ქალწული პერფექციონისტია, სასწორი – დიპლომატი: რა გეხმარებათ სიყვარულში

0
1284

ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს აქვს განსაკუთრებული თვისებები, რომლებიც მათ სასიყვარულო ურთიერთობებშიც ეხმარება. თქვენ რით ხართ გამორჩეული?

1. ვერძი

სხვებისადმი თბილი ურთიერთობებით გამოირჩევით, შინაგანი სათნოება კი სხვის ბედისწერაში მონაწილეობის მიღებად იქცევა. ადამიანებს მუდმივად იზიდავთ, როგორც ღია ადამიანი, რომელიც ხშირად იღიმის. სექსუალური ხართ და გიყვართ, როცა თქვენით ტკბებიან, ამიტომ, თავს მსუბუქი ფლირტის უფლებას ნებისმიერ სიტუაციაში აძლევთ.

2. კურო

ადამიანებს სიამოვნებთ თქვენ გვერდით ყოფნა. თქვენი სიმტკიცე რთული სიტუაციებიდან გამოსვლაში, მაღალი თვითშეფასება კი წარმატების მიღწევაში გეხმარებათ. კუროს ვენერა, სილამაზისა და სიყვარულის პლანეტა მართავს, თქვენთვის მოდური გარეგნობა და საკუთარ თავზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია.

3. ტყუპები

მხიარულება და ექსტრავერტულობა მუდმივად თან გახლავთ. მარტივად იძენთ მეგობრებს და მზად ხართ, ნებისმიერ წვეულებას გაუძღვეთ. შესანიშნავად კითხულობთ განწყობას, შეგიძლიათ სწორი სიტყვების შერჩევა და ფლირტი, როცა შესაფერის “ობიექტს” ხედავთ. გიყვართ უჩვეულო ტანსაცმელი და აქსესუარები, რომლებიც იწვევს გაოცებას და გეხმარებათ საუბრის წამოწყებაში.

4. კირჩხიბი

ალბათ, ეს ნიშანი საუკეთესოდ გამოხატავს ემპათიასა და თანაგრძნობას. გიყვართ სხვების დახმარება და ამისგან დადებით ემოციურ მუხტს იღებთ. მარტივად იწყებთ საუბარს, ხშირად იღიმით და შეგიძლიათ გარშემო ადამიანების შემოკრება. სექსუალური და მგრძნობიარე ხართ, რაც ძვირად ფასობს.

5. ლომი

გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და იცით, როგორ მოხიბლოთ ადამიანი ერთი შეხედვით. კეთილი, მხიარული ხართ, გიყვართ თავგადასავლები, ამიტომ ადამიანებს თქვენთან ურთიერთობა არ უჭირთ, თქვენთან კონტაქტის გაგრძელების სურვილი არასდროს უქრებათ. უკანასკნელი მოდის თვალსაზრისით იცვამთ და კარგად უვლით თავს, საკუთარ გრძნობებს ხილულს ხდით და ისევ ყურადღებას იქცევთ.

6. ქალწული

შესანიშნავად აკონტროლებთ საკუთარ თავს, მშვიდად იქცევით და ნებისმიერ საქმეს პერფექციონისტის პოზიციიდან უდგებით. თქვენს ნიშანს მართავს მერკური: შესანიშნავად ახერხებთ ადამიანების დაინტერესებას და მათთან ურთიერთობას. ელეგანტურად იცვამთ და არ ეპატირებთ საზოგადოებაში, იცით, სად წახვიდეთ და როგორ დაალაგოთ ურთიერთობა ნებისმიერ ადამიანთან.

7. სასწორი

ჭკვიანი და დიპლომატიური ხართ, გაქვთ ადამიანებთან ისე მიდგომის უნარი, რომ თქვენზე ყველა ფიქრობს, განსაკუთრებულიაო. გიყვართ ლამაზი ნივთები, ჰარმონიას ცხოვრების ყველა სფეროში ეძებთ. გახსნილი და მომხიბლავი ღიმილი გაქვთ და თითქოს არასდროს ხართ ცუდ ხასიათზე. ემოციური და რომანტიკული ხართ. გაქვთ ფლირტისა და გრძნობების გამოვლენის უნარი.

8.მორიელი

მორიელი ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე და ძლიერი ნიშანია. იცით საკუთარი თავის ფასი და გაქვთ სირთულეებთან გამკლავების უნარი. ყურადღების მიპყრობა თქვენთვის მარტივია, თქვენი დავიწყება – რთული! მარტივად გადალახავთ შეზღუდვებს, რაც ადამიანებს მოსწონთ.

9. მშვილდოსანი

მუდმივად მიისწრაფვით უკეთესისკენ: ახალი მწვერვალების, სიღრმეების, სიჩქარისკენ. თითქოს, თქვენთვის ყველაფერია შესაძლებელი! გიჟდებით ფლირტზე, იგი ძალას მოგცემთ და სწრაფად შეძლებთ ნებისმიერის მოხიბლვას. იუმორის შესანიშნავი გრძნობა და გახსნილი ღიმილი გაქვთ, ადამიანები თავისით იზიდებიან თქვენკენ.

10. თხის რქა

სიმტკიცე და ამბიციურობა გეხმარებათ წარმატების მიღწევაში. ჭკვიანი და მოხერხებული ხართ, ხოლო მათ, ვის ახლო წრეშიც მოხვდებით, იუმორის შესანიშნავ გრძნობას უხსნით. გიყვართ ელეგანტურად და მინიმალისტურად ჩაცმა, თუმცა, მზად ხართ, საკმაოდ დაიხარჯოთ ახალი გარდერობისთვის. არ ხართ მიდრეკილი ფლირტისკენ, თუმცა, სიმპათიას დაუყოვნებლივ ცნობთ.

11. მერწყული

გიყვართ აღმოჩენები და პროგრესი, მაშინაც კი, თუ ამას თქვენთვის რისკი ახლავს. მთავარია, სხვები იყვნენ კმაყოფილი! ყოველთვის და ყველგან იპოვით ნაცნობს, გაქვთ საკუთარი აზრების გამოხატვისა და ადამიანების დაინტერესების უნარი. ექსცენტრიკული და ავანგარდული ტანსაცმელი თქვენი ნიშნის კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანია. ყოველთვის იზიდავთ ყურადღებას და თქვენი პირადი ცხოვრებაც მუდმივად ყვავის.

12. თევზები

გაქვთ ემპათიის გამოვლენისა და სხვების განწყობაზე მორგების უნარი. თქვენ გენდობიან და შესანიშნავ მრჩევლად მიაჩნიხართ. მეოცნებე და კეთილი ხართ ყველასადმი, შესანიშნავად განვითარებულია თქვენი წარმოსახვაც. გახსნილი მზერა და ფართო ღიმილი გაქვთ, ადამიანებს გაცნობის მომენტიდან ხიბლავთ.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ