ვის ელის ფინანსური წარმატება მეტალის თეთრი ხარის წელს

0
2238

შესაძლოა, ამის დაჯერება რთული იყოს, თუმცა, ახალ წლამდე სულ ორი თვეღა დარჩა. ესე იგი, ახლა უკვე დროა, გავიგოთ, რა ცვლილებებს გვიწინასწარმეტყველებს 2021-ე, მეტალის თეთრი ხარის წელი. ჩვენმა რედაქციამ თქვენთვის მოამზადა მთელი წლის ჰოროსკოპი, რომელიც დაგეხმარებათ საკუთარ თავში გამორკვევაში.

2021 წლის ფინანსური ჰოროსკოპი

როგორც უკვე იცით, 2021 წლის მფარველი მეტალის თეთრი ხარი იქნება. ასტროლოგები ირწმუნებიან, რომ იგი ლმობიერი იქნება მათთან, ვინც სერიოზულად ეკიდება ფულის გამომუშავების პროცესს. სწორედ მათ, ვინც კარგად იშრომებს, ყველაზე მეტად გაუმართლებთ ამ წელს. მაშ ასე, დროა, უფრო დეტალურად გაიგოთ, რა მოამზადა მან ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის.

1. ვერძი

ვერძი საკმაოდ ურთიერთსაწინააღმდეგოა, თავისი ბუნებით. ერთ მომენტში, მას შეუძლია ფულის გამომუშავება და გადადება, მეორე წამს კი უკანასკნელ მაისურს გაიხდის, ოღონდ სასურველი მიიღოს. მიმდინარე წლის მფარველი ვირთხა ამას შემწყნარებლურად ეკიდებოდა, თუმცა, ხარი ამას ნამდვილად არ დაუშვებს. ამიტომაც, ვერძმა უნდა ისწავლოს ვერაგი დისციპლინა და დაგეგმვა. ამასთან, წარმატება შეიძლება მოუტანოს ბიზნესმა, რომელსაც განსაკუთრებული მოლოდინის გარეშე წამოიწყებს. ყველა მსხვილი გარიგება, რომელიც უძრავ ქონებასა და მიწას უკავშირდება, უნდა გადადონ სამომავლოდ.

2. კურო

ხშირად, ნიჭიერი კურო გონებამახვილ ბიზნესმენად გვევლინება. თუმცა, მის ფინანსურად სტაბილურ მდგომარეობაში ყოფნას ხელს უშლის საქმეების ბოლომდე მიყვანის უუნარობა. იმუშავეთ საკუთარ მოთმინებასა და შეუპოვრობაზე. ნახევარი წლით მაინც დაივიწყეთ ჩვეული კმაყოფილებების შესახებ და კონცენტრირდით ფულის კეთებაზე. წარმატებული გარიგებისთვის ყველაზე წარმატებული პერიოდი ზაფხულის შუა თვეა. გარდა ამისა, ფრთხილად იყავით ახლობლებთან ურთიერთობაშიც. მაღალია იმის ალბათობა, რომ ერთ-ერთი მათგანის დაუდევრობა სერიოზულ ფულად დანაკარგს გამოიწვევს.

3. ტყუპები

დროზე ადრე პანიკის დათესვა ტყუპების ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანია. რა თქმა უნდა, ხანდახან ეს მას ხელსაც აძლევს, რამდენადაც ბიზნესში მნიშვნელოვანია მუდმივად ფხიზლად ყოფნა. თუმცა, ხანდახან, ეს მნიშვნელოვნად ანელებს შორს მიმავალ პროცესებს. ამიტომ, ისწავლეთ ინტუიციის ჩართვა, მიმართულებების ამოცნობა და ამტანობის განვითარება. ვარსკვლავები ტყუპებს ურჩევენ, არ დაისახოს რთული მიზნები. ნაცვლად ამისა, სცადოს შემოსავლის ახალი წყაროები. გამოიყენეთ თქვენი პოტენციალი სრულად, ნებისმიერი ახალი სფერო ფულის კეთების საშუალებას მოგცემთ.

4. კირჩხიბი

მეტალის ხარი ეკონომიური და წინდახედული კირჩხიბის მეგობრად იქცევა. იღბალი მას ყველგან სდევს. კირჩხიბი დიდი ხნის წინ მივიწყებულ ფულსაც კი დაიბრუნებს. ეს შეიძლება იყოს ძველი ვალი ან ჩავარდნილი ინვესტიცია. ამასთან, იგი შეძლებს მრავალი სასარგებლო შენაძენისა და რემონტის გაკეთებასაც კი. კირჩხიბმა უნდა შეძლოს ფინანსური ნაკადის დაბალანსება. თუ იმაზე მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე გეგმავდა ფული არამხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ახლობლებსაც უნდა მოახმაროს.

5. ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს არ მოუხდებათ უფულობაზე წუწუნი. 2021 წელი მათ ახალ, წარმატებულ ბიზნესსა და სერიოზულ კარიერულ წინსვლას ჰპირდება. ცეცხლოვანი ლომები, დიდი ალბათობით, ფულს შესანიშნავ შენაძენზე ან საინტერესო მოგზაურობაზე დახარჯავენ. თუმცაღა, ისინი უფრო ფრთხილად უნდა მოეკიდონ აზარტულ თამაშებსა და ინვესტიციებს. მაღალი რისკი ლომისთვის შეუფერებელი საქმიანობაა, ამიტომ, უმჯობესია ასეთ საქმეში არ ჩაერთოთ.

6. ქალწული

იცოდით, რომ მილიონერებს შორის ყველაზე მეტი სწორედ ქალწულის ნიშნის ქვეშაა დაბადებული? საზოგადოებაში მაღალი მდგომარეობის მიღწევაში მათ ბუნებრივი რაციონალურობა და სიფრთხილე ეხმარებათ. ქალწულს, როგორც არავის სხვას, შეუძლია ფულის კეთება და თავისი ფინანსების სარფიანად განკარგვა. ამასთან, მიუხედავად სიმდიდრისა, უპირატესობას მოკრძალებულ ცხოვრებას ანიჭებს. სწორედ ეს თვისება მოსწონს ხარს. ამ მიზეზით, იღბალი მას ყოველ ნაბიჯზე ეხლება. 2021 წლის აგვისტოში კი გაჩნდება შემოსავალი, რომელიც ქალწულს დაეხმარება დაგროვილი თანხის წარმატებით დაბანდებაში, დეკემბერში კი კარგ მოგებას მიიღებს.

7. სასწორი

ესაა ზოდიაქოს ძალზედ ალტრუისტი წარმომადგენელი. რაც არ უნდა ხდებოდეს მის ცხოვრებაში, იგი ყოველთვის გულუხვია და მზადაა, ახლობელს ნებისმიერ დროს დაეხმაროს. სწორედ ამას შეუძლია მისი გაცურება: გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც სასწორის სირბილით ისარგებლებენ. ამასთან დაკავშირებით, სასწორმა საკუთარ თავში უნდა აღზარდოს სიმკაცრე და ისწავლოს პირადი საზღვრების მოხაზვა. 2021 წელს, ეცადეთ, ინტუიციას მეტად ენდოთ, რამდენადაც მისი მინიშნებები ყოველთვის თქვენს სასარგებლოდ მოქმედებს.

8. მორიელი

მორიელისთვის ფული თავისი მიზნების მისაღწევი ინსტრუმენტია. ეს მას საშუალებას აძლევს, ბიზნესში წარმატებას მიაღწიოს. იგი დარწმუნებულია, რომ კარგ ფულს გააკეთებს, მაშინაც კი, თუ გარშემო ყველა მინუსში გადის, მაინც იმავე საქმეს ეერთგულება. მომავალ წელს, არ გირჩევთ დიდი თანხის გარისკვას, თორემ ეს თავდაჯერებულობა ბოლოს მოგიღებთ. ასტროლოგები ამბობენ, რომ იქნება ისეთი მომენტიც, როცა მორიელს ფულის ვალად აღება მოუხდება. ნუ იდარდებთ: წლის ბოლოსთვის, ფინანსური მდგომარეობის აღდგენას შეძლებთ.

9. მშვილდოსანი

ახალ წელს, მშვილდოსანი წარმატებით უხსნის თავს ახალ საზღვრებს, რომლებიც მნიშვნელოვან წინსვლას მოუტანს მას ფინანსურ სფეროში. ამაში ხელის შეშლა მხოლოდ იმპულსურობასა და მოქმედებების არათანმიმდევრულობას შეუძლია. ამ მიზეზით, ახალი საქმის წამოწყებამდე, შეადგინეთ მკაფიო გეგმა და მიჰყევით მას. დაგეგმვა მშვილდოსანს დაეხმარება ემოციების დაძლევასა და მხოლოდ ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებაში. გარდა ჩამოთვლილისა, ეცადეთ, აკონტროლოთ ხარჯები, რამდენადაც მათი დიდი ნაწილი გაუმართლებელია.

10. თხის რქა

მთელი ამ დროის განმავლობაში, თხის რქა იმდენად ესწრაფებოდა ახალი მწვერვალების დაპყრობას, რომ საკუთარი სურვილების შესახებ სულ გადაავიწყდა. ხარის მომავალი წელი სწორედ ის დროა, როცა საკუთარი მოთხოვნილებების შესრულებით უნდა დაკავდეთ. თამამად შეიძინეთ ავეჯი, კარგი ფეხსაცმელი ან აღიდგინეთ ჯანმრთელობა. ამასთან, ზომიერად ხარჯეთ ფული გართობასა და გასართობი ნივთების შეძენაზე. ვარსკვლავები ირწმუნებიან, რომ 2021 წელი გვპირდება ახალ ფინანსურ მწვერვალებს, რომელთა შესახებ ახლა ვერც კი ოცნებობთ.

11. მერწყული

მერწყულის ფინანსური კეთილდღეობა პირდაპირაა დაკავშირებული მის კომუნიკაბელურობასთან, რამდენადაც სწორედ ადამიანების გავლით მისდის მას ფული. შესაბამისად, ამ ნიშნის წარმომადგენლებს ასტროლოგები ურჩევენ საქმიანი ურთიერთობების აწყობას, მეგობრობასა და კონფლიქტების ჩალაგებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მერწყული მხოლოდ ფინანსურ სფეროში ვერ გაიხარებს. პროგნოზის თანახმად, მერწყულის ცხოვრებაში გაჩნდებიან შუამავალი ადამიანები, რომლებიც მას ფინანსურ კეთილდღეობას მოუტანს.

12. თევზები

თეთრი ხარის წელმა თევზებს დაუჯერებელი ფულადი პერსპექტივები მოუტანა. მთავარია, ისინი ხელიდან არ გაუშვას, თორემ დიდხანს ინანებს. ამ ნიშნისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია, არ შეუშინდეს თავისი იდეებისა და გეგმების გაზიარებას გარშემომყოფებისთვის. საბოლოო ჯამში, ეს წარმატებული პროექტების ხორცშესხმას მოუტანს. ამავდროულად, თევზები ყურადღებით უნდა იყოს სხვების გეგმებისადმიც, რამდენადაც ეს უკანასკნელი მას დიდ დახმარებას გაუწევს.

ასე ხედავენ ასტროლოგები 2021 წელს. ამ რჩევებს გაითვალისწინებთ თუ არა, თქვენი საქმეა. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი მიღწევები, პირველ რიგში, ჩვენს ძალისხმევასა და სურვილებზეა დამოკიდებული.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ