აირჩიეთ მთვარე და ნახეთ, რა გელოდებათ უახლოეს მომავალში

0
21950

მთვარეს როცა არ უნდა შეხედოთ, ყოველთვის მომნუსხველია. არის მასში რაღაც უჩვეულოდ მიმზიდველი და ჯადოსნური. ჩვენი პლანეტის თანამგზავრი განსაკუთრებულ მისტიკურ გავლენას სავსე მთვარის დროს ფლობს.

ამ პერიოდში სწორი ფსიქოლოგიური პოზიციის დაკავება ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ბედნიერი იქნებით უახლოეს მომავალში.

თქვენთვის შესანიშნავი ამბავი მაქვს. გსურთ მთვარის ჯადოქრობაში ცოტათი გაერკვეთ და მინიშნება მიიღოთ?

გთავაზობთ მარტივ თამაშ–მკითხაობას. აირჩიეთ ერთ–ერთი მთვარე, რომელიც ყველაზე მეტად გიზიდავთ და სამყაროსგან შეტყობინება მიიღეთ.

გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი შემთხვევითი არაა. შეტყობინებას მოუსმინეთ. სამყაროს სწორედ მასზე სურს ყურადღების გამახვილება.

მოკლედ, აირჩიეთ მთვარე.

მთვარე № 1

თქვენს ცხოვრებაში ძალიან ხელსაყრელი პერიოდი იწყება. ენერგიით და შთაგონებით სავსე იქნებით. სირთულეებს თავიდან მარტივად აიცილებთ. წარმატება რამდენიმე თვის განმავლობაში თქვენ გვერდით იქნება.

ეს თქვენი შანსია. ოცნებების ახდენის და მიზნების განხორციელება თამამად დაიწყეთ. ახლა ყველაფერი შესაძლებელია.

მთვარე № 2

უახლოეს თვეებში აზარტი და რისკი თქვენი საუკეთესო მეგობრები არ არიან. უფრო ყურადღებიანი და ფრთხილი უნდა იყოთ. თქვენი ბედნიერების გემი შეიძლება წყალქვეშა ქვას გამოედოს ან ჩაიძიროს.

ამ წყნარი ამინდის გადასვლას დაელოდეთ. ამის შემდეგ ცხოვრება ახალი კაშკაშა ემოციებით სავსე იქნება. ბედისგან ძვირფას საჩუქარს მიიღებთ.

მთვარე № 3

არ დანებდეთ! თქვენი შრომა დაფასდება. დიახ, შესაძლოა ახლა გიჭირთ, მაგრამ ძალიან მალე ყველაფერი დალაგდება. რამდენიმე თვეში სიტუაცია კარდინალურად შეიცვლება.

პრობლემები თქვენი ცხოვრების ყველა სფეროდან გაქრება. თქვენ გელოდებათ დაწინაურება, პრემია ან ახალი პერსპექტიული თანამდებობა. ნერვიულობის მიზეზი არ გექნებათ. უბრალოდ ცოტა ხანს მოითმინეთ. თქვენი გეგმები განხორციელდება.

მთვარე № 4

თქვენ საკუთარ თავსა და საკუთარ ინტერესებზე ყურადღება უნდა გაამახვილოთ. ბოლო დროს საკუთარ პიროვნებაზე ზრუნვა შეწყვიტეთ.

საკუთარი თავის მიმართ ცოტა სიყვარული გამოიჩინეთ. უახლოეს თვეში გაიფურჩქნებით. მიხვდებით, თუ რამდენად არ აფასებდით საკუთარ თავს. ახალი პერსპექტივები გამოჩნდება.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ