობლემოდ იღებდა სახელმწიფო ხაზინიდან. გასაკვირი არაა, რომ რევოლუციის ცეცხლს, პირველ რიგში, სწორედ მისი დაწვა მოუნდა. გასაკვირი სხვა რამაა: მიუხედავად მისი უთავბოლოობისა და გართობისა, მარია-ანტუანეტა სასამართლოს დროსაც და სიკვდილით დასჯის წინაც კი სრულად ინარჩუნებდა სიმშვიდეს და დედოფლური ღირსება წამითაც არ დაუკარგავს. იგი თავად ავიდა ეშაფოტზე და თავისით დადო თავი გილიოტინის დანის ქვეშ. როგორც ამას სასწორი იზამდა, რომელიც ყოველთვის შესაფერისად იქცევა: როგორც მხიარული მეჯლისის დროს, ისე ეშაფოტზე.
მორიელი – ეკატერინა მედიჩი
დაუნდობელი დედოფალი. ეკატერინა მედიჩი დე-იუროს ოფიციალური ძალაუფლება არ ჰქონია (ხანმოკლე რეგენტობის გარდა), თუმცა, დე-ფაქტო დაქვრივების მომენტიდან მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში მართავდა ქვეყანას. ეკატერინა გიჟდებოდა თავის შვილებზე, თუმცა, ვერც ერთმა მათგანმა ვერ შეძლო ნორმალურ მეფედ ჩამოყალიბება, ამიტომ, ქვეყანას ის მართავდა. მმართველი დედოფლის დიდება არავის გაუზვიადებია, თუ,ცა ეკატერინა მედიჩის მეტად მოუხდებოდა “დედოფალ-მაჭანკლის” წოდება: ეკატერინა მთელი ძალით ცდილობდა ტახტის შენარჩუნებას ვალუას გვარისთვის, ამისთვის კი დინასტიურ ქორწინებას იყენებდა. სამწუხაროდ, დინასტია შეწყტა მის ქალიშვილ მარგარიტაზე – ჰენრიხ ნავარელის უშვილო ცოლზე. სხვათა შორის, ეკატერინას შხამებიც უყვარდა. როგორც ყველაფერი სხვა, რაც მთავარ მიზნამდე მიღწევაში დაეხმარებოდა. მორიელებიც არაფერს ერიდებიან, შემდეგ კი ისტორიკოსები მათ შესახებ ყველაფერ საშინელებას წერენ. ეს სწორია, დაე, ეშინოდეთ!
მშვილდოსანი – პეტრე I-ის ქალიშვილი, ელისაბედი
ამ ქალბატონს დედოფლობაზე არასდროს უფიქრია: მას უფრო აწყობდა სამეფო კარის ქალბატონის როლში უზრუნველი ცხოვრება. თუმცა, შეთქმულებს მისთვის არაფერი უკითხავთ, უბრალოდ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება, რომლის შედეგად ელისაბედი ტახტზე აღმოჩნდა. მოულოდნელად გაირკვა, რომ მისგან ცუდი იმპერატორი არ გამოვიდა: მმართველობის პერიოდში, პეტრე პირველის სახელმწიფო პოლიტია გაგრძელდა და განახლდა. ელისაბედი პირველი იმპერატორი ქალი გახლდათ, რომელმაც სიკვდილით დასჯა გააუქმა. მანვე გაატარა რამდენიმე რეფორმა, რომლებმაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ცხოვრება ქვეყანაში. საერთო ჯამში, მისი პოლიტიკა მიმართული იყო სახელმწიფო ხელისუფლების გაძლიერებისა და დასტაბილურებისთვის, რასაც იმპეტაროტი მშვენივრად უმკლავდებოდა. დაახლოებით ასე იქცევა მშვილდოსანიც: არა იმიტომ, რომ ძალიან უნდა, უბრალოდ, ყოველთვის შეუძლია. თანაც, ბევრ სხვაზე უკეთ.