დილის 5 მარტივი ჩვევა, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ

0
1172

ის, თუ როგორ ვიწყებთ დღეს, დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენად წარმატებული და ნაყოფიერი იქნება დარჩენილი საათები. დილის ზოგიერთი ჩვევა შესანიშნავ განწყობას გვაძლევს და გვეხმარება მთელი დღის ფხიზლად გატარებაში. ჩვენი რედაქცია კი დღეს გასწავლით დილის ჩვევებს, რომლებიც გახდომაში დაგეხმარებათ.

1. ვახშამი ბევრი ცილით

გასაგებია, რომ ვახშამი დილის რუტინა არაა. თუმცა, დღისთვის საკვების ბოლო მიღება მნიშვნელოვან როლს ასრულებს შემდეგ დილაზე. თუ წინა საღამოს არჩევანს ცილოვან ვახშამზე შეაჩერებთ, დილით შიმშილის ძლიერი გრძნობა აღარ გექნებათ, ესე იგი, არჩევანს სასარგებლო საუზმესა და ადეკვატურ ულუფაზე გააკეთებთ. ნახშირწყლებით სავსე ვახშამი, პირიქით, შიმშილით გაგაღვიძებთ და მოგანდომებთ მარტივ ნახშირწყლებს, რომლებიც ინსულინის დონეს მნიშვნელოვნად ზრდის, შესაბამისად, იღებთ კალორიულ საკვებს. ამასთან, ცილა შესანიშნავად უწყობს ხელს მეტაბოლიზმს ღამით, ესე იგი, ძილის დროს ცხიმებიც დაიწვება.

2. სინათლე

ჩვენს ორგანიზმზე მზის სხივები ძლიერ გავლენას ახდენს: ისინი არამხოლოდ გვაღვიძებს დილაობით, არამედ გახდომაშიც გვეხმარება. დღის შუქი ნივთიერებათა ცვლას ღრუბლიან ამინდშიც კი ააქტიურებს. თუ მეტაბოლიზმს გაღვიძებისთანავე ააჩქარებთ, ავტომატურად დაიწვება მეტი კალორია. სხვათა შორის, 20-30-წუთიანი დღის შუქიც კი საკმარისი იქნება გახდომის პროცესისთვის.

3. აალაგეთ საწოლი

რა კავშირშია გახდომა და საწოლის ალაგება? ესაა ფსიქოლოგიური ხრიკი, რომელიც ჭარბი წონის მოშორებაშიც დაგეხმარებათ. ის, ვინც დილით საწოლს ალაგებს, ნებისყოფასაც ავლენს. ნებისყოფა კი გახდომის დროს მუდმივად საჭიროა. ასეთი ხრიკი ჩვენი ქვეცნობიერისთვის ასოცირდება იმასთან, რომ ცხოვრებას თქვენ აკონტროლებთ, ესე იგი, შეგიძლიათ თქვენი კვების კონტროლიც.

4. საუზმე

თუ გახდომა გსურთ, ნუ იტყვით უარს მასზე. დაბალანსებული საუზმე თავიდან აგაცილებთ ტკბილის ან ზედმეტი საკვების ჭამის სურვილს. თუ დილით თქვენი სხეული ყველა საჭირო ნივთიერებას მიიღებს, დიდი ალბათობით, დღის განმავლობაში ნაკლებ კალორიას მიიღებთ. სხვათა შორის, იდეალურია საუზმე, რომელიც შეიცავს რთულ ნახშირწყლებსა და ცილებს, მაგალითად, ერბო კვერცხი სრულმარცვლიან პურზე ან შვრიის ფანტელები ნატურალური მაწვნითა და ხილიტ. თუმცა, თუ დილით ჭამა არ შეგიძლიათ ან ინტერვალურ შიმშილს იცავთ, რა თქმა უნდა, თავს არ უნდა აიძულოთ.

5. რეგულარული აწონვა

რა თქმა უნდა, სასწორზე ციფრები ყოველთვის ვერ ასახავს საგნების რეალურ მდგომარეობას და ფიგურასთან დაკავშირებულ საკითხევში უნდა ორიენტირდეთ შინაგან შეგრძნებასა და მოცულობებზე. მიუხედავად ამისა, დილაობით, ერთსა და იმავე დროს (სასურველია, უზმოზე) აწონვა შესანიშნავი ხრიკია მათთვის, ვისაც სურს, თავისი სხეული უკეთ გაიცნოს და წონასაც მიაქციოს ყურადღება. სასწორი დაგეხმარებათ ორიენტირებასა და იმის გარკვევაში, თუ რომელი საკვები იწვევს შეშუპებას ან წონაში მატებას. ამასთან, წონაში მატება შეგიძლიათ გამოასწოროთ უფრო მსუბუქი კერძებით ან ინტენსიური ვარჯიშით.

დატოვე კომენტარი

გთხოვთ, დაწეროთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, ჩაწეროთ თქვენი სახელი აქ