
წარმოიდგინეთ ბაღი, სადაც არის პატარა მდელობი და გუბურა ან მაგიდა და სკამები ან პატარა ბოსტანი. ყველაფერი, ლამაზი ხის გარდა.
აირჩიეთ ერთ–ერთი ხე, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
1. აყვავილებული საკურა
თქვენ ძალიან მგრძნობიარე და ნაზი ბუნება გაქვთ. კულტურა თქვენს ცხოვრებაში უკანასკნელ როლს არ ასრულებს. ამასთან, საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და ხალხი გენდობათ.
2. ხე ლიანებით
პასუხისმგებლიანი და აქტიური ადამიანი ხართ. ხალხის და ირგვლივ ყველაფრის მიმართ ინტერესი შეუმჩნეველი არ რჩება. რუტინას ვერ იტანთ და ყოველგვარი ყურადღება მოგწონთ.
3. წითელფოთოლა ნეკერჩხალი
თქვენ რომანტიკული და ირაციონალური ხართ. გრძნობებსა და ემოციებზე დაყრდნობა, ოცნება და ღრუბლებში ფრენა – ეს თქვენზეა. ასეთი თვისებები მსგავს რომანტიკულ და ემოციურ არსებას იზიდავს.
4. ძველი მუხა
თქვენ პრაქტიკული და რეალისტი ხართ. სიმარტივე და სიკეთე, რომელიც გახასიათებთ, სხვებს შეიძლება სისუსტედ მოეჩვენოს. საქმეში ხართ ადამიანი, ვისთანაც დროის გატარება სასიამოვნო და კომფორტულია.
5. ვაშლის ხე
მეგობრული და სამართლიანი ხართ. მეგობრებზე გიჟდებით, მაგრამ ზოგჯერ სრულად განმარტოებისთვის დრო გჭირდებათ. ამ დროს ყველაფერზე დეტალურად ფიქრობთ.
6. პალისანდრის ხე
საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული ხართ და მხოლოდ მათზე ამყარებთ იმედს. ვერ ისვენებთ, სანამ საქმეს ბოლომდე არ მიიყვანთ. ასეთი ძალა ძალიან მიმზიდველს გხდით.
7. შემოდგომის მუხა
თქვენ ნამდვილი ოპტიმისტი ხართ. ცხოვრება თქვენთვის ნამდვილი თავგადასავალია. ნებისმიერი ცვლილება გახარებთ, რადგან ყველაფერი ახლის მიმართ გახსნილი ხართ და წარუმატებლობის შემთხვევაშიც პოზიტივს ინარჩუნებთ.
8. შემოდგომის ნეკერჩხალი
საკმაოდ თვითკმარი და ინტროვერტი ხართ. საკუთარ თავთან მარტო ყოფნა არ გბეზრდებათ, ამიტომ ასე დროის დიდ ნაწილს ატარებთ. ამასთან, მზად ხართ, უახლოეს ადამიანებთან ერთად ღია შთაბეჭდილებები მიიღოთ.
9. ხე ფუღუროთი
თავდაჯერებული და დამოუკიდებელი ხართ. თქვენი პრინციპები ხალხს საშუალებას არ აძლევს, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე აზრი შეგაცვლევინოთ. ამასთან იმდენად შემოქმედებითი ხართ, რომ ხალხს ჯიუტი არ ეგონოთ.