
წვრილმანები ადამიანის ხასიათზე ბევრ რამეს ამბობს. საკუთარი თავის ცოტა უკეთ გაცნობის სწრაფი მეთოდია ჩვეულებრივი ტუჩსაცხი. ყოველდღიურად მისი წვერის ფორმა ტუჩის შეღებვის მეთოდის (ზეწოლა და დახრა) მიხედვით იცვლება. გამოყენებიდან რამდენიმე კვირაში ტუჩსაცხის წვერს ადამიანის გამოაშკარავება შეუძლია.
აიღეთ თქვენი ტუჩსაცხი და წვერის ფორმას შეხედეთ. როგორია?
1. წვერი ნემსივით ბასრია
თუ ასეთი ტუჩსაცხის მფლობელმა რაიმე ჩაიფიქრა, მისი გადარწმუნება გაგიჭირდებათ. თამამი, მშვიდი, აქტიური – ასეთ ქალს ერთ ადგილას დიდხანს ჯდომა არ უყვარს და ყოველთვის საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობას ეძებს. კომპანიაში ყურადღების ცენტრშია, ნებისმიერი თემის მხარდაჭერა შეუძლია და უკომენტაროდ არაფერს ტოვებს. ასეთი ბასრი ტუჩსაცხის მფლობელის დევიზია: „სჯობს გააკეთოთ, ვიდრე არ გააკეთოთ და ინანოთ“.
2. ბრტყელი წვერი
ასეთი ქალი ძალიან კარგი მეგობარია. ურთიერთობაში გულწრფელობას, ნდობას და საიმედოობას აფასებს. ხშირად ასეთი ტუჩსაცხი ინტროვერტებს აქვთ, რომელთაც წინასწარ ერთი კვირის ორგანიზება და დაგეგმვა უყვართ. ასეთი ქალი ცხოვრებას რეალურად უყურებს: ტყუილად არც გაბრაზდება და არც იმხიარულებს.
3. ასიმეტრიული წვერი
ასიმეტრიული წვერის მქონე ტუჩსაცხის მფლობელი არატრადიციული გონებით და გამომგონებლობით გამოირჩევა. მას წესრიგი უყვარს, მაგრამ ამაზე ჩაციკლული არაა. ხშირად ასეთ ქალს თამამი და უჩვეულო ჰობი აქვს: ექსტრემალური სპორტი, ინდური სამზარეულო, კოვზებით ხატვა. ის სამსახურში თავდაუზოგავი და ოჯახის წევრების მიმართ ყურადღებიანია.
4. წვერი ძლიერი ჭრილით
ასეთი ტუჩსაცხის მფლობელს იშვიათად თუ ნახავთ: მას გამოარჩევს ღია ფერის თმა ან მაკიაჟი და შემოქმედებითი სამუშაო. ჩვეულებრივ, ასეთი ქალი თავდაჯერებულია, კარგად იცის, თუ რა სჭირდება ცხოვრებიდან. ზოგჯერ შეიძლება სპონტანური იყოს და რაღაც უჩვეულო გააკეთოს. ჩვეულსა და ახალს შორის ყოველთვის მეორეს ირჩევს.
5. წვერი სუსტი ჭრილით
ტუჩსაცხზე ასეთი წვერი ქალის პირდაპირ ხასიათზე საუბრობს. ამ ქალის სტილი არაა რაღაცის დამალვა და ბოლომდე არ თქმა. ის ჯიუტია და სტაბილურ პოზიციებს იცავს, შესანიშნავი იუმორის გრძნობა აქვს და ბუნებრივ მიზიდულობას ფლობს. ზოგჯერ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ საკუთარი იმპულსების დროულად მოთოკვა შეუძლია.
6. ერთი მხრიდან ზუსტად გადაჭრილი წვერი
ასეთი ტუჩსაცხი კოსმეტიკის ჩანთაში ძალიან მომთმენ ქალს აქვს. ის ანგარიშიანი და საიმედო, ბიზნესსა და ცხოვრებაში შესანიშნავი პარტნიორია. ზოგჯერ ზედმეტად გაღიზიანებული და პირქუშია. პესიმიზმი ახასიათებს, მაგრამ ცდილობს ცხოვრებაში უფრო კარგი რამ დაინახოს და შინაგანი უკმაყოფილო ბავშვი აკონტროლოს. ასეთი ქალი პუნქტუალურია და ზედმეტი სიტყვები არ უყვარს.
7. წვერის ფორმა შეძენის დღიდან არ იცვლება
როგორც წესი, ასეთი ქალი საკუთარ პრობლემებს არავის უზიარებს. მისთვის თვითორგანიზაცია და საქმისადმი მკაფიო მიდგომა მნიშვნელოვანია. შრომისმოყვარე, საკუთარი თავის და გარშემომყოფების მიმართ მომთხოვნია, მაგრამ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ნაზია. ახალ კომპანიაში საკმაოდ მოკრძალებულია, ყურადღების მიქცევა არ უყვარს. ურთიერთობაში კეთილია და საკუთარ თავს ბოლომდე გასცემს. მისთვის დამახასიათებელია ალტრუიზმი, რომელიც ზოგჯერ უკიდურესობაში გადადის.