ერთ–ერთი კარტი თქვენი მომავლის საიდუმლოს ფარდას ახდის

0
3278

ჩვენი ცხოვრების ნებისმიერი პერიოდი განუმეორებელი და განსაკუთრებულია. ზოგჯერ, ნაცრისფერ ყოველდღიურობაში ეს გვავიწყდება და მხოლოდ მაშინ ვჩერდებით, როცა ბედი ნიშნებს გვიგზავნის. ჩვენ ამ ნიშნების უგულებელყოფას ვცდილობთ, მაგრამ მათ თავიდან ვერ ავიცილებთ.

არადა რა კარგი იქნება, მომავლის ფარდა წამიერად გასწიოთ და სწორი გზა აირჩიოთ. ზოგჯერ ძალიან გვსურს, რომ ვინმემ ან რამემ სწორი მიმართულება მიგვანიშნოს.

აქ, კი კარტით მკითხაობა დაგეხმარებათ. სწორედ კარტს იყენებდნენ საუკუნეების განმავლობაში და ეს იდუმალი რიტუალი ჩვენამდე მოვიდა.

თქვენ წინაშეა 4 კარტი, აირჩიეთ მხოლოდ ის, რომელიც გიზიდავთ და მომავალის წინასწარმეტყველება მიიღეთ.

არჩევანი თქვენი შინაგანი ინტუიციის და სურვილის მიხედვით გააკეთეთ.

უკვე აირჩიეთ? დროა, შედეგები ნახოთ.

კარტი 1

დრო მოდის, როცა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საკუთარი თავი განებივრება. სამსახურის საქმეებით და რუტინული ამოცანებით დატვირთვა შეწყვიტეთ. გახსოვდეთ, ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა, რომ დახარჯოთ იმაზე, რასაც სიამოვნება არ მოაქვს. ყველაზე ბნელ დღეებშიც იუმორის გრძნობა არ დაკარგოთ. სწორედ ასე შეძლებთ ნებისმიერ სირთულესთან გამკლავებას.

კარტი 2

ეს კარტი აჩვენებს, რომ თქვენ თვითაღიარების გზაზე იმყოფებით. ხვდებით, რომ თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნაა. შურს და ეჭვიანობას გვერდზე დებთ. ხვდებით, რომ მათ პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვთ და თითოეულ ადამიანს საკუთარი პრობლემები აქვს. ახლა საკუთარ ემოციებს უკეთ უგებთ. ახალი ადამიანების გაცნობის და გამოუკვლეველ ადგილებში მოგზაურობის შესანიშნავი პერსპექტივა გაქვთ.

კარტი 3

თქვენ დიდი ოპტიმისტი ხართ და ნათელი მომავლის გწამთ. სამყარო თქვენს განწყობას გრძნობს და მზადაა ყველაფერში დაგეხმაროს. ამ კარტის არჩევა გულისხმობს, რომ ძალიან მალე თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. შესაძლოა, ცვლილებები გლობალური არ იყოს, მაგრამ მათ დაუყონებლივ შეამჩნევთ. წინ წარმატება გელოდებათ.

კარტი 4

როგორც იქნა, საკუთარი თავის და ინტუიციის მოსმენას ისწავლით და ცხოვრების ყველა სფეროში ამ უნარების გამოყენებას ეცდებით. იმის წყალობით, რომ აწმყოთი ცხოვრობთ, თქვენ უფრო წარმატებული გახდებით. ძალიან მალე სულიერად უფრო განათლდებით და შეძლებთ იმ კითხვებზე პასუხის პოვნას, რომლებიც გაწუხებდათ.

თქვენ რომელი კარტი აირჩიეთ?

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ