რომელია თქვენი იდეალური სამკაული, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

0
1320

სამკაული მხოლოდ ლამაზ აქსესუარს არ ნიშნავს. იგი ერთგვარი თილისმა და ამულეტია თითოეული ჩვენგანისთვის. თუმცა, თუ სამკაული ენერგეტიკულად არ უხდება მფლობელს, მისგან სარგებელს ვერ მიიღებთ. ასტროლოგების მტკიცებით, ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს კონკრეტული ქვა და მეტალი შეესაბამება.

სწორედ ამიტომაა რეკომენდებული სამკაულის შერჩევა არამხოლოდ მოდის ან პირადი გემოვნების გათვალისწინებით, არამედ ზოდიაქოს ნიშანთან შეთავსებითაც. ჩვენი რედაქცია ახლა სათითაოდ გიამბობთ ზოდიაქოს ნიშნებისთვის შესაფერის სამკაულებზე.

როგორ ავირჩიოთ შესაფერისი სამკაული

1. ვერძი

ვერძისთვის საუკეთესოა წითელი სამკაულები, რომლებიც რკინისგანაა დამზადებული. ყველაზე შესაფერისი ქვებია ძოწი, იასპი, სარდიონი. ვერძისთვის საუკეთესოა ძოწიანი სამკაულები. თუ ცხოვრებაში გარკვეული კრიზისი გაქვთ, ატარეთ ასეთი ქვა სამკაულის სახით. იგი ძალას მოგცემთ და ნეგატივისგან დაგიცავთ. ცხოვრებისეული ძალისა და ენერგიის მოსამატებლად, ატარეთ სამკაული მარსის რკინაქვით.

2. კურო

კუროს ფერები მწვანე და ლურჯია. ამ ნიშნისთვის საუკეთესოა სპილენძის სამკაულები. მისი ქვებია ზურმუხტი, მალაქიტი, ნეფრიტი, აზურიტი. კუროს მფარველი ვენერაა, რომელსაც გადაპრანჭული არაფერი უხდება. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა უნდა აირჩიოთ დახვეწილი სამკაულები თხელი ჩარჩოებით. უარი თქვით მასიურ ბეჭდებზე – ისინი ენერგეტიკაზე ისახება ცუდად. ცხოვრებაში ჰარმონიას ზურმუხტით მორთული სამკაული მოგიტანთ.

3. ტყუპები

მას ყველაზე მკვეთრი და მაძღარი ფერისა უხდება. მისი იღბლიანი მეტალი ოქროა, შესაფერისი ქვები კი ბერილი, ზურმუხტი, ქარვა, ყვითელი აქათი, ყვითელი ციტრინი, ტურმალინი. ტყუპებს უხდება უჩვეულო სამკაულები საინტერესო დიზაინით. კარგია ბერილის სამკაულების ტარებაც – ისინი სულს ძალასა და სიფხიზლეს მატებს.

4. კირჩხიბი

ნაზ კირჩხიბს ვერცხლის სამკაულები უნდა ეკეთოს, თანაც მარგალიტით, აქატით, კვარცით, მთვარის ქვით ან მთის ბროლით გაფორმებული. მთვარის მინერალები ამშვიდებს, აწონასწორებს კირჩხიბის ემოციურ მდგომარეობას. ასეთი სამკაულები გაპოვნინებთ ჰარმონიას და ორგანიზმში ყველა პროცესს დაალაგებს. კირჩხიბზე ყველაზე კარგად მთვარის ქვა მოქმედებს.

5. ლომი

ლომს ყველაფერი ცეცხლოვანი ან მზისფერი უხდება. ყვითელი, ოქროსფერი და ნარინჯისფერი მისი ფერებია, ოქრო კი ყველაზე შესაფერისი მეტალი. ლომის ქვებია ძოწი, სარდიონი, ქარვა, ციტრინი, მზის ქვა, ლალი. მაძღარი ყვითელი ან წითელი ფერის ნებისმიერი ქვა ლომს სასიცოცხლო ძალას, ენერგიასა და სიმძლავრეს აძლევს. ამ ნიშნის წარმომადგენლებმა თამამად უნდა ატარონ მკვეთრი, დახვეწილი და მასიური სამკაულები.

6. ქალწული

ქალწულისთვის საუკეთესოა მწვანე, ლურჯი ან ცისფერი. შესაფერისი ქვებია ტურმალინი, მწვანე საფირონი, სარდიონი, მალაქიტი, ნეფრიტი და ოპალი. საუკეთესო მეტალები პლატინა და ვერცხლია. ასტროლოგები ქალწულს ურჩევენ ტურმალინიან სამკაულებს, რომლებიც დადებითად მოქმედებს მათ სხეულებსა და გონებაზე. ასეთი სამკაულებით თავს მშვიდადაც იგრძნობთ.

7. სასწორი

სასწორი კომფორტულად გრძნობს თავს სპილენძის სამკაულებით, განსაკუთრებით, თუ მას ალექსანდრიტი, კორალი, ნეფრიტი, საფირონი ან ლაზურიტი ამშვენებს. ალექსანდრიტი გახლავთ ქვა ძლიერი პიროვნებებისთვის. სასწორს იგი ძალიან უხდება და იცავს მას უსიამოვნებებისგან. ამ ქვით შემკული აქსესუარები ამ ნიშნისთვის საიმედო თილისმად იქცევა.

8. მორიელი

მორიელს უხდება მკვეთრი წითელი ან ნარინჯისფერი ქვები. თუმცა, მისთვის საუკეთესო მეტალი შავი ვერცხლია, ქვები კი ამეთვისტო, აქატი, ძოწი, თოპაზი და აქვამარინი. მორიელს ურჩევენ მასიური სამკაულების ტარებას, რაც მათ ენერგიას აწესრიგებს და ჰარმონიას უბრუნებს ცხოვრებას.

9. მშვილდოსანი

ფირუზით, თოპაზით, საფირონით ან ამეთვისტოთი გაფორმებული თუთიის სამკაულები მშვილდოსნისთვის ყველაზე შესაფერისია. ფირუზი დაგეხმარებათ სულიერი სიმშვიდისა და საღი გონების შეძენაში. ასეთი სამკაულების დახმარებით, შეძლებთ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და შინაგანი ჰარმონიის მოპოვებაში.

10. თხის რქა

თხის რქებისთვის საუკეთესოა მუქი ფერის სამკაულები, რომლებიც საუკეთესოდ ერწყმის მათ ენერგეტიკას. თხის რქისთვის შესაფერისია შავი მეტალები და ოქრო. ქვებს შორის უპირატესობა უნდა მიანიჭოთ ქალცედონს, იისფერ ლალს, ალმასს, ძოწს ან მუქ ამეთვისტოს. განსაკუთრებით მძლავრია სარდონიქსი (ზოლებიანი ქალცედონი). იგი ადამიანს ძალებს აძლევს და იზიდავს ძალაუფლებას, აგრეთვე, უხანგრძლივებს მფლობელს სიცოცხლეს. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ.

11. მერწყული

მას მუქი ფერები და ნათელი ცისფერი უხდება. რეკომენდებულია ვერცხლის სამკაულის არჩევა ალმასით, ლურჯი საფირონით, ონიქსით ან მუქი თოპაზით. საფირონი ძველი დროიდან ითვლება უანგარო მეგობრობისა და ერთგულების სიმბოლოდ. ამის წყალობით, ქვა აძლიერებს სიყვარულს და გეხმარებათ ქორწინების შენარჩუნებაში. იგი მფლობელს სიხარულს, ბედნიერებასა და კარგ განწყობას ჩუქნის.

12. თევზები

თევზებს უხდება წყლის სტიქიასთან დაკავშირებული სამკაულები. მისთვის საუკეთესო ქვებია ზღვის ან მდინარის მარგალიტი, კორალი ან შროშნისებრი ამეთვისტო. მეტალებიდან საუკეთესოა თეთრი ოქრო, პლატინა და ვერცხლი. თევზებისთვის სამკაული რბილი, მომრგვალებული, წვეტების გარეშე უნდა იყოს. მარგალიტი თევზებს მოუტანს დიდ წარმატებას და მოაშორებს უაზრო ფიქრებს.

სწორედ ასე უნდა აირჩიონ მოდური სამკაულები ზოდიაქოს ნიშნებმა. ასტროლოგები ამტკიცებენ, რომ სწორად შერჩეული აქსესუარები მათი მფლობელების ბედისწერაში საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ